როგორც ჩანს, ჩვენ ფეხბურთელებს დამატებითი პასუხისმგებლობა მოტივაციას უზრდის კი არა, პირიქით - ძაბავს და საკუთარი თავს შესაძლებელზე უარესად წარმოაჩენინებს. ამჯერად ბათუმში მომხდარი ტრაგედია არ აღმოჩნდა მიზეზი, რის გამოც მოთამაშეები საკუთარ თავზე მაღლა ახტებოდნენ.
უკანასკნელ ერთ თვეში საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა - დაგვიბრუნდენ წამყვანი ფეხბურთელები, ლეგიონერები უკეთეს ფორმასა და ხასიათზე ჩამოვიდნენ. თუმცა, ბერძნებთან დაპირისპირებაში იყო ეპიზოდები, როცა გვეგონა, რომ
ვილი სანიოლს წარმატების მიღწევა უფრო კონტრშეტევებზე, სწრაფი მოთამაშეების ხარჯზე წარმოედგინა, თუმცა ბერძნები ზონებს იდეალურთან მიახლოებულად კეტავდნენ - დაცვით ფაზაში კარგი თამაში მათ გუნდებს ყოველთვის ეხერხებოდათ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ოთარ კიტეიშვილის არყოფნამ შუა ხაზში სერიოზულად დაგვასუსტა. გვიჭირს ისეთი მოთამაშე, რომელიც ბურთის კონტროლსაც მოახერხებს და გამუდმებით იმოძრავებს.
არაერთხელ შეიქმნა ეპიზოდი, როცა მოწინააღმდეგემ თავისუფლად გადმოკვეთა მინდვრის ცენტრი და დაარტყა პოზიციიდან, საიდანაც მეტოქის საყრდენები ამის საშუალებას არ უნდა გაძლევდნენ!
კლუბის მდგომარეობის ნაკრებში ასახვა იოლი რომ არაა, გიორგი მიქაუტაძის მაგალითიც მოწმობს. საქართველოს ნაკრების მიერ ორგანიზებული შეტევების პირობებში, ის უბრალოდ იკარგება - ვერ იგებს საჰაერო ორთაბრძოლებს (მაშინ როცა ჩვენი შეტევების უმრავლესობა ჩაწოდებებით სრულდება), რამდენჯერმე დაკარგა ბურთი და პრესინგშიც (სხვა შემტევების მსგავსად) სათანადოდ ვერ ყოჩაღობდა.
"სერენის" ფორვარდმა გოლის გატანა იცის და იმ რამდენიმე დღეში, როცა გუნდი ერთადაა, მისი ინტეგრაცია და სახიფათო კომბინაციების დამუშავება მაქსიმალურად უნდა მოხდეს.
ყოველთვის გამუდმებით იმაზე საუბარი, რომ თამაშის ორგანიზება უმნიშვნელოვანესია და მხოლოდ ცალკეულ ფეხბურთელების ტექნიკისა თუ სისწრაფის იმედად არ უნდა ვიყოთ, უკვე მოსაწყენი გახდა. ხვიჩა კვარაცხელია საყოველთაო ინტერესის ობიექტივშია და ბერძენთა თავკაცსაც კარგად ჰქონდა გააზრებული, მისი შეჩერება რა გზით უნდა ეცადა.
სანიოლის მატჩის შემდეგ კომენტარში თემურ ქეცბაიას რამდენიმე მოსაზრებების "ევროპულ თარგმანს" დაინახავდა კაცი - მესის ხსენებითა თუ იმის თქმით, რომ მხოლოდ ტექნიკა და ნიჭი საკმარისი არაა. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები ახლა სხვა სტილის ფეხბურთის თამაშს ცდილობს ან უფრო სწორი ფორმულირება იქნება - ამას პრაქტიკაში მხოლოდ მარტში, ფრანგი სპეციალისტის საწყის ნაბიჯებში ვხედავდით.
სადღაც იმ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, ვლადიმირ ვაისის ინერცია ხომ არ იყო ის მატჩები, როცა ნაკრები შეთამაშებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ფაქტია, რეგრესი გვაქვს, ამას მთავარი მწვრთნელიც აღიარებს და ამ ეტაპზე, მიზნად სადებიუტო შეხვედრების დონეზე დაბრუნება განუძრახავს. ახლო წარსულის გამოკიდება კი არა, სანიოლს ბევრი რამის დამტკიცება თავიდან მოუწევს. დაველოდოთ კოსოვოში სტუმრობასაც...
"ჯვაროსნების" დამრიგებელი სათამაშო პრაქტიკის მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა იმ პოზიციებზე, სადაც მეტ-ნაკლებად ალტერნატივა არსებობდა, მაინც ისეთ ფეხბურთელებს ეყრდნობა, რომელთაც ერთი სანაკრებო შეკრებიდან მეორემდე, ჯამში ერთი მატჩი არ უთამაშიათ (გიორბელიძესა და აბურჯანიაზე თავად ვილიმაც ისაუბრა).
ასე ვფლანგავთ კიდევ ერთ შესარჩევ ეტაპს და ისევ "ერთა ლიგიდან" ოცნებას განვაგრძობთ, თუმცა ასეთი თამაშითა და კვალიფიკაციით "C" დივიზიონიც რთულად დასაძლევი მოჩანს.
საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]
სანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ
თქვენ კოვიდპოლიტიკა არ განიხილეთ და ამას განიხილავთ? რაც ხდება ვიღაცის ინტერესშია და მითუმეტეს ამას მაინც არ განიხილავთ. ფეხბურთელები ნაკრებში დგას იმ უნარში, რომ ვერც ერთი მათგანი 1980 წლის დინამოს დუბლებში ვერც ერთ ფეხბურთელს ვერ ამოაგდებდა და რა ფეხბურთზეა საუბარი. სანიოლი კი არა უკდავების წყარო, რომ ასვათ ამ სხეულში ისინი ფეხბურთს ვერ ითამაშებენ სანაკრებო დონეზე. გიხაროდეთ!