"აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ..." - ლევან სალუქვაძე ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

AutoSharing Option
სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონში" საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა, მან საუბარი ხუმრობით დაიწყო...

"89-ე წუთზე ჩამეძინა არ ვიცი მერე რა მოხდა... რაც იქამდე ვნახე შედეგს არაუშავდა. მერე არც ვიცი და არც მაინტერესებს, რადგან ბოლო წუთები არ გვიყვარს ხოლმე, რამე არ მომხდარიყო იქ ცუდი, ამიტომ დაველოდები კოსოვოსთან მატჩს.

სადამდეც ვუყურე ბერძნები გვჯობდნენ და ყოჩაღ, რომ გავძელით... მოკლედ, აღარ მინდა ნერვერბის აშლა, ისედაც იმ ქალაქში რამდენი სანერვიულო გვქონდა...

სიმ
ართლე გითხრათ, შეგუებულიც ვიყავი. მე ვთქვი უკვე, რომ როგორც ვატყობ, არანაირი აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ განვითარების 10-წლიანი ან რამდენიმეწლიანი გეგმა არ გვექნება შემუშავებული.

დღეს ნაკრებში ის ვარსკვლავები ვინც გვყავს, მათზე ძლიერი ვარსკვლავებიც გვყოლია და შედეგი არ გვქონია.

ამიტომ ახლა ვინმეს კი არ ვაკნინებთ ან რაიმე მსგავსი, საქმე უბრალოდ სისტემაშია. ვერ დარბიან, არ დარბიან თუ რაც ხდება, ეს ყველაფერი ხდება აქ.

განა არ უნდათ?! უბრალოდ, ბავშვობიდანვე არასწორად არიან გაზრდილები და მაგალითად, ბევრმა ჩვენმა ფეხბურთელმა არ იცის ბევრი ელემენტარული რამ, რაც იცის ნორვეგიელმა, ისლანდიელმა და ა.შ...

მაგალითად, იმ ფეხბურთელებმა ჩვენებისგან განსხვავებით იციან, რომ ბურთი აუტზე გადადის, მაგრამ ვერ ეწევი მაინც გარბიან... ბურთი, რომ ცენტრის იქით გადავარდება და აუცილებლად ჩანს, რომ მეკარე ბურთს ხელში დაიჭერს, მიირბენენ მეკარესთან და მოდიან უკან...

აი, არის ასეთი ნიუანსები... ახლა გაბრაზდება ბევრი შენ რა იცი, რას პროფესორობო... ჰო და, ვინც იცით, იმათ გააკეთეთ და ჩვენ კომენტარებს გავაკეთებთ.

არა მაქვს პრეტენზია, რომ ვინმეზე მეტი ვიცი, მაგრამ ჰომ ყველა კარგად ვხედავთ რაც ხდება", - თქვა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 53 /
უვცოელი მწვრთნელი იმიტომ მოყავთ,რომ ჩვენი ტრიპაჩა ფეხბურთელებისთვის ქართველი მწვრთნელები ავტორიტწტს არ წარმოადგენენ,ხოლო ქართველი მწვრთნელები ჩვენი ნაკრების "ვარსკვლავ" ფეხბურთელებს შენიშვნას ვერ მისცემენ,ვერ დატუქსავენ. რაც ვართ ყველა სფეროში ერთი და იგივე სიტუაციაა!
ზურა
12 ოქტომბერი 2021 08:18
0
ხოდა ჩაკვეტაძე რომ გამოეკიდა აუტში გადასულ ბურთს ზუსტად მაშინ მიიღო ის უაზრო და მძიმე ტგრავმა იმიტომ რომ თანნაგუნდელი 2 ნომერიც გამოეკიდა და ერთმანეთს დაეჯახნენ და იმ 2 ნომერი ვირის მუხლი უფრო ძლიერი გამოდგა @ კარგად მახსოვს ეგ მომენტი ან რა დამავიწყებს ასეთი ტალანტის დამღუპველი მძიმე ტრავმის მომენტს ((((
ზურა222
11 ოქტომბერი 2021 22:56
2
უცხოელი მწვრთნელები ნაკრებში, მხოლოდ ხარჯია!!! ერთადერთი დასამახსოვრებელი მოგება შუშაკის დროს გვაქვს... ბულგარეთი, უელსი, შოტლანდია, პოლონეთი, უნგრეთი... ლიეტუვა, ხორვატია, ჩვენი მწვრთნელების დროს დავამარცხეთ. ალბანეთზე, ფარერებზე... და გიბრალტარზე აღარაფერს ვამბობ.... დავფიქრდეთ ამაზე!!!
tngh
11 ოქტომბერი 2021 15:37
0
ანუ ადრე ქეცბაიას ბრალი იყო და ახლა არავის ბრალი არაა? ქოცური ნარატივი
1234
11 ოქტომბერი 2021 15:14
9
60 წელია ფეხბურთს ვუყურებ და ასეთი შეუთამაშებელი გუნდი არ მინახავს (არც ჩვენი და არც სხვისი). 10 ფეხბურთელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თამაშობდა. ტაქტიკა საერთოდ არ არსებობდა. ან ის რა იყო ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ერთმანეთისგან 5 მეტრში რომ ათამაშეს. ჩვენ თვითონ ჩავკეტეთ სივრცეები. საერთოდ არ ჩანდა მწვრთნელის ნააზრები (არა, ალბათ უთხრა დღეს 4-2-3-1-ს ვთამაშობთო და თქვენ იცითო). სხვა, უკეთ განსწავლული მწვრთნელის ხელში იგივე გუნდი უკეთ ითამაშებდა. ეს უნდა ვაღიაროთ.
გიორგი
11 ოქტომბერი 2021 12:45
1
უაპსუხისმგებლობის აღლუმია. გადასახადის გადამხდელების მილიონებზე პასუხისმგებლობის ღება რო ელემენტარულად აუცილებელია ამას უბრალოდ ვერ მიხვდება ფედერაციის ხელმძღვანელობა, იმიტო რო ცხოვრებაში ბოლოს წიგნი როდის წაიკითხეს არც ახსოვთ. გაუნათლებელი და სამარცხვინო "ლიდერშიპი"... რაც ქვეყანაში ხდება ის ხდება ფეხბურთშიც
ID
11 ოქტომბერი 2021 12:02
3
ლევან სალუქვაძეს და მაგის ნაირ ჟურნალისტ-საქმოსნებს დიდი როლი მიუძღვით ამ მდგომარეობაში მისვლამდე.
ყოველთვის ყველაფერი მწვრთვნელის ბრაი იყო ყოველთვის ფეხბურთელებს არ ათამაშებდა მომგებიანი ტაქტიკით. არადა არ მოწონდა მაგის ლობირებულ უსაქმურებს რო არ ათამაშებდნენ.
რა სპორტული ჟულნალისტებიც არიან ის ფეხბურთი გვაქვს..................
me
11 ოქტომბერი 2021 11:56
2

რად უნდა ამდენი ფილოსოფია.კვერკველია და ვაკო გაგვისუქდა,ოქრიაშვილი დაიკარგა,ჩაკვე და ხვიჩა ახლა ადგნენ ლოგინიდან,ნავალოვსკი დაგვიბერდა და გიორბელიძე გამოჩნდა და ისევ დრედენის სკამზე ჩაიკარგა.და ა.შ.
კიდე რამდენი ჩამოვთვალო ფეხბურთს რო უნდა თამაშობდნენ ახლა და სტადიონის მაგიერ რესტორნებში ვხედავთ.ჭანტურია,მჭედლიძე და ა.შ.
და ვინ უნდა ითამაშოს ფეხბურთი,მე?(მამაჩემი თუ გამომიშვებს ბაზ.არაა)
Levani
11 ოქტომბერი 2021 11:52
1
თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ ბევრი გულანთებული ახალგაზრდაა, ვისაც უნდა და შეუძლია თამაში, და მოედანზე დადებს ყველაფერს, ოღონდ ნაკრებში დაუძახონ, მაგრამ ეტყობა არ იცით, რა პრინციპით იძახებენ თუნდაც ასაკობრივებში, ვინც თამაშობს, ნახევარზე მეტს არ იცნობენ და შანსს არ აძლევენ, მხოლოდ 1-2 აკადემიის ბავშვებს ეძახიან და უყურონ მაშინ ამ ერთიდაიგივე ხალხს, შევაბერდით ერთმანეთს ამდენი წელია...
123
11 ოქტომბერი 2021 15:52
2
ვიღაცეები წერენ, ქართული ფეხბურთი საამაყო წარსულითო, ახლა განადგურდაო და ა.შ. ძალიან ეშლებათ. ის იყო საბჭოთა კავშირში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები. თბილისის "დინამო" იყო საქართველოს ნაკრები და თამაშობდა ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატზე. ანუ, მუდმივად, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ ერთად, შეთამაშებულები, ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ და მწვრთნელის დავალებებსაც კარგად ასრულებდნენ. ახლანდელი საქართველოს ნაკრები შედგება სახვადასხვა კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებისაგან, რომლებიც წლის განმავლობაში 5-6-ჯერ, 4-5 დღით ხვდებიან ერთმანეთს და იმას ფიქრობენ, ტრავმა არ მიიღონ, რომ კლუბიდან არ ამოვარდნენ. ეს იმიტომ დავწერე, რომ მაშინდელი და ახლანელი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია და შედარება სრული აბსურდია. ის, რომ ბოლომდე არ იხარჯებიან და თავს უფრთხილდებიან, ეგ არხეინობის და არაპროფესიონალიზმის ბრალია. მაგას ფედერაცია და ნაკრების პრეზიდენტი ვერ გამოასწორებს. ძალიან მეეჭვება, ბრაზილიასა და არგენტინაში ფედერაციის პრეზიდენტს ბევრი იცნობდეს.
თემო
11 ოქტომბერი 2021 11:25
0
ლევან სალუქვაძე გამარჯობა, თქვენს ერთერთ გადაცემაში რამოდენიმეჯერ იყო ნახსენები ვართ თუ არა დღეს საფეხბურთო ქვეყანა. ამ ეტაპზე არ ვართ ! ვიყავით ერთ დროს, როდესაც უამრავი ბავშვი იყო ჩართული ამ სპორტის სახეობაში, დღეს კი ფეხბურთში ჩართულია თავის პროფ.ფეხბურთელიან, მოყვარულიან, ქალიან ბავშვიანად 20,000 ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 0.5 % ია, ხოლო თუ გვინდა ვიყოთ საფეხბურთო ქვეყანა, მინიმუმ 3-5% უნდა იყოს ჩართული ამ სპორტის სახეობაში, რაც 60,000-100,000 სპორტსმენს ითვლის. როდესაც ამ ნიშნულზე ავალთ, ამის შემდეგ შეიძლება რაიმე წარმატებაზე ფიქრი. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს და ევროპის არცერთ ჩემპიონატზე გასულა ევროპული ნაკრები, რომელ ქვეყანასაც ანალოგიური მაჩვენებელი არ ქონდა. ასე რომ უნდა ვიზრუნოთ შევქმანთ ისეთი პირობები ფეხბურთშიი, რაც შეიLძება მეტი მოზარდი დაკავდეს, მასობრიობაში მოდის მერე ბევრი ნიჭიერი ბავშვი.
DAVE
11 ოქტომბერი 2021 11:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული