ჩრდილოეთ მაკედონიის ფედერაციამ, შესაძლოა, საქართველოს უეფაში უჩივლოს - ადგილობრივი პრესის ინფორმაცია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ მაკედონიის ნაკრები "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ საცობის გამო 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. ამასთან დაკავშირებით მაკედონიური გამოცემა ekipa.mk სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აკრიტიკებს და არ გამორიცხავს, რომ უეფაში მათ წინააღმდეგ საჩივარი იქნეს შეტანილი.

"მართალია, ნაკრებმა დაგეგმილი ვარჯიში ჩაატარა, თუმცა ამ ყველაფერს წინ უსამართლო ფაქტი უძღოდა. უეფას წესდებით, ფეხბურთელების ტრანსპორტირება ქართული მხარის პასუხისმგებლობაა, თუმცა მათ ავტობუსი განზრახ შეაფერხეს, რის გამოც ვარჯიშის დრო შემცირდა.

"ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის. არასწორია, რომ ჩვენს მგზავრობას სასტუმროდან სტადიონამდე 45 წუთი სჭირდება. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი"
- ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ.

ამ ფაქტმა ნაკრების წევრების დაუფარავი უკმაყოფილება გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთი მაკედონია უეფას ოფიციალურად მიმართავს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისა და მაკედონიის დაპირისპირება დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

altჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან მატჩისთვის "იტალიის კოშმარი" გამოაკლდა

altმატჩის დღე! გადაჭედილი "დინამო არენა", ხვიჩას ფაქტორი და მამარდაშვილის საშინაო დებიუტი

altალიოსკი: წარმატების მიღწევა ხვალინდელ შეხვედრაში გვსურს



მკითხველის კომენტარები / 46 /
ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრან!
ლაშა
24 სექტემბერი 2022 22:43
0
თუ ვარჯიშზე დააგვიანდათ, ჩაურთონ სიმღერა ,,დაიგვიანეს".
დიმა
24 სექტემბერი 2022 11:28
1
როდესაც უკვე რამდენიმე სტუმარი გუნდი ან პრობლემაზე საუბრობს, იქნებ ჩვენშია რაღაც არასწორად.
დიმა
24 სექტემბერი 2022 11:26
0
რატომ ვაძლევთ საფუძველს ინტრიგანობისათვის? სამ ქულას არავინ ჩამოგვართმევს ცხადია, მაგრამ მნიშვნელოვანი სპორტული ივენთის მასპინძლობაზე პრეტენზიას რომ გამოვაცხადებთ ესშეიძლება წინ დაგვხვდეს. სახელს მოფრთხილება უნდა.
არტ
24 სექტემბერი 2022 11:18
0
ოლაა , კორკმააზ რო გადახვალ გააჩერე...
ილიავარ...
24 სექტემბერი 2022 00:53
0
ნწ ნწ ნწ...არადა ადრე რომ მისულიყვნენ არ წააგებდნენ)))
გიუშა
24 სექტემბერი 2022 00:50
1
მეც გამიკვირდა რატო წააგესთქო
Mmm
23 სექტემბერი 2022 22:30
0
2:0
დაჯექით და იჩივლეთ ეხლა რამდნეიც გინდათ და სადაც გინდათ :P :D
:D :D
23 სექტემბერი 2022 22:09
0
ქალაქში საცობები იყოო და ამაზე ჩივიან :)
ზურა
23 სექტემბერი 2022 21:02
2
უწესრიგობა წესად იქცა ჩვენთან და იქეთ ვუტევთ კიდე სხვებს.

სირცხვილია ასე რომ ხდება, ქალაქი ველურების ნახმარ ორღობეს დავამსგავსეთ და ვერ ვხვდებით ამას.

ანდრი
23 სექტემბერი 2022 20:20
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული