პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას 1:0 ამარცხებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიას 1:0 ამარცხებს.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0), სასურველი დებიუტშივე
დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. მერე ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტიმი 1:0 მოვიგეთ.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ჩრდ. მაკედონია
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, წიტაიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი, სპიროვსკი, ბარდი, ელმასი, რისტოვსკი, მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 31 /
როგორი სირცხვილია ნაკრებში ნემსაძე ჯამარაულის შემდეგ კვეკესკირი აბურჯანიას ყურება
alexsis
23 სექტემბერი 2022 21:13
3
მოდი ვთქვათ სიმართლე, ძალიან ცუდად ვთამაშობთ. ძალიან ბევრი დაკარგვა გვაქ, ეს ფეხბურთი არაა.
Semi
23 სექტემბერი 2022 21:08
2
ნახევარდაცვა გვყავს? ხვიცა უკვე თილისმას ემსაგვსება. მისდის თამაში თუ არა თვითონაც და გუნდს რარაც შედეგს მაინც დებს. სამწუხაროა რომ ჩაკვეტაძეს ისევ არ უმართლებს. წარმატება მეორე ტაიმში.
გიორგი
23 სექტემბერი 2022 21:04
0
პირველ არხზეა, მაგრამ უნამუსოდ ჭედავს. პროვაიდერებს ერთხელაც ავულესავ სიფათებს. ტარიფებს ზრდიან, ხარისხი იგივეა ან უარესი.
ლევანი
23 სექტემბერი 2022 21:04
1
სანიოლი მწვრთნელი არ არი, აბურჯანიას რა უნდა ნაკრებში. მორიგი წასაგებად დაყენებული სასტავი
Ff
23 სექტემბერი 2022 21:04
8
1 არხზე, ასევე worldsport.ge-ზე
დდ
23 სექტემბერი 2022 21:02
0
liveball გუგლიში ჩაწერე და აქ შეგიძლია უყურო არ დაბლოკოთ ყურება უნდა ადამიანს გთხოვთ ❤
ემიგრანტი
23 სექტემბერი 2022 21:02
0
პირდაპირი ლაივის ყურება აქ შეიძლება
https://www.youtube.com/watch?v=vg2c4qQX0u4&ab_channel=%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98
მოსე
23 სექტემბერი 2022 21:01
0
არცერთი გამთამაშებელი არ გვყავს ნახევარ დაცვაში ყველა ჩამშლელი ნახევარ მცველია ბევრი პრესინგი საერთოდ არ არის რაც ცუდია კარგია რომ ვიგებთ და მოვიგებთ.
ემიგრანტი
23 სექტემბერი 2022 21:00
0
პირველ არხზე
777
23 სექტემბერი 2022 20:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული