პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას 1:0 ამარცხებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიას 1:0 ამარცხებს.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0), სასურველი დებიუტშივე
დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. მერე ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტიმი 1:0 მოვიგეთ.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ჩრდ. მაკედონია
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, წიტაიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი, სპიროვსკი, ბარდი, ელმასი, რისტოვსკი, მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 31 /
Betcity-ზე ვუყურებდი დაგლიჯა ნერვები,ჭედავს საშინლად მაგრამ ერთი აზრი მაინც გამოვიტანე-ჟორჟიკა გვჭირდება სასწრაფოდ)
გიუშა
23 სექტემბერი 2022 20:59
0
yandex.ru ზე აკრიფე футбол онлайн, ამოგიგდებს საიტებს და იპოვი
მე
23 სექტემბერი 2022 20:58
2
Livetv.ru
Terasini
23 სექტემბერი 2022 20:58
1
ვილი გთხოვ ზივზივაძე შეცვალე რაღაც ჭირს. იქნებ რამე უჭირს კითხე. ასეთ შანსებს არ გაანიავებდა რომ რამე პრობლემა არ იყოს. არ წაუვიდა დღეს თამაში რა პრობლემაა შემოუშვი მიქაუტაძე. იქნებ დღეს მას წაუვიდეს თამაში და კვარასაც სივრცეები გაეხსნება.
roma bejanidze
23 სექტემბერი 2022 20:58
1
ქვეყნის მთავარი არენის მოედნის საფარი სექტემბერში კი არა, შუა ზამთარში არ უნდა იყოს ამ დღეში. დანარჩენს არა უშავდა.
ქომაგი
23 სექტემბერი 2022 20:55
0
არა რა კვარა რა კლასნი გახდა, შეხედა რომ მარცხენა ფლანგზე ორი-სამი კაცი ედგა და თამაში არ მიდიოდა. მერე შეცვლა ფლანგი და მაგ მომენტში კარში არ წავიდოდა მახვილი კუთხე იყო და პრასტრელი გააკეთა მაგ მცველი რომ არა კაშო იყო იქვე. ფაქტიურად გოლი შექმნა არაფრისგან, აი ესაა კლასი. ნაკრების თამაში ძალიან ბუნდოვანია. ცენტრში ბურთს ვერ ვიჭერთ და ფლანგებზე არ მიდის კარგი ბურთი.
zaza
23 სექტემბერი 2022 20:55
1
ვინმე დაწერეთ სად ვუყურო,არა ვარ საქართველოში
გიუშა
23 სექტემბერი 2022 20:53
1
Fox Sport ზე შედი არი, უკიდურეს შემთხვევაში livetv.sx
new york
23 სექტემბერი 2022 21:01
0
televizia.org
aq naxe
23 სექტემბერი 2022 20:57
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული