შვედების მწვრთნელი: მომენტები ვერ გამოვიყენეთ და გაგიმართლათ

AutoSharing Option
ბათუმში საქართველოს ნაკრებთან 0:2 დამარცხების შემდეგ შვედეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი იანე ანდერსონი მთლად კარგ ხასიათზე  ვერ იყო და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. როდესაც შენ ვერ გაიტან, იქით მიიღებ გოლს. თქვენმა გუნდმა ინდივიდუალური მოქმედების ხარჯზე გაიტანა და გაიმარჯვა. ვულოცავ. გაგიმართლათ კიდეც.

თქვენი გუნდიდან ვის გამოვარჩევ? ახლა ამაზე კი არა, ესპანეთთან მომავალ შეხვედრაზე ვფიქრობ და უკეთ თამაშის იმედი მაქვს. ადრე ვთქვი, რომ ტექნიკური ფეხბურთელები გყავთ".

მკითხველის კომენტარები / 21 /
ეეე ჰოთდოგჭამია - პირველ თამაშში შენს გუნდს არ გაუმართლა? - ახლა ჩვენი დრო იყო!
ვაჟა მასწავლებელი
12 ნოემბერი 2021 16:39
1
ნორმალური ჰოთდოგი მაინც აჭამეს ამ კაცს?
Master
12 ნოემბერი 2021 11:59
1
მაკედონისთან მარცხი და ევროპის ჩემპიონატზე ვერ გასვლა უშუალოდ მათი ბრალია, ვინც მაყურებლების დასწრება აკრძალა
საბა
12 ნოემბერი 2021 10:53
1
ამან რაც გინდა ის თქვას აწი,მთავარია ტაბლო.არ შემიძლია არ ავღნიშნო გურამ კაშია.სუპერ პროფესიონალია.ძაან მაგარია მოკლედ.
კახა ქ.
12 ნოემბერი 2021 08:52
0
რამხელა წარმოდგენა ჰქონია საკუთარ თავზე.
ტოროს დუმპ
12 ნოემბერი 2021 08:50
0
სულ ეგრე გაგვმართლებოდეს!!
buba
12 ნოემბერი 2021 07:36
0
დაუშვათ და გავიმართლა, ისე ერთხელ ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს!! თამაშობს თუ ვერ თამაშობს ნაკრები, ფაქტია რომ არ გამართლება გაცილები მეტია ხოლმე, ვიდრე გამართლება...
buba
12 ნოემბერი 2021 07:35
0
ვაისის დროს 5 წელი არ გაგვმართლებია. ბევრია კიდევ დასახვეწი, მაგრამ ვილის უნდა ვაცადოთ.
12 ნოემბერი 2021 01:14
0
მართალია ეს კაცი, ზიგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ შვედებს აკრძალული ქონდათ ბურთის გატანა, განსაკუთრებით თამაშის შუაწელში...
გაგვიმართლა, აბა არ გაგვიმართლა? შვედეთი, რომ გუნდს არა გავდა, ეგეც ჩვენი დამსახურებაა? სიმართლე თვალის სინათლეო ვიყოთ სამართლიანები.....
კ ო მ ბ ლ ე
12 ნოემბერი 2021 00:58
37
ბოღმა! სახეც შესაფერისი აქვს
იდალგო
12 ნოემბერი 2021 00:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული