ჩრდილოეთ მაკედონიის ფედერაციამ, შესაძლოა, საქართველოს უეფაში უჩივლოს - ადგილობრივი პრესის ინფორმაცია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ მაკედონიის ნაკრები "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ საცობის გამო 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. ამასთან დაკავშირებით მაკედონიური გამოცემა ekipa.mk სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აკრიტიკებს და არ გამორიცხავს, რომ უეფაში მათ წინააღმდეგ საჩივარი იქნეს შეტანილი.

"მართალია, ნაკრებმა დაგეგმილი ვარჯიში ჩაატარა, თუმცა ამ ყველაფერს წინ უსამართლო ფაქტი უძღოდა. უეფას წესდებით, ფეხბურთელების ტრანსპორტირება ქართული მხარის პასუხისმგებლობაა, თუმცა მათ ავტობუსი განზრახ შეაფერხეს, რის გამოც ვარჯიშის დრო შემცირდა.

"ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის. არასწორია, რომ ჩვენს მგზავრობას სასტუმროდან სტადიონამდე 45 წუთი სჭირდება. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი"
- ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ.

ამ ფაქტმა ნაკრების წევრების დაუფარავი უკმაყოფილება გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთი მაკედონია უეფას ოფიციალურად მიმართავს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისა და მაკედონიის დაპირისპირება დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

altჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან მატჩისთვის "იტალიის კოშმარი" გამოაკლდა

altმატჩის დღე! გადაჭედილი "დინამო არენა", ხვიჩას ფაქტორი და მამარდაშვილის საშინაო დებიუტი

altალიოსკი: წარმატების მიღწევა ხვალინდელ შეხვედრაში გვსურს



მკითხველის კომენტარები / 46 /
დიდი იდიოტები და მამაძაღლები არიან. საცობი ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება იყოს.
თუ იტყვიან რატომ არ გაითვალისწინესო, როგორ უნდა გაეთვალისწინებინათ, ადრე რომ წამოეყვანათ, იტყოდნენ გრაფიკი დაარღვიესო, დასვენების საშუალება არ მოგვცესო და ა.შ.

ზაქრო
23 სექტემბერი 2022 17:45
2
უბრალოდ სირცხვილია, პოლიციის ეკიპაჟის გარეშე, მითუმეტეს ბულგარეთის ფაქტის მერე.
ვავა
23 სექტემბერი 2022 17:41
1
წაგების მიზეზი იპოვეს.
პაატა
23 სექტემბერი 2022 17:39
2
ყველა უნდა იყვოს ფრთხილად, როგორც ფეხბურთელები, ასევე გულშემატკივრები! ესენი ეცდებიან პროვოკაციის მოწყობას და მატჩის ჩაშლას(ტექნიკური წაგება რომ ჩაგვითვალონ). კვარას გაუფრთხილდით (ელმასის თანაგუნდელებმა რამე არ დაუშაონ)!!!
ყველას!
23 სექტემბერი 2022 17:31
2
ლარსის საგუშაგოდან სოფელ ჩმამდე 15 კილომეტრიანი საცობია.
ქ. გ.
23 სექტემბერი 2022 16:32
1
სასწრაფოდ დახურეთ საზღვარი!!!
ქ. გ.
23 სექტემბერი 2022 16:48
4
არ შეილება ბიძია მაგნაირი ლაპარაკი, 4-0 გაინაღდეთ ახლა თქვენ მაგნაირი ლაპარიკით, ჯერ ხო ევროპა მონელებული არ გვაქ და კაცმა არ იცის როდის მოვინელებთ სადაც დაიჭერთ იქ დაგახევთ ბურთს თავზე.
ამათ ბერძნები დაცინიან ფსევდო მაკედონიელებს ეძაზიან
23 სექტემბერი 2022 16:23
3
ვითომ ქვეყნის, ვითომ ფეხბურთელები თავის ვითომ მწვრთნელიანად. უეფაში არა, გაეროში იჩივლეთ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. ბურთი თავზე უნდა გადაგახიონ და უარეს პრობკაში უნდა მოგახვედრონ უკანა გზაზე. ტუტუცი თავხედები
oto
23 სექტემბერი 2022 16:13
3
აი ამ ინტრიგანობისთვის უნდა "დავადოთ" დღეს 3:0. უეფაში არა, ჰააგის სასამართლოში შეიტანეთ სარჩელი. პირდაპირ გენოციდი მოუწყვიათ საწყლებისთვის.
მალაქია
23 სექტემბერი 2022 15:49
1
რუსეთიდან 100000 მანქანა შემოვიდა. აღარ ეტევა ამდენი მანქანა ქუჩებში.
ქ. გ.
23 სექტემბერი 2022 15:40
10
თურქ კალათბურთელებს მაგონებენ.
!!!
23 სექტემბერი 2022 15:39
1
ხომ გახსოვს მერე რა ბედიც ეწიათ ამ თურქებს :))
Irakli
23 სექტემბერი 2022 16:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული