რატომ წააგო საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან?! - ვეძებთ მიზეზებს "ევროპულად"...

AutoSharing Option
ძალიან კი გვსურდა, მეცხრე ცდაზე საბერძნეთთან გატეხილი ნავსი და სექტემბრის თამაშების შემდეგ, საქართველოს ნაკრების გამოსწორებული თამაში გვენახა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

როგორც ჩანს, ჩვენ ფეხბურთელებს დამატებითი პასუხისმგებლობა მოტივაციას უზრდის კი არა, პირიქით - ძაბავს და საკუთარი თავს შესაძლებელზე უარესად წარმოაჩენინებს. ამჯერად ბათუმში მომხდარი ტრაგედია არ აღმოჩნდა მიზეზი, რის გამოც მოთამაშეები საკუთარ თავზე მაღლა ახტებოდნენ.

უკანასკნელ ერთ თვეში საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა - დაგვიბრუნდენ წამყვანი ფეხბურთელები, ლეგიონერები უკეთეს ფორმასა და ხასიათზე ჩამოვიდნენ. თუმცა, ბერძნებთან დაპირისპირებაში იყო ეპიზოდები, როცა გვეგონა, რომ
თვალს კოსოვოსთან მატჩის მესამე ტაიმს ვადევნებდით - "ჯვაროსნებს" ნაკლები მონდომებოთა და ფანტაზიით.

ვილი სანიოლს წარმატების მიღწევა უფრო კონტრშეტევებზე, სწრაფი მოთამაშეების ხარჯზე წარმოედგინა, თუმცა ბერძნები ზონებს იდეალურთან მიახლოებულად კეტავდნენ - დაცვით ფაზაში კარგი თამაში მათ გუნდებს ყოველთვის ეხერხებოდათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ოთარ კიტეიშვილის არყოფნამ შუა ხაზში სერიოზულად დაგვასუსტა. გვიჭირს ისეთი მოთამაშე, რომელიც ბურთის კონტროლსაც მოახერხებს და გამუდმებით იმოძრავებს.

Sportall.Ge

არაერთხელ შეიქმნა ეპიზოდი, როცა მოწინააღმდეგემ თავისუფლად გადმოკვეთა მინდვრის ცენტრი და დაარტყა პოზიციიდან, საიდანაც მეტოქის საყრდენები ამის საშუალებას არ უნდა გაძლევდნენ!

კლუბის მდგომარეობის ნაკრებში ასახვა იოლი რომ არაა, გიორგი მიქაუტაძის მაგალითიც მოწმობს. საქართველოს ნაკრების მიერ ორგანიზებული შეტევების პირობებში, ის უბრალოდ იკარგება - ვერ იგებს საჰაერო ორთაბრძოლებს (მაშინ როცა ჩვენი შეტევების უმრავლესობა ჩაწოდებებით სრულდება), რამდენჯერმე დაკარგა ბურთი და პრესინგშიც (სხვა შემტევების მსგავსად) სათანადოდ ვერ ყოჩაღობდა.

Sportall.Ge

"სერენის" ფორვარდმა გოლის გატანა იცის და იმ რამდენიმე დღეში, როცა გუნდი ერთადაა, მისი ინტეგრაცია და სახიფათო კომბინაციების დამუშავება მაქსიმალურად უნდა მოხდეს.

ყოველთვის გამუდმებით იმაზე საუბარი, რომ თამაშის ორგანიზება უმნიშვნელოვანესია და მხოლოდ ცალკეულ ფეხბურთელების ტექნიკისა თუ სისწრაფის იმედად არ უნდა ვიყოთ, უკვე მოსაწყენი გახდა. ხვიჩა კვარაცხელია საყოველთაო ინტერესის ობიექტივშია და ბერძენთა თავკაცსაც კარგად ჰქონდა გააზრებული, მისი შეჩერება რა გზით უნდა ეცადა.

სანიოლის მატჩის შემდეგ კომენტარში თემურ ქეცბაიას რამდენიმე მოსაზრებების "ევროპულ თარგმანს" დაინახავდა კაცი -  მესის ხსენებითა თუ იმის თქმით, რომ მხოლოდ ტექნიკა და ნიჭი საკმარისი არაა. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები ახლა სხვა სტილის ფეხბურთის თამაშს ცდილობს ან უფრო სწორი ფორმულირება იქნება -  ამას პრაქტიკაში მხოლოდ მარტში, ფრანგი სპეციალისტის საწყის ნაბიჯებში  ვხედავდით.

სადღაც იმ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, ვლადიმირ ვაისის ინერცია ხომ არ იყო ის მატჩები, როცა ნაკრები შეთამაშებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ფაქტია, რეგრესი გვაქვს, ამას მთავარი მწვრთნელიც აღიარებს და ამ ეტაპზე, მიზნად სადებიუტო შეხვედრების დონეზე დაბრუნება განუძრახავს. ახლო წარსულის გამოკიდება კი არა, სანიოლს ბევრი რამის დამტკიცება თავიდან მოუწევს. დაველოდოთ კოსოვოში სტუმრობასაც...

Sportall.Ge

"ჯვაროსნების" დამრიგებელი სათამაშო პრაქტიკის მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა იმ პოზიციებზე, სადაც მეტ-ნაკლებად ალტერნატივა არსებობდა, მაინც ისეთ ფეხბურთელებს ეყრდნობა, რომელთაც ერთი სანაკრებო შეკრებიდან მეორემდე, ჯამში ერთი მატჩი არ უთამაშიათ (გიორბელიძესა და აბურჯანიაზე თავად ვილიმაც ისაუბრა).

ასე ვფლანგავთ კიდევ ერთ შესარჩევ ეტაპს და ისევ "ერთა ლიგიდან" ოცნებას განვაგრძობთ, თუმცა ასეთი თამაშითა და კვალიფიკაციით "C" დივიზიონიც რთულად დასაძლევი მოჩანს.

altსაქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

altსანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ

მკითხველის კომენტარები / 43 /
მგონი ბათუმის კლიმატი არ უხდებათ ამათ???
თენგო
10 ოქტომბერი 2021 21:07
1
საინტერესოა ფედერაცია პასუხიმგებლობას რა ფორმით აიღებს, პრობლემას როგორ ხედავს? თუ კოსოვოსთან მარცხს დაელოდება. სანიოლს რა უნდა მოთხოვო? გასაგებია რომ ამ დონეზე არ აქვს კომპეტენცია, მაგრამ კონტიგენტი არ ყავს, არც დონით, არც ფიზიკით, არც მონდომება-პროფესიონალიზმით და არც არაფრით, იგივემდგომარეობა და დონეა ასაკობრივებშიც, მარტო ეპიზოდური გაფართხალებები შეგვიძლია და მორჩა-წერტილი. ანალიზს,გარჩევებს და ნერვიულობას აზრი არც აქვს. ათეული წლებია ასე გრძელდება და დავიჯერო ასეთი უინტელექტო ხალხია ფეხბურთში ჩართული რომ ვერ ხვდებიან ძირეული ცვლილებების აუცილებლობას?, ფინანსები ბავშვთა ფეხბურთში გადამისამართდეს-უფასო სექციები და უცხოელი სპეციალისტების მოწვევა და რაიონებში გამწესება- ასე მესახება გამოსავალი და მომავალი....
გუსანი
10 ოქტომბერი 2021 20:49
0
აგერ დაბრუნდნენ ჩაკვეტაძე და კვარაცხელია და რა გააკეთეს?
თომა
10 ოქტომბერი 2021 20:36
2
ძნელად ბრაზდებიან
რაღაც უნდა მოვუფიქროთ, რომ მინდორზე შეშინებულები კი არ გამოვიდნენ,
არამედ გაბრაზებულები!!!
თენგო
10 ოქტომბერი 2021 20:32
0
Ar gindodaT Cxadadze da vinc tqven dagindot imis
yasabi
10 ოქტომბერი 2021 20:22
5
დაანებეთ ამ ხალხს თავი, თავის ჭიას ხო ახარებენ ბიჭები
ზურაბი
10 ოქტომბერი 2021 17:41
10
ფედერაცია კიარა ცხოვრების წესია შესაცვლელი რომელი ფედერაციის დროს დაფრინავდით ერთი 2002 წლის შემდეგ საბოლოოდ დასამარება ფეხბურთმა გაქრა ტექნიკაც ჯიგარიც იმპროვიზაციაც დააქედან გამომდინარე კლასიც და ხიბლიც რაც იყო ღირებული ყველაფერი მოვსპეთ გადავერთეთ პიარზე და დემაგოგიაზე ან რაშუაშია ჟიგული და მერსედესის შედარება გაფრინდაშვილს არ ყავდა მერსედესი არც ხარლამოვს არც ბლოხინს არც ყიფიანს მესხს მეტრეველს ჩიბურდანიძეს შენგელიას დაბევრსკიდე მაგრამ არაფლით ჩამოუვარდებოდენ თუარ აღემატებოდენ მაგ მერსედესიანებს დდ.სანეევი გამომჩა მართლა ლეგენდა კაცი.გონებიდან აღზრდიდან და შენი ეროვნული იდენტობიდან მოდის ყველაფერი.რაც სამწუხაროდ დავკარგეთ ჩვენ ისეთ ფეხბურთს როგორიც ბევრს გვახსოვს ვეღარ ვითამაშებთ ეგარი მწარე სიმართლე.
Zaza
10 ოქტომბერი 2021 17:40
1
წაგების მიზეზია ცენტრში არასაკმარისი კლასის ფეხბურთელები, ვაისი სწორად აყენებდა ოქრის და ვაკოს, კანკავას და აბურჯანიას საერთოდ არც გამოვიძახებდი. ისევ გიორგი მერებაშვილის თამაში ჯობდა ცენტრალურ ნახევარმცველად. გადახედეთ ვაისს დროინდელ მატჩებს ნაკრები საუკეთესო იყო როცა ჯანო ვაკო და ოქრი ფორმაში იყვნენ. თანამედროვე ფეხბურთში ფლანგების ჩაკეტვა ადვილია მითუმეტეს ჩვენისთანა ნაკრებისთვის. სანამ მინიმუმ ჯანოს კლასის ფეხბურთელი არ დაბრუნდება ნაკრებში გოლის გატანა სანატრელი გვექნება.
Semi
10 ოქტომბერი 2021 17:03
2
მიტომ წავაგეთ ბიძია რომ მწვრთნელი არ გვყავს, სად იგრძ|ნობოდა მომზადება, კომბინაცია და ა.შ. რაში მოემზადენ მაინტერესებს
foodboll
10 ოქტომბერი 2021 17:01
13
რატომ წავაგეთ და იმიტომ,რომ მოთამაშეები თამაშში ჯიგარს არ დებენ,ოფლს არ იდენენ,ზოგიერთს მათგანს თამაშის შემდეგ,რომ კითხოთ სადაა აბა ოფლი, გეტყვის მე ოფლი სართოდ არ ვიციო, სასაცილოა, სატირელი,რომ არ იყოს.
ლევანი
10 ოქტომბერი 2021 16:58
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული