საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა, B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0),
სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), წიტაიშვილი (აზაროვი 72), კვარაცხელია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი (სერაფიმოვი 72), მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ბარდი (ელიზი 84), ელმასი, რისტოვსკი (ატანასოვი 73), მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 114 /
ეხლა სათითაოდ თითო ბოთლი ჭაჭა საჩუქრად და დაახვევინეთ აქედან!!! რომ მწარედ და ტკბილად გახსოვდეთ საქართველოსთან წაგება
chexaviik
23 სექტემბერი 2022 22:05
3
დიდი მადლობა ბიჭებს. რთულ თამაში იყო და კლასის ხარჯზე აჯობეს. რაც შეეხება მოედნის საფარს - როგორ შეიძლება ასეთ მოედანზე პროფესინალური ფეხბურთის თამაში. ორმოები, ბურთი დაცანცარებდა მინდოზე, მინდორის ნაფლეთები ყველგან, ასე ჰო შეიძლება ფეხბურთელმა უმძიმესი ფეხის დაზიანება მიიღოს. გაოგნებული ვარ. ნუთუ არ შეიძლება მინდორის საფარის კეთილმოწობა? ბიჭებმა თავისი შესაძლებლობების ნახევარიც ვერ უჩვენეს იმიტომ, რომ მინდორი იყო მთლიანად განადგურებული. კიდევ ერთხელ დიდი მალობა ჩვენს ბრილიანტ ბიჭებს. დიდი მადლობა ვილის.ყველას გილოცავთ ბ ლიგაში აღზევებას.
TanoLife
24 სექტემბერი 2022 04:09
3
გილოცავთ ყველას! ესაა კლასი. არც ისე კარგი თამაში მაგრამ მოგება!
შოთა
23 სექტემბერი 2022 22:07
2
გილოცავთ სრულიად საქართველოოოოოოოოოოოო ღმერთი გფარავდეთ ბიჭებო. სულ ასე სიარულით მოგეგოთ თამაშები. ცუდად ვითამაშეთ და მოვიგეთ. ვისაც საქართველოს გამარჯვება ეწყინააააა.
roma bejanidze
23 სექტემბერი 2022 22:01
2
Რატომ ვერ ითამაშა კარგად კვარაცხელიამ?იმიტომ, რომ არასოდეს მინახავს ასეთი საზიზღარი მოედნის საფარი, ეს იყო სირცხვილი კიარა, უდონობა!!!! Მასეთ საფარზე ან საერთოდ როგორ ითამაშეს, მართლა ყოჩაღ!!!
Georgian
24 სექტემბერი 2022 00:06
2
რატომ ვერ ითამაშა კარგად კვარაცხელიამ?თითქოს მართლაც ვერ ითამაშა და ისიც მესმის,რომ კითხვა რყტორიკული იყო და სხვა აზრის განვითარებისათვის გამოიყენეთ,მაგრამ მართლაც ვერ ითამაშა კარგად?ამ თამაშში არ ჰქონია ფანტასტიკური დრიბლინგები,რაც იტალიაში გადავიდა,იქაც,თითქოს სულ უფრო ნაკლები აქვს,მაგრამ სწავლობს,ისწავლა,სწორი მოძრაობა,პოზიციის არჩევა და რასაც ადრე დრიბლინგით და უამრავი ჯიკაობის თუ ფეხებში რახარუხის შემდეგ აღწევდა,ახლა კონკრეტულ სიტუაციაში გაელვების ხარჯზე აკეთებს.ამ თამაშშიც ორივე გოლი მისი იყო და თანაც ორივე შემთხვევაში,მარჯვენა ფლანგიდან.თავის ფლანგზე,ბურთსხვიჩამდე არ უშვებდნენ და მანაც თავისუფალი ზონების ძებნა,მარჯვენა ფლანგზე დაიწყო.შედეგიც სახეზეა.ბრწყინვალე იყო ბუდუ ზივზივაძე.ისიც აუცილებლად გაიტანდა,თუმცა გრძელი გარღვევის შემდეგ,დასარტყმელად ძალა აღარ ეყო.კარში ლორია რომ ყოფილიყო,ვფიქრობ ისიც აიღებდა იმ ბურთებს,თუმცა მამარდა იდგა და შესანიშნავადაც იდგა.კარგი იყო კვირკველია და ზურიკო პირველ ტაიმში,დანარჩენები კი,უარესად გამოიყურებოდნენ,ვიდრე თუნდაც ზაფხულის თამაშებში.ბევრს აშკარად ეტყობოდათ,რომ მცირე სათამაშო დრო აქვთ,საკუთარ კლუბებში,ნახევარდაცვაში ძალიან გვაკლდა კიტეიშვილი.სერიოზულად მეშინოდა,რომ მაკედონიაში გამარჯვების შემდეგ,განწყობა,იქ გადავუარეთ და აქაც ადვილად მოვუგებთო,ცუდ სამსახურს გაგვიწევდა და მგონი გამართლდა ჩემი შიში.ყოველ შემთხვევაში ,წუხანდელ თამაშს,გამარჯვების გარდა,აქტივში სხვა ვერაფრით ჩავითვლით.მეტი რაღა გინდაო,მეტყვიან,მაგრამ ეს იყო გამარჯვება,მიუხედავად იმისა,რომ კარგად ვერ ვითამაშეთ.ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა ჩვენ სინამდვილეში და ეს ნიშნავს,რომ უკვე გვყავს ისეთი შემსრულებლები,რომლებსაც მომენტის და უპირატესობის გარეშე შეუძლიათ, მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტა.რა თქმა უნდა ეს ხვიჩაა,თუმცა ბუდუ და ზურიკოც ამ თამაშში,თვითონ იქმნიდნენ შანსებს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.მთავარია ზრდა არ შეწყვიტონ.გავიმარჯვეთ და გილოცავთ.ბ ჯგუფში გადავედით და ამასაც გილოცავთ!რა თქმა უნდა ფეხბურთელებსაც ვულოცავ,ამ საკმაოდ მძიმე გამარჯვებას,თუმცა მეორე მხრივ,ნაკრებს დიდი ანგარიშით გამარჯვება სჭირდებოდა,რათა თურქეთს წამოვწეოდით,ბურთების სხვაობაში და იქნებ ბერძნებმაც დაკარგონ ქულები,თუმცა ნაკრებს საამისო მცდელობები კი არა,წინ წასვლის სურვილიც აღარ აღმოაჩნდა.მგონი ძალა აღარც ჰქონდათ და ვერც შეცვლაზე შემოსულებმა შეცვალეს თამაში.ბოლოს ძველი ნაკრებივით,საჯარიმოდან აღარ გამოვდიოდით და ზუსტ პასს ვეღარ ვაკეთებდით.შეიძლება ითქვას,რომ ნახევარდაცვამ ვერ გაქაჩა და ცენტრი წაგებული გვქონდა.აი ეს კი,მართლაც სერიოზული ნაკლია,ამბიციური(როგორიც დღეს უკვე ჩვენი ნაკრები გვგონია),ნაკრებისათვის.ბულგარეთმა გიბრალტარს გადაურბინა და იმედია ჩვენც შევძლებთ,მათ დიდი ანგარიშით დამარცხებას.იმდენით მაინც,რომ თურქებს ბურთების სხვაობით ვაჯობოთ.
სოსო
24 სექტემბერი 2022 12:38
0
პირველ რიგში მოგებას გილოცავთ ყველას თავიდან მეშინოდა და გოლს ველოდი ჩვენს კარში.... ნახევარდაცვა კიარა პრახადნოი დვორი იყო.. არც აბურჯანია და არც კვეკვე არაა ის ხალხი სასტარტოში რომ იდგნენ.. კანკავას რა მოელანდა რატო წავიდა კლუბში ჯერ კიდევ კარგად თამაშობს... კიტე ძალიან აკლია გუნდს... ლობჟანიძეც დააკლდა.. იმედია მარიდაშვილი წამოვა ჩვენსკენ ძალიან გვჭირდება...ჩაკვეზე უკვე კომენტარის დაწერაც მეზარება რა ჭირს თვითონაც ვერ გაუგია ან ქონდა სიცხე და ან არა ეგეც გასარკვევია?!
რონი
23 სექტემბერი 2022 22:36
4
რა მოელანდა და კობიაშილს უსწრებდა, ნაკრებში თამაშების რაოდენობით, მაგრა გაგვიტეხა გული გულშემატკივრებს.
მალხაზ ჯობავა
23 სექტემბერი 2022 23:53
6
სამარცხვინო ფეხბურთს ვთამაშობთ!!! კ
იპონი
23 სექტემბერი 2022 22:49
49
სამარცხვინო ეს კომენტარია
აკო
23 სექტემბერი 2022 23:23
7
არ დაგეთანხმები. მეტოქეს გამარჯვება სჭირდებოდა, მოგვაწვა და რისი საშუალებაც გვქონდა ის ვითამაშეთ, მაგრამ შედეგს მივაღწიეთ და არა მარტო ამ თამაშში. ზედა ლიგაში ავიწიეთ და ეს უკვე პროგრესის ნიშანია. იქ უკვე ევროპის საშუალო დონის გუნდებთან გვექნება საქმე და რეალური პროგრესიც იქ გამოჩნდება. თუ არა და დიდ ბიჭებთან თამაშით უფრო მეტს ვისწავლით, უკეთესი შანსი ექნებათ ბიჭებს თავის წარმოჩენის და უკეთეს გუნდებშიც უფრო მეტი ფეხბურთელი გადავა.
odala
24 სექტემბერი 2022 10:17
0
ნოპოლში წასვლამდე უფრო ნაკრებში შრომისუნარიანი იყო აი ჩემი შთაბეჭდილება. დღეს კვარა არა ნაკრებში არამედ ნაპოლში მოთამაშე მეგონა. დარწმუნებული უკანა ხაზელების და მომენტს რომ ელოდება. ვფიქრობ მეტად უნდა გაისარჯოს. ნაკრები ნაპოლი არ არის
ჯუბა
23 სექტემბერი 2022 22:23
22
რას წერ ?დღეს კვარა რო არ გვყოლოდა კაი ჩიტსაც დავიჭერდით ..მიმხვედრი მიხვდება .
goga
23 სექტემბერი 2022 22:31
2
ბუდუ კლასია. კვარა არა კვატი ბუდუს გაუმარჯოს
ბუდუ
23 სექტემბერი 2022 22:45
26
აუცილებლად დაბრუნდება ჩაკვე და კიტე ცენტრში დავიჭერთ ბურთს.
თომა
23 სექტემბერი 2022 22:35
1
გილოცავთ ყველას, ყველას!
ჩემი აზრით ცენტრი მისცეს ბოლომდე მაკედონიას. ბურთს ისინი ათამაშებდნენ, ჩვენ შეცდომებზე შეუგდეთ. ეს იყო სანიოლის ტაკტიკა, და რას ერჩი, გაამართლა. ასე რომ არ გინდათ, საშინლად ვითამაშეთ და ასეთები. აკადემიურად მოუგეთ, შეცდომები კი ქვქონდა, მაგრამ გოლი არ გაგვიშვია. მეტი რაღა გვინდა ჰაა...?
ლევანი
23 სექტემბერი 2022 22:43
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული