ერთა ლიგის მესამე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"თქვენ, რა თქმა უნდა, იცით, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლო შეხვედრასთან დაკავშირებით მტკივნეული მოგონება გვაქვს და როგორი გავლენა მოახდინა ამ მარცხმა ყველა ქართველ გულშემატკივარზე. თუმცა, რაც წელიწად-ნახევრის წინ მოხდა, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მაშინ ეროვნული გუნდის თავკაცი არ ვიყავი.
არ მინდა იმ დაპირისპირებას დავუბრუნდე და გავიხსენო, რა მოხდა მაშინ. უფრო მნიშვნელოვანია, რა ხდება ახლა შესარჩევ ციკლში. ვფიქრობ, თუ ისევე ვითამაშებთ, როგორც წინა შეხვედრებში,
სახლში კარგი მოგონებებით გავემგზავრებით. ყველა ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა.
ჯერ კიდევ მიმაჩნია, რომ მაკედონია ჯგუფის ფავორიტია, რადგან უკანასკნელ ორ წელში იტალიას მოუგო და პორტუგალიასთან წააგო. არაფერი არ შეიცვალა, ყველაფერი, რასაც ვიტყვით, სიტყვებად დარჩება, ყველაფერი კი მოედანზე გამოჩნდება.
ბულგარეთთან მაკედონია სტატისტიკურად უკეთესი იყო და უნდა გაემარჯვა. ჩემი აზრით, კარგი სტარტი გაქვთ. ჩვენ, სპეციალისტები, ვამბობთ, რომ მესამე მატჩი ყოველთვის უმნიშვნელოვანესია. არ მინდა მეტოქეზე ზედმეტი ყურადღება გავამახვილო, რადგან ანალიზი ხანდახან მთლად სწორი არაა და ეს ხშირად გვაკვირვებს. ყოველთვის მინდა, საქართველოს ნაკრებმა საუკეთესოდ ითამაშოს. ამიტომ საკუთარ თამაშზე ვიქნებით კონცენტრირებულნი და აქ ყველაფერ საუკეთესოს ვაჩვენებთ", - ციტირებს სანიოლს "სპორტსკი".
წინ საქართველო!
გარდა ამისა გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია რომ შოთის ჰალი დაინტერესებულია მიქაუტაძის და ლობჟანიძის დამატებით თუ ეს ჭორი არ არის და ნამდვილი ინფორმაცია ამ ბიჭების ინგლისში გადასვლით და იქ თამაშით ძალიან დიდი საქმე გაკეთდება საქართველოს ნაკრებისთვის.