იასინ პეტროვი: საქართველოსთან მიზანი გამარჯვებაა - პრესის აზრი არ მაინტერესებს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ბულგარეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იასინ პეტროვმა ისაუბრა:

"ჩვენს ორ ფეხბურთელს პრობლემა აქვს. დღეს ვნახავთ, რამდენი ხანი დასჭირდება მათ აღდგენას. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ტრავმა არავის მიუღია. გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც უკანასკნელ ხანს თავიანთ გუნდებში არ უთამაშიათ და ნებისმიერ შემთხვევაში ცვლილებებს განვახორციელებთ, რათა ჩვენს ხელთ არსებული კადრები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

საქართველოს ნაკრებს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. ვიცით, ეს სულ სხვა ბრძოლა იქნება. სიტუაცია სათანადოდ შევისწავლეთ და იმედი გვაქვს, რომ ხვალ რეალიზაციას გაცილებით უკეთ მოვახერხებთ, ვიდრე ჩრდილოეთ
მაკედონიასთან.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბორისლავ მიხაილოვს შევხვდით, ვისადილეთ, ფეხბურთზე ვისაუბრეთ. მას ყველა ჩვენთაგანთან შეხვედრის უფლება აქვს. არ მაინტერესებს, რას წერენ პრესა და საიტები. წელიწადნახევარია გუნდის გაახალგაზრდავებას და ძირითადი ბირთვის ჩამოყალიბებას ვცდილობთ. ამ გუნდს მომავალი აქვს და დარწმუნებული ვარ, რაც გავაკეთეთ, შედეგს გამოიღებს. არ ვღელავ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მინახავს.

სიტყვა ფავორიტმა აზრი დაკარგა. ეს გუშინ ერთ ლიგაზე საფრანგეთის დანიასთან და ხორვატიის ავსტრიასთან საშინაო წაგებებმა დაადასტურა. ფეხბურთის დონე ძალიან გათანაბრდა. როდესაც თქვენ ვინმეს ფავორიტად ასახელებთ, ეს ძალიან სახიფათო მახეა. ჩვენ მოგება გვინდა. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვუპირისპირდებით, გამარჯვებას უნდა შევეცადოთ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბულგარეთი რომ საქართველოს მოუგებს მაგაში ვინმეს ეპარება ეჭვი?
რეზი ბაგრატიონი
05 ივნისი 2022 16:41
29
რა გჭირს?
ბაგრატიონი მაინც არ იყო.
გიორგი
07 ივნისი 2022 03:35
0
ანგარიშს შეხედე ძმაკაც
ლუკა
06 ივნისი 2022 17:12
0
ყველა გამოხმაურება
ჩვენ ხომ ისე გვაინტერესებს შენი აზრი, რომ რა გითხრა რა?!
?
05 ივნისი 2022 13:45
0
ბულგარეთთან მოგება 2:1მახსოვს სტადიონზე ვიყავი..ის ალბათ ყველაზე კარგი შემადგენლობა იყო ჩვენ ისტორიაში რომელსაც ბევრი შეეძლო მაგრამ ვერ მივაღწიეთ მიზეზების გამო..მსგავსი ნახევარდაცვა მას შემდეგ არ გვყოლია(ნემსაძე..ჯამარაული.. ქინქლაძე..)თავდასხმაზე არც მაქ საუბარი(არველაძე და ქეცბაია) სამწუხაროდ ვერ გავედით ვერსად მაგრამ ეხლაა უფრო იმედიანად ვარ რადგან კვარაცხელიას მსგავსი არგვყვავდა კვარაცხელიას გამო მობრუნდა ხალხი სტადიონზე(გიბრალტარი სულ არაა 41ათასი რაც სტადიონზე იჯდა) მგონია რომ მიუხედავად 4წაგევისა სტუმრად დროა გავანადგუროთ ისე მოვუგოთ ყველაფერს პირველი გოლი გადაწყვეტას წიინ ბიჭებო დაამტკიცეთ რომ გიყვართ სამშობლო
Soso
04 ივნისი 2022 22:31
1
გეთენხმებით,საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ მაშინდელ გუნდში მაგრამ ერთი პრობლემა ქონდათ მაათ,გუნდურ ფეხბურთს არ თამაშობდნენ და შედეგიც ვერ დადეს,მარტო ინდივიდუალურად თამაში შედეგს ვერ მოიტანს,აი დღევანდელ ნაკრებში ზოგიერთის გამოკლებით გუნდური თამაში შეინიშნება ...
ასევე
05 ივნისი 2022 08:03
0
მაშინ ბ ე ვ რ ა დ უფრო ძლიერი ნაკრები გვყავდა, მაგრამ ....!!! წარმატება ბიჭებს!ღმერთი თქვენთან! ბიჭებო, თითეულმა თქვენთაგანმა უნდა იცოდეს,,მე ვარ საქართველო,,!!
გურულო
05 ივნისი 2022 00:25
0
ძაანაც არ გაიჯგიმოთ ხვალ ვინც მოიგებს ჩვენი ბიჭები იქნებიან,
გელაშვილი
04 ივნისი 2022 22:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული