ჩრდილოეთ მაკედონიის ფედერაციამ, შესაძლოა, საქართველოს უეფაში უჩივლოს - ადგილობრივი პრესის ინფორმაცია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ მაკედონიის ნაკრები "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ საცობის გამო 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. ამასთან დაკავშირებით მაკედონიური გამოცემა ekipa.mk სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აკრიტიკებს და არ გამორიცხავს, რომ უეფაში მათ წინააღმდეგ საჩივარი იქნეს შეტანილი.

"მართალია, ნაკრებმა დაგეგმილი ვარჯიში ჩაატარა, თუმცა ამ ყველაფერს წინ უსამართლო ფაქტი უძღოდა. უეფას წესდებით, ფეხბურთელების ტრანსპორტირება ქართული მხარის პასუხისმგებლობაა, თუმცა მათ ავტობუსი განზრახ შეაფერხეს, რის გამოც ვარჯიშის დრო შემცირდა.

"ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის. არასწორია, რომ ჩვენს მგზავრობას სასტუმროდან სტადიონამდე 45 წუთი სჭირდება. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი"
- ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ.

ამ ფაქტმა ნაკრების წევრების დაუფარავი უკმაყოფილება გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთი მაკედონია უეფას ოფიციალურად მიმართავს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისა და მაკედონიის დაპირისპირება დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

altჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან მატჩისთვის "იტალიის კოშმარი" გამოაკლდა

altმატჩის დღე! გადაჭედილი "დინამო არენა", ხვიჩას ფაქტორი და მამარდაშვილის საშინაო დებიუტი

altალიოსკი: წარმატების მიღწევა ხვალინდელ შეხვედრაში გვსურს



მკითხველის კომენტარები / 46 /
ამ ინტრიგნებმა პასუხი ვერ მიიღეს წესიერად და იმის ბრალია. ჩვენი ფედერაცია ამტკიცებს, რომ არ დაუგვიანიათ და მათ ესკორტიც აცილებდათ. რაც შეიძლება დიდი ანგარიშით უნდა მოვუგოთ და თავისი ადგილი მივუჩინოთ
:)))))))))))
23 სექტემბერი 2022 15:31
1
მოსკოვი!!! უეფა ვერ გიშველით...
ისე მაინც
23 სექტემბერი 2022 15:16
1
თბილისურ საცობებს,ვერც პოლიციის ესკორტი უშველიდა რაიმეს და ეს,ფეხბურთის ფედერაციასაც უნდა სცოდნოდა.თუ მაკედონიელებს საქმის კურსში ჩააყენებდნენ,ისინიც შესაბამისად მოიქცეოდნენ და უფრო ადრე გავიდოდნენ,სასტუმროდან.ამაში არ ტყუიან,თუმცა ყველაფრის ამაზე გადაბრალება,წინასწარ თავის დაზღვევას უფრო ჰგავს.მეორე მხრივ,თუ ჩვენ სრული მობილიზაციით არ შევხვდით თამაშს,შესაძლოა,თურქეთს რომ დაემართა,ის დაგვემართოს და ისედაც ძნელი მოსალოდნელია,თურქებს ბურთებით როგორმე გადავასწროთ,ბერძნები კი,ჯერჯერობით ქულებითაც გვასწრებენ და თუ ერთი ფრე მაინც არ დაამთავრეს,მათი გასწრების შანსი არ გვექნება
სოსო
23 სექტემბერი 2022 15:09
1
ეგეთი რამეები ჩვენთვის განწყობის გაფუჭებას ემსახურება. როგორც წავიკითხე რამდენიმე მოთამაშე აკლიათ და ალბათ სტადიონის გავსებაც აშინებთ. მორალურად დათრგუნულები არიან და ასეთ იაფფასიან ინტრიგებს აწყობენ. აგერ 3 საათში დაიწყება თამაში და ვნახავთ
: )))))))
23 სექტემბერი 2022 17:02
1
:)))))))))))-ს.შენს პირს შაქარი და საქართველოს გამარჯვება!აბა მაშ რა აყვირებთ,ამ თრულაილებს?მთელი ევროპა,ჩვენს დამცირებას და გადავლას ცდილობს!
სოსო
23 სექტემბერი 2022 16:09
1
ყველა გამოხმაურება
დააგვიანეს თორე ეხლა მაგათმაც ჰაერში სალტოებით არ ივარჯიშონ, ჩვეულებრივი ინტრიგნები არიან.
არავინ მასეთ სარჩელს არ დაუკმაყოფილებს,
gio
23 სექტემბერი 2022 15:07
1
ყველაფერი განზრახ რატომ ხდება? ხან თურქები ხან მაკედონიელები ხან ალბანელები ხან კსოვოელები? რაღაც ძაან ზემდეტი მოსდით! 7 საათზე რომ არის დაგეგმილი ვარჯიში ესეთი საცობების გამო რამოდენიემ წუთით გვიან მივიდნენ ვარჯიშზე და რა ამბავში არაინ!
dato
23 სექტემბერი 2022 14:32
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული