დიდი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში, მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები პირთამდე სავსე „დინამო არენაზე“ ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა - 0:0.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში 7 ცვლილება განახორციელა. შეხვედრა „ჯვაროსნების“ შეტევებით დაიწყო, კრაევმა საჯარიმოში კვარაცხელია წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მეტოქემ ტემპის დაგდება სცადა, თუმცა ბურთი მალევე დავიბრუნეთ და მთელი გუნდით ისევ იერიშების ორივე ფლანგიდან მიტანა დავიწყეთ, 8 კუთხური ჩავაწოდეთ, მაგრამ ბულგარელები თავს კარგად იცავდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მიუხედავად დიდი უპირატესობისა, საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგის დაცვის
გარღვევას ვერ ახერხებდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, რაღაც სიახლის შეტანა იყო საჭირო და სანიოლმა ყაზაიშვილი წიტაიშვილით შეცვალა. შემდეგ კვარაცხელია ორ მეურვეს გაექცა, მიქაუტაძეს გადაცემა გაუკეთა და მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა, მორიგი შეტევისას კი მიქაუტაძეს გატანა მიხაილოვმა არ დაანება. სანიოლმა მექვაბიშვილისა და აზაროვის ნაცვლად მოედანზე დავითაშვილი და კიტეიშვილი შეუშვა და შეტევის ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა. მერე წიტაიშვილის ჩაწოდებულ ბურთზე შეცვლაზე შესულმა ზივზივაძემ მეურვეს დაასწრო, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მეორე მცველს მოხვდა და საბოლოოდ ფრით დაკმყოფილება მოგვიწია.

საქართველოს ნაკრები 10 ქულით ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, რომელმაც დღეს გიბრალტარი სახლში 4:0 დაამარცხა. ჩვენი გუნდი 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, ხოლო 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტარს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ბულგარეთი 0:0

საქართველო: ლორია, დვალი, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე, მექვაბიშვილი (დავითაშვილი 63), კვეკვესკირი, აზაროვი (კიტეიშვილი 63), ყაზაიშვილი (წიტაიშვილი 52), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 80)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ნედიალკოვი, ჩალაბოვი, ჩორბაძისკი, ტურიცოვი, კრაევი, მილანოვი, კოსტადინოვი, მ. მინჩევი (ჩოჩევი 85), სტეფანოვი (მალინოვი 65), ა. ილიევი (გ. მინჩევი 51)

მკითხველის კომენტარები / 111 /
რატომ არ ბეჭდავთ ყველა ქართველის კომენტარს,თუ კი კორექტულადაა ნაწერი,რომ ერეკებით თქვეი სამრეკლოს ან,ვინ როგორ კომენტარს აკეთებს,არაა ობიექტური,მკითხველი,ხალხი გაერკვევა,უთქვენოდ,ვინ რას აწკაპუნებს,რეპორტიორის ვალდებულებაა,მიაწვდინოს ინფორმაცია,გამოთქვას თავისი მოსაზრება არბლოკირებით სხვათა აზრისა,ჩემი აზრით არაპროფესიონალები ბრძანდებით,ხალხურად უვარგისები,ბ ე ჭ დ ე თ მესიჯები,საილას დუქანში არ ხართ,ხალხისათვის მაუწყებელი მასმედიაში ირჯებით,არა უფასოდ,ძალა ერთობაშია.....
მეხუთე ავენიუდან.
13 ივნისი 2022 13:20
2
დაწყნარდი რა შენ ბიჭო
T.q
13 ივნისი 2022 16:01
0
აი როგორ ვთქვა გასვლაზე თამაში ჯობიათქო ნახევარფინალში მაგრამ ვერც მანდ ვხედავ საგანგაშოს რამეს. რავიცი აქ მოგებული მნიშვნელოვანი თამაში მე არ მახსენდება თითქოს პრესში არიან და წნეხის ქვეშ თამაშობენ გადაჭედილ დინამოზე.
რაბუ
13 ივნისი 2022 12:56
0
ალბათ ბუდუს უნდა ეთამაშა მიქაუტაძის ნაცვლად. კვარას თავზე გადაგდებაზე რომ არ ეფიქრა და ნორმალურად დაერტყა ალბათ აჯობებდა. მთლიანობაში კარგი შედეგია.
11
13 ივნისი 2022 12:23
0
საქართველოს ნაკრების პირველი ოფიციალური თამაში გამახსენა,წუხანდელმა მატჩმა,მოლდავეთის ნაკრებთან.გადაჭედილი ტრიბუნები,უდიდესი უპირატესობა,უამრავი მომენტი,კარში დარტყმა,მაქსიმალური ტემპი და მაშინ 0-1 წავაგეთ.ახლა კი,ნულოვანი ფრე.მაშინაც და ახლაც,მთავარი მიზეზი ერთი და იგივე მგონია.გულშემატკივრის გახარების უდიდესი სურვილი.გამარჯვების ისეთი წყურვილი,თვითონ გამარჯვებაში რომ გიშლის ხელს.სურვილის მართვაც უნდა ისწავლონ ბიჭებმა და ეს გასავლელი გვქონდა.ყველას უჭირს,ავტობუსის გადაყენება და მით უფრო ჩვენ გაგვიჭირდა,რადგან ეს ჩვენთვის საკმაოდ უცხო ხილია.დღეს ისეთი ნაკრები გვიყალიბდება,ესეც სასწავლი გვექნება.ამ შემადგენლობიდან ჯადოსნური ჯოხის ფუნქციის შესრულები გამოცდილება,საბა კვირკველიას აქვს,რომელიც მოსკოვის ლოკომოტივის ლიდერად ყოფნის დროს,როცა გოლი სჭირდებოდათ,ცენტრალურ თავდამსხმელის პოზიციაზე გადადიოდა და ჩვეულებრივ,გოლი გაჰქონდათ.თუმცა ეს მაშინ იყო და შესაძლოა ახლო მომავალში იყოს,რადგან დღეს საბა ჯერ კიდევ ვერ არის იმ ფორმაში,როგორც მაშინ იყო.კიდევ 1978 წელს,თბილისის დინამოს თბილისში ჩატარებული უეფას თასის მატჩიდან,ბერლინის ჰერტასთან მატჩის ანგარიშში ნათქვამი ფრაზა გამახსენდა,სადაც ლაპარაკია,რომ თბილისელთა უამრავ ძლიერ დარტყმას მეტოქის მცველები ბლოკავდნენ,ან კარს ცდებოდა დარტყმა,მათთან ბერძოლაში და მხოლოდ შენგელიას მიერ საჯარიმოში მიღებულ ბურთზე,წამიერად შემობრუნებამ და ფეხის წაკვრით კარში შეგდებამ გამოიღო შედეგი.ვერც მცველებმა და ვერც მეკარემ,ვერაფერი მოასწრეს.ის თამაში 1-0 მოვიგეთ,მაგრამ 0-2 გვქონდა წაგებული და გამოვვარდით.ამ თამაშშიც გვქონდა მსგავსი მცდელობები,თუმცა რამაზ შენგელიასნაირი ფილიგრანული ტექნიკა და ალღო, ვერავინ გამოავლინა.მაშინდელი დინამოს მშენებლობა,1976 წელს დაიწყო და პიკს,1981 წელს მიაღწია.ეს გუნდიც სულ ერთი წელია რაც ამ გზაზე დადგა და შედეგები უკვე იგრძნობა.კიდევ უკეთესი ახალგაზრდობა მოდის მათ უკან და მსგავსმა შედარებითმა წარუმატებლობამ არ უნდა შეგვაშინოს.სწორი გზა,სწორ შედეგებამდე მიგვიყვანს.ამ ფრემ,ეიფორიიდანაც გამოგვიყვანა და მაგ მხრივ,ნამდვილად სასარგებლო იყო.აღმოჩნდა,რომ ულაპარაკოდ ყველაზე ერთი თავით მაღლა კი არ ვდგევართ,არამედ,მხოლოდ სრული კონცენტრაციის პირობებში ვართ, თანასწორთა შორის საუკეთესონი.წუხელ თამაში იყო,მაგრამ ვერ გავიტანეთ.ხვალ თამაშიც იქნება, გოლებიც და გამარჯვებებიც.მთავარია დავწყნარდეთ და მუშაობა გავაგრძელოთ.ამ ოთხი ლამაზი მატჩის გამო,ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში,ეს ზაფხული,საუკეთესო მოგონებად დარჩება და იმედია, ჩვენი საკლუბო გუნდებიც დაგვიმატებენ დადებით ემოციებს,უეფას ტურნირებზე კარგი გამოსვლით.შემოდგომაზე კი,სავარაუდოდ,უფრო დაღვინებულ ნაკრებს ვნახავთ,სასურველ მიზანს ზედმეტი ემოციების ხარჯვის გარეშე რომ აღწევს და კარგად იცის,ამას როგორ მიაღწიოს.
სოსო
13 ივნისი 2022 12:13
0
არავინ არავის არ ლანძღავს, პირიქით რაც კარგია ამ ეტაპისთვის: შედეგი, ახალი ფორმები, სატელევიზიო შეფუთვა,საიმფორმაციო მხარდაჭერა და ა.შ. ამაზე არავის შეიძლება ჰგონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ ნაკრებს რომ უჭირს ე.წ. პირველ ნომრად თამაში ფაქტია, არადა პლეიოფში სწორედ ერთი კონკრეტული თამაში იქნება მოსაგები,უკნიდან თამაშით და მხოლოდ კვარას იმედათ გაგვიჭირდება. სწორედ ასეთი ეიფორიით მოვიგეთ პირველი ეროპის ლიგა, შემდეგ გაგვიმათლა და ორივე პლეიოფის თამაში თბილისში დაგვინიშნეს, სადაც ბელორუსს თურქი მსაჯის მიერ საეჭვო პენალტით უსახური თამაში მოუგეთ, ფინალში კი მაკედონიასთან რაც დაგვემართა ქე იცით. ხოდა ცოტა რეალურად შევხედოთ ჩვენი გუნდის შესაძლებობეს, თორემ თუ იგივე განმეორდა და პლეიოფი ვერ მოვიგეთ,ბულგარეთში და მაკედონიაში მოგებული თამაშები,ახალი ფორმები და რებრედინგი ყველას დაავიწყდება.ლანძღვა- გინება მერე ნახეთ.....
კარგით რაააააა
13 ივნისი 2022 12:04
0
დაცვაში ჩამდგარი ნებისმიერი გუნდის დამარცხება არ არის იოლი
და ამ თამაშშიც ასე იყო!
ეს თამაში გარკვეულწილად დაანახებს ვილის თუ როგორ უნდა ათამაშოს გუნდი მსგავს შემთხვევაში!
კარგია, რომ ყალიბდება ნაკრების ძირითადი ფეხბურთელები!
P.S.
ერთმა გერმანელმა სტუმარმა მითხრა: რაც თქვენთან ორ დღეში ავტოავარიები ვნახე, ჩემთან ორ თვეში არ ხდებაო!
საავტომობილო გვირაბები იმათ როგორ აქვთ მოწყობილი რომ ნახო, თბლისის იმ გვირაბზე იტყვი დასაკეტიაო (მადლობა ღმერთს, ის ბულგარელი გადარჩა!)!
დასაცინად (თუ არა მტრის გასახარად) გვაქვს საქმე!
"მე ვარ საქართველო" - ემოციების გარეშე დასაფიქრებელი გვაქვს თვითოეულს (მეც მათ შორის) ამ სიტყვებზე!
ეს ეხება ჩვენს პასუხისმგებლობას: სიტყვაში თუ მოქმედებაში!
მართლად ვიცხოვროდ და ღმერთი იქნება ჩვენსკენ!
ქართველი
13 ივნისი 2022 11:26
0
ისადა, ევროკავშირიო და კიბეებზეც ბილეთები რო გაყიდეთ ეგ როგორ აბა...ვის შევჩივლოთ?
კაკო
13 ივნისი 2022 11:01
0
მოგება ყველას გაგვიხარდებოდა, მაგრამ მიუხედავად დიდი უპირატესობისა ვერ შევაგდეთ და გვაქვს ფრე, ასევე ჯგუფში 10 ქულა და პირველი ადგილი, რაც ამ თამაშების დაწყებამდე რომ გვეკითხა ყველანი დიდი სიხარულით ვიქნებოდთ თანახმა. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ 2 ივნისის მერე, ამ ნაკრებმა განახორციელა სამი ფრენა ჯერ აქედან ბულგარეთში, მერე ბულგარეთიდან მეკედონიაში და იქედან უკან საქართველოში, ამასთანავე ითამაშა გასვლაზე ორი თამაში და მიუხედავად ამხელა მგზავრობისა და დაღლისა გუშინ თავი არ დაუზოგავთ. ჩემი აზრით უკმაყოფილების საბაბი არ გვაქვს და აქ ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამს, ვფიქრობ ის ხალხია, ვინც ცოტა ხნის წინს სტადიონების გადახვნას და კარტოფილის მოყვანას ითხოვდა. ამიტომ მათ ყურადღებას ნუ მივაქცევთ და ნუ მიაქცევთ ბიჭებო, წინ გამარჯვებისაკენ.
DAVE
13 ივნისი 2022 10:49
1
ამ თამაშებში კარგად გამოჩნდა მონდომება,პროფესიონალიზმი. შედეგი და რაც მთავარია მომავლის იმედი! ამ გუნდას შეუძლია ყველასთან ბრძოლა ეს კარგად გამოჩნდა! წარმატებები საქართველოს!!!
ნკ
13 ივნისი 2022 10:36
0
მასეთი გუნდი სულ 3-0 უგებდეს თავისზე ძლიერ ან სუსტ გუნდებს ბუნებაში არ არსებობს. პსჟ-ც კი ვერ უგებს ნულებზე საფრანგეთის ლიგა 1 -ში ყველას. მითუმეტეს ჩვენ. 10 დღეში 4 თამაში. მთავარია შედეგი დავდოთ. წაგებებითაც წავაგებთ და ბევრჯერაც მოვიგებთ. ბულგარეთთან რო უეჭველად მოგებას ვითხოვთ ესეიგი სწორ გზაზე ვართ.
123
13 ივნისი 2022 10:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული