ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ბულგარეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იასინ პეტროვმა ისაუბრა:
"ჩვენს ორ ფეხბურთელს პრობლემა აქვს. დღეს ვნახავთ, რამდენი ხანი დასჭირდება მათ აღდგენას. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ტრავმა არავის მიუღია. გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც უკანასკნელ ხანს თავიანთ გუნდებში არ უთამაშიათ და ნებისმიერ შემთხვევაში ცვლილებებს განვახორციელებთ, რათა ჩვენს ხელთ არსებული კადრები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
საქართველოს ნაკრებს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. ვიცით, ეს სულ სხვა ბრძოლა იქნება. სიტუაცია სათანადოდ შევისწავლეთ და იმედი გვაქვს, რომ ხვალ რეალიზაციას გაცილებით უკეთ მოვახერხებთ, ვიდრე ჩრდილოეთ
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბორისლავ მიხაილოვს შევხვდით, ვისადილეთ, ფეხბურთზე ვისაუბრეთ. მას ყველა ჩვენთაგანთან შეხვედრის უფლება აქვს. არ მაინტერესებს, რას წერენ პრესა და საიტები. წელიწადნახევარია გუნდის გაახალგაზრდავებას და ძირითადი ბირთვის ჩამოყალიბებას ვცდილობთ. ამ გუნდს მომავალი აქვს და დარწმუნებული ვარ, რაც გავაკეთეთ, შედეგს გამოიღებს. არ ვღელავ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მინახავს.
სიტყვა ფავორიტმა აზრი დაკარგა. ეს გუშინ ერთ ლიგაზე საფრანგეთის დანიასთან და ხორვატიის ავსტრიასთან საშინაო წაგებებმა დაადასტურა. ფეხბურთის დონე ძალიან გათანაბრდა. როდესაც თქვენ ვინმეს ფავორიტად ასახელებთ, ეს ძალიან სახიფათო მახეა. ჩვენ მოგება გვინდა. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვუპირისპირდებით, გამარჯვებას უნდა შევეცადოთ".
ბაგრატიონი მაინც არ იყო.