ჩრდილოეთი მაკედონია თბილისში დანაკლისით და გამარჯვების იმედით ჩამოდის

AutoSharing Option
23 სექტემბერს საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ტრავმების გამო დარკო ჩურლინოვი (ბარნლი), ვალონ ეტემი (ისტანბულსპორი), სტეფან რისტოვსკი და არიან ადემი (ორივე ზაგრების დინამო) ვერ დაეხმარებიან.
მიუხედავად ამისა, ჩვენი მეტოქის ფეხბურთელები მაინც ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ.

იანი ატანასოვი: "თბილისში დანაკლისით მივემგზავრებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აგრესიულობას გამოვიჩენთ და 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ. ახალგაზრდული გუნდი ვართ, წარმატებისთვის ვისწრაფვით და ამის მოედანზე ჩვენების იმედი გვაქვს. მწვრთნელმა დავალებები მოგვცა და მათი შესრულება გვმართებს".

ბოიან მიოვსკი: "საქართველოს ნაკრები ძალიან გაძლიერდა. ეს ვიცით. სკოპიეში მეორე ტაიმში
თავინთი კლასი აჩვენეს. ვფიქრობ, თუ პირველ ტაიმში გოლს გავიტანთ, სულ სხვა თამაში წავა. წამყვანი ფეხბურთელები გვაკლია, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯებით. ვიცით, როგორი ატმოსფერო იქნება. მოწინააღმდეგე უფრო მომგებიან სიტუაციაშია, პირველ ადგილზე გასასვლელად მხოლოდ ერთი ქულა სჭირდება. მძიმე შეხვედრას მოუთმენლად ველით და თავის საუკეთესოდ წარმოსაჩენად მზად ვართ. ფეხბურთი - ეს მიზანია, ეფექტურობის ამაღლება გვჭირდება. რა თქმა უნდა, მწვრთნელი ვარჯიშებზე დავალებებს გვაძლევს და ცდილობს აგვიხსნას, თუ რა სუსტი წერტილები აქვს მეტოქეს".

ენის ფაზლაგიჩი: "უნდა გვჯეროდეს, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება შეგვიძლია, რაც რეალურია. საქართველო მაღალი დონის მეტოქეა და საბრძოლველად მაქსიმალურად მოვემზადებით. ყველაზე მთავარია მოვიგოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ".

დორიან ბაბუნსკი: "ბოლო რამდენიმე მატჩი კარგად ჩავატარეთ და თუ ასევე გავაგრძელებთ, დადებითი შედეგების მიღწევას შევძლებთ. სკოპიეში ქართველებთან პირველ 60 წუთში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მათზე უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ დავიღალეთ და დავმარცხდით. მთელი 90 წუთის განმავლობაში ტემპის შენარჩუნებაა აუცილებელი".

მკითხველის კომენტარები / 25 /
ამათმა რით ვერ მოიშალა ბაქიბუქი))) ოჰ ერთი 5-0 მადლი იქნებოდა)))
შოთა
20 სექტემბერი 2022 19:58
1
გამკვირვებია ხალხო თქვენი.აბა რა თქვან,აზრი არ აქვს მაინც წავაგებთო?არ უნდა ქონდეთ მოგების იმედი?გერმანიას და იტალიას მოუგეს გასვლები და საქართველოსთან რატომ არ უნდა ქონდეთ იგივეს იმედი???რეალობას მოწყდა მგონი ქართველი გულშემატკივარი.მიწაზე უნდა დავეშვათ მოედანზე ბრძოლის გარეშე მოგება შეუძლებელია ვინც არ უნდა ოყოს მეტოქე.ასეთი განწყობის გამო ვერ მოვუგეთ შინ ბულგარეთს.კვარამაც ვერაფერი გააწყო.კი ფავორიტები ვართ ამ მატჩში,მარა არა ისეთი თითქოს აი იეჭველ სამ გოლს გავიტანთ და სეირნობით მოვიგებთ.
Master
20 სექტემბერი 2022 21:36
1
როგორც მხ. ფილმ ფეოლაშია, ვაი თქვენს პატრონს!
ლაშა
20 სექტემბერი 2022 19:57
1
რამდენი თავში აგვივარდა, იმდენი წავაგეთ. მოდი მივყვეთ მწვრთნელს, სანიოლის ნათქვამი მომეწონა, მაკედონიელებმა პირველ ტაიმში პრობლემები შეგვიქნესო, ამას გავაანილიზებთო. ასეთი დამოკიდებულება თუ იქნა, დიდი მომავლის იმედი მექნება.
მოკლედ
20 სექტემბერი 2022 22:31
0
თავში ავარდ ის დროს ტოტალიზატორი იყენებს კარგად სფფსთან შეთანხმებით
გომორძგუა მარგალეფც
21 სექტემბერი 2022 01:53
6
გამაოცეს ეს რა ბაქი ბუქა ხალხი ყოფილა. დამიჯერეთ ამათ 5:0-ც რომ მოვუგოთ მაინც არ მოიშლიან თავისას. სარიც უკან ….
გუჯი
20 სექტემბერი 2022 21:06
7
ჩვენთვის აუცილებიათ
გულშემატკივარი
20 სექტემბერი 2022 22:50
0
ბიჭებო,გვწამს,რომ ბრწყინვალე თამაშით ამათ ყინჩობას საბოლოოდ დაასრულებთ.გვეიმედებით.უფალი გფარავდეთ.წინ,საქართველო!!!
მერაბი
20 სექტემბერი 2022 20:14
1
მოდით აქ ჩამოდით მაქედან ბევრს ნუ ლაპარაკობთ.
G.LA
20 სექტემბერი 2022 20:37
1
მასე ბაქიბუქობდნენ სკოპიეში და სამი გაურჭვეს. ახლა უარესი ელით.
თენგაბი
20 სექტემბერი 2022 20:27
1
ზაგრემის დინამოელების დაკლება ჩვენთვის კარგია, ისინი ძლიერი ფეხბურთელები არიან.
კახა
20 სექტემბერი 2022 20:38
1
10:0 რომც მოვუგოთ ამ ფეიკ-მაკელონიელებს იმ სიმწარეს რა დამავიწყებს ამათმა რომ გვაგემეს, ჩვენი დებილი მთავრობის და ვაისის უტრ..ობის გამოისობით.
მოგება ცოტაა ამათზე , უნდა ფეხბურთი შევაჯავროთ. ამათ და კოსოვარებზე რომ ,,ზუბი'' მაქ, რუსეთზეც კი არ მაქ მაგხელა აგრესია.
Ux
20 სექტემბერი 2022 21:04
9
მაკედონიაზე გეთანხმები,მაგრამ კოსოვოელებს რას ერჩი?მშვენიერი 2:1 მივართვით გასვლაზე!
ფეიკ
21 სექტემბერი 2022 06:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული