საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. გიბრალტარისა და საქართველოს მატჩი 26 სექტემბერს შედგება.

ერთა ლიგის უახლოესი თამაშებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა. 23 ფეხბურთელს შორის ერთი დებიუტანტია - საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს "სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძე.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან მატჩებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება 19 სექტემბერს, თბილისში დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), ჯემალ ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰათაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთი კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი)

15 სექტემბერს, 15 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სასტუმრო "შერატონში" პრესკონფერენციას გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 30 /
Xocholavas tamashze seviliastan minda vtqva,rom ra dasanania kvirkveliasi ar ikos sauketeso wlebi ukrainashi da rusetshi rom gaatares,sul tavisuflad sheedzlot top 5 chempionatshi tamashi...ufro adre kidev asatiani,ananidze...
Givi
15 სექტემბერი 2022 10:05
0
მშვენიერი მოქნილი გუნდი!! კარგი მეკარე,ჯანიანი და მაღლები დაცვა,სწრაფი და ტექნიკური განაპირებით,ნორმალური შუა ხაზი,წინ ხვიჩა ჟორჟი ბუდუ!! 6 ქულა ბიჭებო.სხვა ნაკრები რომ იყოს 4 იც დაგვაკმაყოფილებდა მაგრამ,მაკედონია ამას აქეთ სადაც უნდა შეგვხვდეს თავბედი უნდა ვაწყევლინოთ იმ დღის ისე დამთაცრებისთვის))( საქართველოს გაუმააარრრრჯოს!
მირო
14 სექტემბერი 2022 22:34
1
ბერიძეს მიეცით შანსი, სხვა თუ არაფერი დუბლი შეუსრულა 2 კვირის უკან ბეშიქთაშს.
ტიფოზი
14 სექტემბერი 2022 22:30
0
რა მაგრა მინდოდა არაბიძე გამოეძახა
geo
14 სექტემბერი 2022 21:31
11
მექვაბიშვილი არ დაგავიწყდეთ)
გიუშა
14 სექტემბერი 2022 20:14
9
დააკვირდით ქართულ კლუბების დონის ტრაგიკომედიას და მდგომარეობას. ბოლო სანაკრებო ფანჯარაზე,სულ რაღაც სამი თვის უკან დინამო ბათუმი იყო ნაკრების საბაზო გუნდი (7ფეხბურთელი) დღეს მხოლოდ ერთია და ისიც ღრმა დამკვირვებელი,მაქსიმუმ ფიშკები ჩაანაცვლოს ვარჯიშსზე. 3თვეში გუნდიდან 6 ნაკრების ფეხბურთელი რომ გაგექცევა, რომელ ჯგუფურ ეტაპზეა საუბარი.
დავითი
14 სექტემბერი 2022 20:09
3
გურულო ,ნიკი კი გაქვს გურულის,მაგრამ წაკითხულის გააზრება არა. ნაკრების დონის დაცემა შენი ფანტაზიაა? სად წაიკითხე მსგავსი? ქართული კლუბების დონეზეა აქ საუბარი. ეგეთი რესურსები რომ წაგივა და სანაცვლოდ ვაწაძეეებს დაიმატებ აქ ამაზეა აქცენტი,მარა რას ვიზამთ ყველას არ აქვს წაკითხულის გააზრების უნარი
და კიდევ შვილოთი შვილებს მიმართულება,თუ რათქმაუნდა 80 წლის არ ხარ.
გურულო
15 სექტემბერი 2022 01:54
2
გაგექცევა და რომელ ჯგუფურ ეტაპზე საუბარი?:))აბაა,კვ არაცხელია ნაპოლიში,,გაიქცა,, დავითაშვილი ,,ბორდოში,, აზაროვი ,,ცრვენა ზვეზდაში,, შესაბამისად ნაკრების დო ე დაეცა:)):)):)) ეეხ,რა გეშველება შვილო...
gurulo
14 სექტემბერი 2022 21:29
8
საფრანგეთის მესამე თუ მეოთხე ლიგაში თამაშობს სანაია რატომ არ იძახებენ ნაკრებში როცა დავითაშვილს და მიქაუტაძეს იძახებენ..
სოსო
14 სექტემბერი 2022 19:48
20
მეორეში
ბაჩი
15 სექტემბერი 2022 02:46
0
"პრაფესორებს" გაუმარჯოს !
ზაქრო
14 სექტემბერი 2022 18:58
2
კვირკველია, ფორმადაკარგულიც ჯობია ხოჭოლავას. ტაბიძე ყველას ჯობია. დვალი იმედია გაამართლებს.
გიორგი
14 სექტემბერი 2022 18:39
12
ძალიან მაგარი შემადგენლობაა, ალბათ ბოლო ათწლეულში საუკეთესო. ერთორს თუ არ ჩავთვლით, ყველა სათამაშო პრაქტიკითაა, რაც წინა წლებისგან განმანსხვავებელია. ნაკრებში კონკურენციაც იზრდება, ნაცდი ბიჭებიდანისეთი ხალხი დარჩა, რომ ყოფილიყვნენ არაფერს ვიტყოდით (ბერიძე, შენგელია, გვილია, კიტე ტავმირებულია) დარწმუნებული ვარ, მომავალში ვინც თავს გამოიჩენს ამათაც გამოიძახებენ და კიდევ ახალ სახეებს გაეხსნებათ ნაკრების კარი. ზაგლებიედან ველოდები გაფრინდაშვილის გამოძახებასაც.
QT
14 სექტემბერი 2022 16:52
3

სიახლეები პოპულარული