საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. გიბრალტარისა და საქართველოს მატჩი 26 სექტემბერს შედგება.

ერთა ლიგის უახლოესი თამაშებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა. 23 ფეხბურთელს შორის ერთი დებიუტანტია - საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს "სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძე.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან მატჩებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება 19 სექტემბერს, თბილისში დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), ჯემალ ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰათაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთი კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი)

15 სექტემბერს, 15 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სასტუმრო "შერატონში" პრესკონფერენციას გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 30 /
Xocholavas tamashze seviliastan minda vtqva,rom ra dasanania kvirkveliasi ar ikos sauketeso wlebi ukrainashi da rusetshi rom gaatares,sul tavisuflad sheedzlot top 5 chempionatshi tamashi...ufro adre kidev asatiani,ananidze...
Givi
10:05 15-09-2022
0
მშვენიერი მოქნილი გუნდი!! კარგი მეკარე,ჯანიანი და მაღლები დაცვა,სწრაფი და ტექნიკური განაპირებით,ნორმალური შუა ხაზი,წინ ხვიჩა ჟორჟი ბუდუ!! 6 ქულა ბიჭებო.სხვა ნაკრები რომ იყოს 4 იც დაგვაკმაყოფილებდა მაგრამ,მაკედონია ამას აქეთ სადაც უნდა შეგვხვდეს თავბედი უნდა ვაწყევლინოთ იმ დღის ისე დამთაცრებისთვის))( საქართველოს გაუმააარრრრჯოს!
მირო
22:34 14-09-2022
1

სიახლეები პოპულარული