საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა, B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0),
სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), წიტაიშვილი (აზაროვი 72), კვარაცხელია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი (სერაფიმოვი 72), მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ბარდი (ელიზი 84), ელმასი, რისტოვსკი (ატანასოვი 73), მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 114 /
მე მგონი დამთავრდა ,,კარგად ვითამაშეთ,მაგრამ წავაგეთ,, ამჯერად ,,ცუდათ ვითამაშეთ,მაგრამ მოვიგეთ,,
გურულო
23 სექტემბერი 2022 22:01
0
აი აქ იგრძნონა ზუსტად კლასი. ვულოცავ საქართველოს. წინ დიდი გამარჯვებებია!
შოთა
23 სექტემბერი 2022 22:06
2
მაკედონიამ კვარა კარგად ამოკეტა, ფაქტიურად მარცხენა ფლანგიდან შანსი არ მისცა და რა ქნა კვარამ? ჯერ მარჯვენა ფლანგიდან მის აქტიურობას გოლი მოყვა და მერე ბუდუს დიდებული გარღვევა, როგორ ფორვარდივით გაყვა და დაასრულა. ეს არის უმაღლესი კლასი ფეხბურთელის რომ თამაში არ მიგდის ფინტები არ მიგდის და ასრულებს! კვარა უნივერსალია. მთლიანობაში გუნდმა ვერ ითამაშა, დაცვა წვალობდა, ბევრი შეცდომაც დაუშვა მაგრამ მთლიანობაში ნორმალურად ითამაშა. ნახევარდაცვა არ ვარგოდა, ბარდიმ აქეთ იქით აცურავა ჩვენები. როგორც გუნდი მაკედონიამ უფრო გამართული ფეხბურთი ითამაშა. ბუდუ ცალკე აღვნიშნის ღირსია, კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა. მამარდა უძლიერესია და დიდი პლუსი გვაქვს ეგეთი მეკარე რომ გვყავს კარში.
zaza
23 სექტემბერი 2022 22:09
0
მაგიტომ უნდა იყოს კვარა თავისუფალი სდიონ სადამდეც უნდათ მთელ მოედანზე ხომ ვერ ამოკეტავენ. ყველა მისნაირი ფეხბურთელები უნდა იყვნენ თავისუფლები ოღონდ არ უნდა გაამხილოს ოფიციალურად მწვრთნელმა რომ მოწინააღმდეგე დააგოიმოს
ერთი
23 სექტემბერი 2022 22:20
0
როცა გუნდში კვარაცხელია გყავს უკვე წარმატების ნიშანია მაკედონია უტევდა მარა ცალი თვალი უკან ქონდა .გილოცავთ ყველას .პ.ს ზივზივაძე ბრწყინვალე იყო .
zurabi
23 სექტემბერი 2022 22:15
1
ადრე ვამბობდით კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთო....ახლა უნდა ვთქვათ ცუდად ვითამაშეთ მაგრამ მოვიგეთ
Gogi
23 სექტემბერი 2022 22:14
1
ეგაა უკვე კლასი .რამდენ დიდ გუნდთან ვითამაშეთ კარგად წარსულში მაგრამ წავაგეთ .
vova
23 სექტემბერი 2022 22:17
2
მოგება ცუდი თამაშიით ! თურმე ასეთებიც არსებობს ( მთელი თამაში იმათ ქონდათ ბურთი და თითქოს 2-3 მოთამაშით მეტნი იყვნენ ! მოედნის ყველა მონაკვეთზე უპირატესობებს ქმნიდნენ კიდევ კარგი თავდასხმაში არ ყავდათ უკეთესი შემსრულებლები თორეეეეეეემ (((((((((
zura222
23 სექტემბერი 2022 22:10
0
ბუდუ შემეცოდა ის ბურთი რომ ვერ გაიტანა, დაიმსახურა ისე კარგად ითამაშა. ყოჩაღ ბუდუს. მე დაწყებამდეც ვიძახდი რთული თამაში გვექნება მაგრამ ორი ბურთით მოვუგებთ მეთქი. არ ვიცი ზოგი რატომ წერთ ცუდი თამაშით მოვიგეთო. სანიოლმა ათამაშა ფრთხილად. ყველამ ვიცოდით რომ შემოგვიტევდნენ და აყოლა არ იქნებოდა კარგი, ამიტომ ვითამაშეთ ასე ფრთხიად. კხვიჩა რომ ხვიჩაა და ბრილიანტი ძალიან მაგარია. მამარდას უკვე შესამჩნევად ეტყობა კლასი და რწმენა საკუთარ თავში, რაც ძალან მაგარია. კაი სეივები და საკმაოდ ძნელი დარტყმულების მოგერიება არც ისე გაუჭირდა. გამოვყოფდი ელმასის თაურს და ბარდის დარტყმულს. ბრავო მამარდას. დავითაშვილიც კარგი იყო. ბრავო ბიჭებს. ყველას გილოცავთ. წარმატება ბიჭებს.
G.LA
23 სექტემბერი 2022 22:33
0
ბუდუსთან დაკავშირებით გეთანხმები 100% მაგრამ სანიოლმა რა დაავლა ამდენი არაზუსტი პასი და შეცდომები? ნაკრები ყველას გვიყვარს და მოგებაც ძალიან გვახარებს მაგრამ ხარისხიანი ფეხბურთი დღეს საქართცელოს ნაკრებს არ ჰქონდა!
SS
23 სექტემბერი 2022 22:37
2
ძალიან დამწყდა გული 5:0 მაინც რომ ვერ მოვიგეთ! როცა გუნდში გყავს კვარაცხელია, ძალიან უნდა მოინდომო რომ წააგო! შეგახსენებთ, სრულიად შემთხვევით არ გავიდა ის ბურთი რომელიც კვარამ მეკარისაგან მარცხენა ზედა კუთხეში უძლიერესი დარტყმით გაუშვა. სწორედ ამ დარტყმის სიძლიერის გამო ბურთმა ბოლო 2 მეტრში მიმართულება ოდნავ შეიცვალა! ბუდუს ის მეორე მოპარული ბურთიც თავისუფლად შეეძლო გოლად ექცია! დაცვიდან ვთამაშობდით, რომ კვარას, ზურიკოს, ბუდუს წინ სივრცეები გახსნოდათ! სწორი ტაქტიკა იყო თუ ასე გამოვიდა ძალიან კარგი შედეგი დაგვიდგა! ღმერთმა დალოცოს საქართველო, მართლმადიდებელ ქართველთა ქვეყანა, ტალანტების, დიდი ისტორუიული პიროვნებების სამშობლო!
aburjga
23 სექტემბერი 2022 22:38
5
ანგარიში კარგია, თამაშის ხარისხი კატასტროფა. ესეთი ცუდი თამაში სანიოლი რაცმოვიდა ალბათ არ გვქონია უნდა გამოვასწოროთ. გიბრალტარს რაც შეილება დიდი ანგარიშით უნდა მოვუგოთ
ქართველი
23 სექტემბერი 2022 22:05
1
ვილი, ნახევარდაცვა ეძებე მაგრად, ფაქტიურად არა გვყავს და მის გარეშე მოვიგეთ. მამარდამ და თავდასხმამ მოიგო, დაცვასაც არა უშავდა რა.....
გუგა
23 სექტემბერი 2022 22:49
0
დღეს ჯაბა გვაკლდა კანკავა ცენტრში
Gio
23 სექტემბერი 2022 22:42
8
ჯაბას მადლობა, მაგრამ გარდა ფიზიკისა და ბრძოლისა ჯაბას არაფერი ქონდა, ჩაკვეტაძე ფორმაში, კიტეს კიდევ ჯაბას ფიზიკა ჭირდება, აბურჯანიას გაღვიძება და ფიზიკა, 4-5 მეტრი ვერ დარბის და დაგვიანებული რეაქციები აქვს, კვეკვესკირი საერთოდ ჩაკარგული იყო, დაცვა? გამოცდილებაღა დარჩა, ლოჩოშვილი 45 წთ ის მოთამაშეა და თანაც თამაშს ვერ კითხულობს, დავითაშილმა 45 წთ ითამაშა და დაიღალა წიტაიშვილივით ეს იმ დროს როცა ბურთი ჩვენ არ გვქონდა ძირითადად დავდიოდით... მაგრამ შედეგი გვაქვს რაც მთავარია, ასეთი თამაშით შემდეგშიც გვექნება შედეგი?
გუსანი
23 სექტემბერი 2022 23:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული