კილიანს არ დაუსახელებია, თუ სად გააგრძელებს კარიერას, თუმცა ევროპული წამყვანი გამოცემების ცნობით, მბაპე "რეალს" შეუერთდება და 25 წლის შემტევმა "სამეფო კლუბთან" პირადი კონტრაქტი უკვე გააფორმა.
ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამ ტრანსფერის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს:
"მბაპეს არასდროს სურდა, რომ კარიერა პრემიერლიგაში გაეგრძელებინა. გასულ ზაფხულს კილიანმა საუდის არაბეთიდან მიიღო შემოთავაზება, სადაც ყოველწლიურად ხელფასის სახით 200 მილიონ ევროს მიიღებდა, ფრანგმა წინადადება იუარა,
ბოლო ინფორმაციით, "რეალი" მბაპეს შეძენას ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაადასტურებს, ამ ტურნირზე "სამეფო კლუბი" "დორტმუნდს" 1-ელ ივნისს დაუპირისპირდება.