"მერსისაიდელების" ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა სლოტის შესახებ ისაუბრა.
"მაქვს თუ არა ეჭვები, რომ სლოტის დანიშვნით "ლივერპული" საკუთარ სახეს დაკარგავს? დიახ, ამის ნამდვილად მეშინია. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. მომდევნო სეზონის დასაწყისში ყველა ოპტიმიზმით სავსე იქნება. თამაშის განსხვავებული სტილი, ერთი-ორი ახალი მოთამაშე... მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
არ
თუმცა, რა თქმა უნდა, "მერსისაიდელების" გულშემატკივრები ძალიან ნერვიულობენ. მათ ახსოვთ, რა მოხდა "არსენალში", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსიში", როცა ამ გუნდებმა მწვრთნელები შეცვალეს", - განაცხადა ოუენმა.
რაც შეეხება სლოტს,ნუ ინერვიულობეთ სხვა გუნდის ქომაგები,იმის ჩიტი არ არის ლივერპული რო ამ სიტუაციაში ვიღაც არაფრის მცოდნე დანიშნოს. საკმაოდ ამბიციური კაცია,თავისი მეთოდები აქვს და დაველოდოთ. ლივერპულს აქვს საკმარისი ფინანსები და რესურსი რო ნებისმიერი მწვრთნელი მოეყვანა,რახან ამ კაცზე გაკეთდა აქცენტი ე.ი. აქვს პოტენციალი. არ დაგვავიწყდეს,რომ საქმეს თავად მაიკლ ედვარდსი მართავს და მაგის კაცი არ არის რო ვიღაც ვიგინდარას ჩააბაროს კლუბი. ეს ედვარდის ის კაცია,ვინც კლოპთან კონფლიქტის გამო წავიდა გუნდიდან,ქონდა ათასი შეთავაზება სხვადასხვა გუნდისგან,მარა არსად არ წავიდა. დაუძახა ლივერპულმა და დაბრუნდა იმ წამს.ედვარდსი არ გაზრდილა ლივერპულში,მარა ოუენზე ერთგული გამოდგა.სრული ნდობა სლოტსაც,ჰიუზსაც და ედვარდსაც