საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშების მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ივნისში ოთხ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის 24 მაისიდან თბილისში შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს; 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს; ივნისის ბოლო შეხვედრა 12 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თბილისში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია | 20:00

26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45

GFF
მკითხველის კომენტარები / 39 /
ბერიძე რატომ არ გამოიძახა!? მშვენიერი სეზონი ჩაატარა კაცმა უნგრეთში ზივზივაძესთან ერთად!
მწვრთვნელი
19 მაისი 2022 17:03
0
არ ვიქნები ორიგინალური და ბერიძე ნამდვილად უნდა ყოფილიყო,მაგრამ ვფიქრობ ვიღაცის მაგივრად პირველი მაგას დაუძახებს,ალთუნაშვილი უნდა გამოეძახა თუ ჯაბას შემცვლელს ვეძებთ მაგ ბიჭის ნაკრებიდან ასე შორს ყოფნა არ შეიძლება,
მირო
19 მაისი 2022 17:23
1
ალთუნაშვილზე გეთანხმები. იმის ფონზე , რა მდგომარეობაც გვაქვს ცენტრში - ეგ ბიჭი შანსს ნამდვილად იმსახურებს. ძაან მომწონს მისი თამაშის სტილიც და მოედნის ხედვა
ხომ ერა
19 მაისი 2022 17:32
1
ვინც ყაზაიშვილს ლობირებს ნაკრებში აღარ მობეზრდა მოძუნძულე ჩამრგვალებული კაცის ყურება მოედანზე?აღარც უნდა და აღარც შეუძლია,ძალაზე ხართ,ჩვენ რაღას გვერჩით,რატომ გვიშლით ნერვებს?ბერიძე 10 თავით ჯობია.ან ერთ ადგილზე მოტრიალე და უკან პასის ოსტატი ოქრიაშვილი რად გინდათ?დამთავრდა მაგათი ფეხბურთი რით ვერ გაგეთ.
ნუკრი
19 მაისი 2022 18:37
8
ოქრიაშვილის, ერთი ჩაგდებული თამაში მითხარი ნაკრებში?! კვარას შემდეგ, ტიპი საუკეთესოა!!!
გუკა
20 მაისი 2022 04:31
3
ამ გიორგი ბერიძეს რას ერჩიან. ზოგ გამოძახებულზე მეტად ეკუთვნის სიაში ყოფნა
გიორგი კაჭკაჭიშვილი
19 მაისი 2022 17:01
0
ბერიძე და მიქელთაძე იმსახურებენ ნაკრებში თამაშს
დიმა
19 მაისი 2022 18:31
2
რა ჩაკვეტაძე?? ბერიძე,რომელსაც პროდუქტიული სეზონი ჰქონდა უნგრეთში და კარგ ფორმაშია,ის არ გამოიძახა და ჩაკვეტაძეს იძახებს?? ან სადაც მექვაბიშვილი და მამუჩაშვილია გამოძახებული იქ ალთუნაშვილი რატომ არაა? ის უფროა საყრდენი ნახევარმცველი ვიდრე დანარჩენი 2 და უფრო გვიჭირს ამ პოზიციაზე. ან ეს ყაზაიშვილი რით ვერ დასრულდა? ამოწურა ამ ადამიანმა საკუთარი თავი უკვე,ვეღარ იღებს სიამოვნებას ფეხბურთით და აღარც იკლავს დიდად თამაშით თავს არც კორეაში და აღარც ნაკრებში და იყოს სამხრეთ კორეაში,რაღას იძახებთ? აღარაა მოედანზე მოსიარულე ხალხის დრო ნაკრებში,მითუმეტეს შეტევაში..
მეზღვაური
19 მაისი 2022 16:49
10
ხშირად არ ვუყურებ საქართველოს ჩემპიონატს და ნამდვილად ვერ ვიტყვი ადგილობრივები ვინ შეიძლებოდა გამოეძახებინა , თუმცა შარშანდელიდან მოყოლებული მამუჩაშვილის გვარი სულ მესმის და ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი იყო ბათუმის წარმატების . ასევე შემიძლია ვთქვა ბერიძეზე , ეს ბიჭი სულ თამაშობს თავის კლუბში და ერთ-ერთი საუკეთესოა და არც ნაკრებში არაფერი გაუფუჭებია როცა იყო და ნამდვილად იმსახურებს გამოძახებას . გვილია , ქვილითაია, ოქრიაშვილი , დვალი- პენსიამდე რომ საერთოდ არ მოუწიოთ თამაში , მაინც სულ უნდა იყვნენ გამოძახებულთა სიაში ?
ATP 16
19 მაისი 2022 18:59
3
თავის საქმე თვითონ იცის,მაგრამ ერთი შეხედვით,აშკარაა რომ ზოგ-ზოგიერთი ფეხბურთელი აშკარა პროტექციითაა ნაკრებში მოხვედრილი(არ მინდა შეგნებულად რომ ჩამოვთვალო და აშკარა უსამართლობით არ არის ნაკრებში რამოდენიმე,თავის ადგილზე ნამდვილად უკეთესი მოთამაშე) ასეთი რამ,მარტო ჩვენთან ხდება.
კახა ქ.
19 მაისი 2022 18:44
3
მადლობა სანიოლს გიორგი ჩაკვეტაძის გამოძახებისათვის.
777
19 მაისი 2022 16:46
5
ფლამარიონი და ბერიძე გამოეძახა
ალეკსანდრე
19 მაისი 2022 17:49
2
ფლამარიონი ჯერ არ შეუძლიათ ნოემბრამდე უფლება არააქვთ
ლუკა
19 მაისი 2022 18:42
0
ფლამარიონი როგორ უნდა გამოეძახებინა, ჯერ არაა საქართველოს მოქალაქე.
Jaba
19 მაისი 2022 18:49
3

სიახლეები პოპულარული