ჩრდილოეთ მაკედონიის ფედერაციამ, შესაძლოა, საქართველოს უეფაში უჩივლოს - ადგილობრივი პრესის ინფორმაცია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ მაკედონიის ნაკრები "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ საცობის გამო 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. ამასთან დაკავშირებით მაკედონიური გამოცემა ekipa.mk სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აკრიტიკებს და არ გამორიცხავს, რომ უეფაში მათ წინააღმდეგ საჩივარი იქნეს შეტანილი.

"მართალია, ნაკრებმა დაგეგმილი ვარჯიში ჩაატარა, თუმცა ამ ყველაფერს წინ უსამართლო ფაქტი უძღოდა. უეფას წესდებით, ფეხბურთელების ტრანსპორტირება ქართული მხარის პასუხისმგებლობაა, თუმცა მათ ავტობუსი განზრახ შეაფერხეს, რის გამოც ვარჯიშის დრო შემცირდა.

"ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის. არასწორია, რომ ჩვენს მგზავრობას სასტუმროდან სტადიონამდე 45 წუთი სჭირდება. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი"
- ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ.

ამ ფაქტმა ნაკრების წევრების დაუფარავი უკმაყოფილება გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთი მაკედონია უეფას ოფიციალურად მიმართავს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისა და მაკედონიის დაპირისპირება დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

altჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან მატჩისთვის "იტალიის კოშმარი" გამოაკლდა

altმატჩის დღე! გადაჭედილი "დინამო არენა", ხვიჩას ფაქტორი და მამარდაშვილის საშინაო დებიუტი

altალიოსკი: წარმატების მიღწევა ხვალინდელ შეხვედრაში გვსურს



მკითხველის კომენტარები / 46 /
უწესრიგობა წესად იქცა ჩვენთან და იქეთ ვუტევთ კიდე სხვებს.

სირცხვილია ასე რომ ხდება, ქალაქი ველურების ნახმარ ორღობეს დავამსგავსეთ და ვერ ვხვდებით ამას.

ანდრი
23 სექტემბერი 2022 20:20
16
ჩვენ ნაკრებს მივმართავ, სიფრთხილეა საჭირო, მათგან პროვოცირებას ნუ გამორიცხავთ
muro
23 სექტემბერი 2022 19:01
3
ყველა უნდა იყვოს ფრთხილად, როგორც ფეხბურთელები, ასევე გულშემატკივრები! ესენი ეცდებიან პროვოკაციის მოწყობას და მატჩის ჩაშლას(ტექნიკური წაგება რომ ჩაგვითვალონ). კვარას გაუფრთხილდით (ელმასის თანაგუნდელებმა რამე არ დაუშაონ)!!!
ყველას!
23 სექტემბერი 2022 17:31
2
აქ პრობლემა ქალაქის ცენტრში არსებული სტადიონია. სტადიონების 90% ევროპაში გარეუბანშია
kane
23 სექტემბერი 2022 17:56
3
როცა ,,დინამოს,, სტადონი ასენდა სტადიონი ქალაქის ცენტრი არ იყო.სადაც წერეტლის გამზირი აწყება იქოდან ბარაკების ქალაქი იყო იპოდრომის ცატვლიტ.
gioegi janikasvili
24 სექტემბერი 2022 02:28
0
ევროპის სტადიონებზე ტყუილს იძახი, არ არის ეგრე.

ეგ სტადიონი სანაპიროზე ტყუილა არ აშენებულა, ქალაქი არ უნდა ჩაგვეხერგა ყტვინო განაშენიანებით. ქალაქი ერთობლიობაა, გონივრულად უნდა მიდგომა და არა ხოშით და ბლატაობით.
ანდრი
23 სექტემბერი 2022 20:35
0
ყველა გამოხმაურება
წაგების მიზეზი იპოვეს.
პაატა
23 სექტემბერი 2022 17:39
2
ქალაქში საცობები იყოო და ამაზე ჩივიან :)
ზურა
23 სექტემბერი 2022 21:02
2
ნუ ტირიხართ ბიჭო ცოტა კაცებს დაემსგავსეთ!!! ეს იმას უფრო გავს გარდაუვალი მარცხის წინ უკვე მიზეზებს რომ ეძებთ. თურმე წინა დღით 45წუთით დაგვიანებას გამოეწვიოს თქვენი წაგება!! თუ მოიგებთ იმედია ღირსეულად მოიგებთ და არა ასე "შაკლურად"!!!
ვალერი
23 სექტემბერი 2022 18:30
2
ერთი მაგათი წკუაც ვატირე. ნულოვანო ტოლერანტობა მაკედონიას)
რეზო
23 სექტემბერი 2022 18:14
2
ნწ ნწ ნწ...არადა ადრე რომ მისულიყვნენ არ წააგებდნენ)))
გიუშა
24 სექტემბერი 2022 00:50
1
ოლაა , კორკმააზ რო გადახვალ გააჩერე...
ილიავარ...
24 სექტემბერი 2022 00:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული