რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ბათუმში მარცხისთვის რევანში აიღო.

საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კანკავა, აბურჯანია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ და კოსოვოსთან უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდაა დემორალიზებული თუ არა ჩვენი გუნდი.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და რაშიცას გოლის გატანა ლორიამ არ დაანება, შემდეგ კი მეტოქის მეკარის კურიოზული შეცდომით ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში „ჯვაროსნებს“ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი გიორბელიძემ არაზუსტად დაარტყა. თამაში თანდათან გათანაბრდა, საქართველოს ნაკრებმა
ბურთიც დაიჭირა, პრესინგსაც მიმართეს. კარგად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი. ტაიმის დასასრულს კოსოვოელებმა შემოგვიტიეს. ჯერ ცარიელი კარიდან ბურთი გიორბელიძემ გამოიტანა, ხოლო 45-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ საკუთარ საჯარიმოში კვარაცხელიამ მეტოქე წააქცია, პენალტი დანიშნა და მურიქიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოსოვოელები უპირატესობას ფლობდნენ. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე ასვლა უჭირდა, თუმცა სადღაც მე-60 წუთისთვის თამაში ისევ გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც გაამართლა კიდეც - აზაროვის პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა მურიჩის კარი. მერე ლობჟანიძის დარტყმული რაჰმანიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 90-ეზე სელმანიმ გასატანი ვერ გაიტანა და გავიმარჯვეთ.

11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს.

პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ), 1:2 დავითაშვილი (82)

კოსოვო: მურიჩი, ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი (სელმანი 86), ალიმი (ლოშაი 74), დრეშევიჩი, სელინა (მუსლია 86), რაშანი (ლ. კასტრატი 59) , რაშიცა (ბიტიკი 74), მურიქი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი 80), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე (მამუჩაშვილი 90), წიტაიშვილი (ჩაბრაძე 72), კვარაცხელია (დავითაშვილი 72), ოქრიაშვილი (ქვილითაია 72)

მკითხველის კომენტარები / 111 /
ეჰ ძალიან უღირსები ვართ ძმაო.ჰიმნის დროს ხომ ნახეთ რ კარგად ხმაურობდნენ მეტის ღირსები ვართ.კოსოვო არა იხვის ტოლმა,კოსოვო როგორც ქვეყანა არ არსებობს დ აარც არსებობდა ცუდია რომ ღირსება არ გვაქვს რაის აფხაზეთი და სამაცაბლო ეჰ...
გეგი
13 ოქტომბერი 2021 02:45
13
ალბანელები რა დღეში არიან სპორტის მინისტრის გადადგომას ითხოვენ საქართველოსთან წაგების გულზე, ღორის ტილი ხელზე დაისვიო სადღაც აგაცოცდებაო ... ჯერ ხო ჰიმნს უსტვინეს , და ეხლა ისეთი ამბავი აქვთ ატეხილი იხევენ ყველაფერს. გრანდი არიან იმენა, კოსოვო - პატარა ალბანია თუ ამხელა გრანდია მაშინ ნამდვილი "დიდი" ალბანია იქნება ალბათ ცალი ფეხით არ იკადრებენ ჩვენთან თამაშს. ) ადრე თბილისში ალბანეთს რომ მოვუგეთ მერე ჩვენებმა "ალბანელების ცრემლების" გაყიდვა დაიწყეს ღადაობდნენ ინტერნეტში და მგონი კაი იქნება ეგ ბოთლები დააბრუნეთ გაყიდვაში
Ok
13 ოქტომბერი 2021 02:20
1
შესანიშნავი მატჩი იყო.გამოვარჩევდი მეკარეს მაგრამ არა ჩვენს.
დიმა
13 ოქტომბერი 2021 02:17
14
პირველ რიგში გილოცავთ მოგებას. შემოვედი კომენტარების წასაკითხად, მგონია გულშეატკივარი რამე ანალიზს დადებს თამაშისას და მეც მათგან რაიმე ცოდნას მივიღებ, ვხედავ მხოლოდ კვარაცხელიას თმებზე საუბრობენ. აი რა დავარქვა ამას?
კვარამ საუკეთესო თამაში ვერ ჩაატარა დღეს ნამდვილად და ფორმაში არ არის. არასტაბილური თამაში არაა გასაკვირი, ასე ნუ ატრაგიკულებთ მის დროებით უფორმობას.
მის გარეგნობაზე საუბარს შეეშვით და დაუტოვეთ ადამიანს უფლება თავისი თმის სიგრძე თავად გადაწყვიტოს.
ამის თქმა და ახსნა რომ მიწევს მაგრად მიტყდება, მაგრამ ყოველი მეორე კომენტარი ამაზეა და წესით თავად უნდა უტყდებოდეთ ავტორებს.
მიხარია რომ მოვიგეთ, რადგან მაინც კვარა არის მთავარი თემა, ვიტყვი, რომ მას ჭირდება ძლიერი მენტალიტეტი და ჯანმრთელობა. ჩემი აზრით ფსიქოლოგიურად არ არის ეგ ბიჭი ძლიერი. გარე ფაქტორები მასზე მოქმედებს, ეგ ბავშვობიდან უნდა ჩაუნერგო ფეხბურთელს, ჯერ კიდე ძალიან ახალგაზრდაა და მგონია, რომ ამ ყველაფერს გადალახავს.
Herbst
13 ოქტომბერი 2021 01:51
2
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, 9 წლის გაუმარჯვებლებს, მითუმეტეს... და მაინც, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ეს იყო ყველაზე ალოგიკური გამარჯვება ჩვენი ნაკრების ისტორიაში, ვფიქრობ, ესპანეთთან ამხანაგურში გამარჯვებაზე ალოგიკურიც კი... პრინციპში, ჩვენც და დანარჩენ მსოფლიოსაც სწორედ ამიტომ გვიყვარს ფეხბურთი გამორჩეულად... და თუ ღმერთი გწამთ (ნუ, თუ არ გწამთ, მაინც), იქნებ, შეეშვათ ხვიჩას დაბულინგებას - რომ ათამაშდება (არადა, აუცილებლად ათამაშდება), ხომ შეგრცხვებათ?!... ბიჭს ახლა უნდა გვერდში დგომა და გამხნევება, ზოგიერთი თქვენგანი კი, ღვარძლიან რუს ჟურნალისტს რომ შეშურდება, ისეთს ქილიკობს... გაიხსენეთ, ბერძნებს რომ გაუთანაბრა და ბურთიანად ცენტრისკენ როგორ გამოიქცა - ასეთი ბევრი ქართველის შესრულებით გახსოვთ?!...
ვოოტ
13 ოქტომბერი 2021 01:43
5
ბევრი ტროლია ისე აქ, ოსები და ვიღაცეები ვინც ქართული იციან ემსახურებიან რუსებს
!
13 ოქტომბერი 2021 02:24
13
ზუსტად მაგას ვამბობ, რუსებზე უარესს უკეთებენ კვარას ქართველები. მომენტს არ უშვებენ რაიმე ცუდი არ თქვან, არ დააბულინგონ. სახეზეც და მანერებზეც ეტყობა ბიჭს რომ არ არის კარგ მდგომარეობაში და იქნებ მივხვდეთ და თუ გვკიდია და არ ვამხნევებთ, ეგეთი უაზრობები მაინც არ დავუწეროთ.
ყველამ ხო იცის რაც შეუძლია, ერთ თვეში თამაში არ ავიწყდებათ ასეთ ტალანტებს.
Herbst
13 ოქტომბერი 2021 02:15
1
Xvვიჩა უბრალოდ ხასიათზე არაა ნუ გეშინიათ ნურაფრის , კარგად მოიქცევით იქნებით ღირსები და გაიტანს თუ არადა რა ჯოგიც ხართ იმ ჯოგად დარჩებით დავაი ყანაში
Nagli ?
13 ოქტომბერი 2021 01:43
13
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს არ უყურებდა ამ თამაშს უმრავლესობა,ვინც კომენტარებს დებს.ვინმეს მოგეწონათ ნაკრების თამაში? ან ვის რას ულოცავთ? ეს რომ ყოფილიყო( როგორც ჩრ.მაკედონიასთან) თამაში გადამწყვეტი პლეი ოფი და მხოლოდ შედეგზე ყოფილიყო აქცენტი კიდევ ხო. მაგრამ როდესაც გუნდი ვერ დარბის, უკან უამრავ პასს აკეთებს ,კარში ვერ ურტყამს და მოწინააღმდეგის მეკარის ბავშვური შეცდომის ხარჯზე იგებ, ეს მოგწონთ? კი ბატონო, იხარეთ და იბედნიერეთ!
დავით 67
13 ოქტომბერი 2021 01:40
23
დავით 67 - ს!როგორც ყოველთვის სწორი ხარ! სამარცხვინოები არიან თავის ფედერაციანად
გიორგი
14 ოქტომბერი 2021 05:41
1
მაგარი ბავშვური ხალხი ვართ. ერთი მცირე შემთხვევითი წარმატება და ავმჩატდებით და ეგრევე გვავიწყდება სინამდვილეში რა ცუდად არის საქმე. ანალიზისთვის არც ჭკუა გვყოფნის არც განათლება.
Odala
13 ოქტომბერი 2021 10:32
1
მთელი თამაში გვჯობნიდა მეტოქე. კოსოვოს დონის გუნდთან მეორე ნომრად ვითამაშეთ, რა გიხარიათ ხალხო? ან რაიმე დადებითი მაინც თუ დაინახეთ ჩვენ თამაშში. მე იმ გუნდურობის ანარეკლიც ვეღარ ვნახე რაც ვაისის დროს მეტ ნაკლებად იგრძნობოდა. დაახლოებით ისევ იმ ბანდა აბდაუბდა ფეხბურთს ვთამაშობდით, დარსაძის ხელში რომ იყო გუნდი. ქეცბაიმ რომ დაალაგა დაცვა, მას მერე არ მახსოვს ესეთი არეული, ქაოტური თამაში. მომენტი ვერ შევქმენით 80-ე წუთწმდე, რა გვიხარია. პირბელი გოლი მეკარე გვაჩუქა. მწორე ქაოტურად, ალოფიკურად გავიტანეთ. არ ვიცი რის საფუძველზე რას ზეიმონთ. თანაც კოსოვოს მოვუგეთ და არა რაიმე საშუალო დონის გუნდს
რა გვიხარია?!
13 ოქტომბერი 2021 01:40
17
გამრჯვება კარგია მაგრამ სტატისტიკა რომ ვნახე გოლების გარდა ყველაფერში გვაჯობეს ისე წინა თამაშებთან შედარებით უფრო მოინდომეს
გ.გ.
13 ოქტომბერი 2021 01:35
1
ამიტომ არის საჭირო კომენტარების არ დაბლოკვა, ეტყობა რაც გადარჩა ის წაიკითხეს და გაინძრნენ, სპორტული კომენტარი ყველა უნდა გავიდეს, ეს დაუწერელი კანონიაა. თამაში კი წინებს ჯობდა ოღონდ ზოგი ზედმეტად პრანჭიაა, ვაჟკაცებია ყველა სპორტში საჭირო, ვაჟკაცებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
kaxa
13 ოქტომბერი 2021 01:31
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული