კვეკვესკირი: სიმბოლურია, რომ ეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თბილისში უნდა მოხდეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. საწვრთნელი შეკრების მესამე დღეს ჩვენმა გუნდმა ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართი წლის ბოლო ოფიციალური მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა.

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი): "სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გვაქვს კონკრეტული მიზანი - ჯგუფის პირველ ადგილზე დასრულება და სიმბოლურიც არის, რომ ეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თბილისში უნდა მოხდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე შევასრულოთ დასახული ამოცანა.

ჩრდილოეთ
მაკედონიასთან შეხვედრა, პირველ რიგში, გულშემატკივრებისთვის არის განსაკუთრებული, რადგან ისინი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ მატჩზე არ იმყოფებოდნენ და მიხარია, რომ სავსე სტადიონის წინაშე ვითამაშებთ".

"დინამო არენაზე" 23 სექტემბერს დაგეგმილი მატჩის მონაწილე გუნდები შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 22 სექტემბერს ივარჯიშებენ. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, დინამო არენაზე საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მთავარი მწვრთნელები მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰათაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთი კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი)

აკრედიტებული მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ

22 სექტემბრის განრიგი - "დინამო არენა"

17:30. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00. საქართველოს ნაკრების ვარჯიში

19:00. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

19:30. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

უეფას ერთა ლიგის მატჩების განრიგი

23 სექტემბერი - 20:00

საქართველო - ჩრდილოეთი მაკედონია

26 სექტემბერი - 22:45

გიბრალტარი - საქართველო

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბორის პაიჭაძე როდიდან აღარ ქვია ჩვენს "არენას"??? ხალხო გვიტყდება ესეთი რაღაცეები? საფრანგეთში ბრიტანეთში რამის მე19 საუკუნეში დარქმეული სახელების გაპრიალებაში არიან და ახალი მფლობელი რომ მოდის იმხელას თმობენ რომ ძველ სახელს პატივი სცენ.შორს წავედი მგონი მაგრამ ჩემი უბნელი უფროსი თაობა იტყოდა ხოლმე, ბორია პაიჭაძე ღოღობერიძე იმ ხალხმა მოიტანა ჩვენ ქვეყანაში ფეხბურთი ითამაშეს იმ დონეზე რომ ქვეყნის პირველ სტადიონს მისი სახელი დაარქვეს!მაპატიეთ მაგრამ დღევანდელ 10-15 წლის დინამოს არავის სახელის და დარქმევის არანაირი მორალური უფლება არ აქვს!!
მირო
22 სექტემბერი 2022 02:05
1
არ მიყვარს სტანდარტული საუბარი. ამის თქმას არაფრის არ თქმა არ სჯობდა? რა ინფორმაცია ან ცოდნა მოვიდა ისეთი, რამაც გაამდიდრა სამყარო :( რამე თქვით თქვე კაი ხალხო არასტანდარტული. ანეკდოტი მაინც მოყევით. ეგეთი სულელური საუბარი რომაა, იმიტომაცაა ხოლმე სულელური თამაშებიც, მაგიტომაც მოგვიგო მაკედონიამ , რომ ყველაფერი წაკითხული ჰქონდა. წინასწარ იცოდნენ რას ვიზამდით მოედანზე. ასე ვიცით რას იტყვის რომელიმე ფეხბურთელი წინასწარ. ერთი არასტანდარტული აგერ კვარაა და ზუსტად მაშინ არ იყო მოედანზე. და ვინაიდან ეს ბიჭი საუბარშიც ჭკვიანია, ამ სისულელეების ლაპარაკს ჩუმადაა. მაგის იმედი მაქვს ზუსტად ამჯერად
კაპიტან გარდენბურგი
22 სექტემბერი 2022 01:45
2
პროფესტო პროფესორო 100 იანი ხარ.
გაგრელი
22 სექტემბერი 2022 00:05
1
მაგ სტადიონს ჰქვია ბორის პაიჭაძე!!! ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი!
ქაჯებს უნდათ რომ ერქვას დინამო არენა!
პროფესტო
21 სექტემბერი 2022 23:11
0
ასე 15 წელში კვარაცხელიას სახელობის იქნება ეგ სტადიონი თანაც დამსახურებულად
მაროკო
22 სექტემბერი 2022 10:05
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული