საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა, B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0),
სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), წიტაიშვილი (აზაროვი 72), კვარაცხელია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი (სერაფიმოვი 72), მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ბარდი (ელიზი 84), ელმასი, რისტოვსკი (ატანასოვი 73), მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 114 /
დღესაც გამოჩნდა რამდენად საჭიროა კვარა მოედანზე და რატომ.... დღეს ვაღიაროთ ისე ვერ ითამაშა როგორც მიჩვეულები ვართ მისგან მაგრამ 1] დიდ ფეხბურთელებს შეუძლიათ მხოლოდ ვერ ითამაშონ ისე მაგრამ მაინც არაფრისგან მომენტი შექმნან და გადაწყვიტონ მატჩის ბედი, ესაა კლასი და 2] მთავარი, როცა ასეთი მოთამაშეა მოედანზე 2-3 კაცი გადადის მასზე და ეს სხვა ფეხბურთელებს უთავისუფლებს სივრცეს და უპირატესობას აძლევს გუნდს... პ.ს. ბუდუს და მამარდას წვლილიც დიდი იყო ამ გამარჯვებაში
PIRLO
23 სექტემბერი 2022 23:19
1
მადლობა კვეკვესკირს და აბურჯანიას ნაკრებში გაწეული თავდადრბისთვის. ვუსურვებ მათ სამომავლოდ ბევრ წარმატებას პირად კარიერაში.
რეალი მაკვირდება
23 სექტემბერი 2022 23:19
9
,,ელმასმა ბევრი იწვალა-იტანჯა, მაგრამ კვარამ გოლი-ასისტით შედეგი დადო. ესაა ჯიმა კლასში განსხვავება"- სპალეტიმ ასე უპასუხა მაკედონიას :-)
იღბალო
23 სექტემბერი 2022 23:09
0
მართლაც მთავარი მოგებაა და გილოცავთ ყველას !!!მაგრააამ აი ზუსტად ამ ტურნირზე ბევრჯერ გაგვიმართლა ცუდი თამაშით არა თუ წაგება არამედ ვიგებთ ….უბრალოდ საინტერესო ის არის რა იქნება ამ ტურნირის შემდეგ …თუ ბურთის დაჭერა და კონტროლი არ ვისწავლეთ შესარჩევში ისევ დაგვახევენ ბურთს თავზე …და არ მგონია მერე ვინმეს გაახსენდეს სანიოლის “გენიოსობა” ….ჯერ რა სასტავი დააყენა მერე როგორ ათამაშა ( კიდევ კარგი წიტაიშვილი კარებში არ დააყენა) მხოლოდ 3 ფეხბურთელი შეტევისკენ 8 დაცვის …მართლაც იღბალაა რიკოშეტმა გატეხა თამაში თორემ უეჭველი წავაგებდით…..მაგრამ დღევანდელ დღეზე მოგებულებს არ ასამართლებენო !!!რა ვი აბაა კარგი ჩაკვე და კიტე არ იყო მაგრამ ლობჟანიძე სკამზე და წიტა დაცვაშიი…?! რაა მცველები არ გვყაავს ?? მითუმეტეს როდესსც შემტევები გვაკლია…ჯანდაბას ჩავიგდებ ენას თუ კიდევ გააგრძელებს ეგრე მიგებებს )))
მთავარია
23 სექტემბერი 2022 23:07
26
ერთი კარგი ბურთის დამჭერი რა გაგვიხდა რომ ცენტრი აიღოს თავის თავზე. სხვა პოზიციაზე არ არის პრობლემა ამ ეტაპზე. კი მესმის კიტე და ჩაკვე გვყავს მაგრამ ტრავმა ტრავმა ტრავმა
რაბუ
23 სექტემბერი 2022 23:04
1
შევირგოთ ხალხნო მოგება. რაღა დროს კრიტიკაა. ერთი დღე მაინც ისიამოვნეთ. რა არ გასვენებთ სანაიებო?)))
შოთა
23 სექტემბერი 2022 22:57
37
დედაშენი + სანაია. არ უნდა ითქვას სიმართლე?
ნიკა
23 სექტემბერი 2022 23:12
25
შენ ჯერ აზრის ზრდილობიანად ჩამოყალიბება ისწავლე და მერე დაწერე კომენტარი
დონ ვიტო
23 სექტემბერი 2022 23:08
1
ვილი, ნახევარდაცვა ეძებე მაგრად, ფაქტიურად არა გვყავს და მის გარეშე მოვიგეთ. მამარდამ და თავდასხმამ მოიგო, დაცვასაც არა უშავდა რა.....
გუგა
23 სექტემბერი 2022 22:49
0
სამარცხვინო ფეხბურთს ვთამაშობთ!!! კ
იპონი
23 სექტემბერი 2022 22:49
49
არ დაგეთანხმები. მეტოქეს გამარჯვება სჭირდებოდა, მოგვაწვა და რისი საშუალებაც გვქონდა ის ვითამაშეთ, მაგრამ შედეგს მივაღწიეთ და არა მარტო ამ თამაშში. ზედა ლიგაში ავიწიეთ და ეს უკვე პროგრესის ნიშანია. იქ უკვე ევროპის საშუალო დონის გუნდებთან გვექნება საქმე და რეალური პროგრესიც იქ გამოჩნდება. თუ არა და დიდ ბიჭებთან თამაშით უფრო მეტს ვისწავლით, უკეთესი შანსი ექნებათ ბიჭებს თავის წარმოჩენის და უკეთეს გუნდებშიც უფრო მეტი ფეხბურთელი გადავა.
odala
24 სექტემბერი 2022 10:17
0
სამარცხვინო ეს კომენტარია
აკო
23 სექტემბერი 2022 23:23
7
ვულოცავ ბიჭებს მოგებას!!! ფლეი-ოფში ვის ვხვდებით, გადაწყვეტილია უკვე?
ქომაგი
23 სექტემბერი 2022 22:49
5
ლობოტკა გვინდააააააააააა
mmm
23 სექტემბერი 2022 22:47
5
Zambo Anguissa.
rao
23 სექტემბერი 2022 23:06
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული