სანიოლი: დღეს უნდა ვიზეიმოთ - მეტოქემ შეიძლება გარკვეულ ასპექტებში გვაჯობა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღეს მთავარია ის ვიზეიმოთ, რასაც მივაღწიეთ, ის პროგრესი აღვნიშნოთ, რაც უკანასკნელი 6-8 თვის განმავლობაში გვაქვს. ერთა ლიგის პლეი-ოფამდე საკმაოდ დიდი დროა და მასზე ლაპარაკი ცოტა ადრეა.

დაგეგმილი ნამდვილად არ გვქონდა, რომ მეტოქისთვის ბურთი დაგვეთმო. ჩრდ. მაკედონიამ წინა მატჩებისგან განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა და ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდა, მისთვის ალღო აგვეღო. ალბათ, გარკვეული წნეხიც არსებობდა, რადგან ჯგუფში გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. იმის შემდეგ, რაც გოლი გავიტანეთ, უფრო თამამად ავთამაშდით.

ჩრდ. მაკედონია კარგი გუნდია, გარკვეულ ასპექტებში იქნებ გვაჯობეს კიდეც, მაგრამ ეს კარგი გამოცდილებაა, რათა გუნდმა პროგრესი განაგრძოს.

ამ ეტაპზე გიბრალტართან შეხვედრის შემადგენლობასა და შესაძლო როტაციაზე არ ვფიქრობ. დავაკვირდები, როგორ განვითარდება აღდგენის პროცესი. მე ვალდებული ვარ არა მაქსიმალურად ყველას მივცე თამაშის საშუალება, არამედ საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო.

ფეხბურთში ხშირად გარკვეული ტაქტიკით იწყებ, მაგრამ შესაძლოა, გადაწყობა დაგჭირდეს. გატანილი გოლის შემდეგ უფრო თამამად ავთამაშდით. ფეხბურთი ისეთი ლოგიკური თამაში არაა, როგორიც მაგალითად, ჭადრაკი. შესაბამისად, ყოველთვის შეიძლება, გარკვეულ ეპიზოდებში მეტოქემ შენზე უკეთ ითამაშოს და ტაქტიკურადაც გაჯობოს.

გიორგი ჩაკვეტაძეს ტემპერატურა და მუცლის ტკივილი აწუხებდა. თუკი გიბრალტარში გაფრენამდე ვერ მომჯობინდა, მაშინ ის ჩვენთან ერთად არ იქნება. ის ახლა თამაშს ნამდვილად იმსახურებს".

მკითხველის კომენტარები / 27 /
ჩაკვეტაძე გვაკლდა ,კიტეისვილმაც დაიწვო და შევა ფორმაში .ძალიან საჭიროა ნაკრებისთვის.







უშანგი
24 სექტემბერი 2022 00:54
1
ყოჩაღ ბუდუ - ნე ზაბუდუ. შენ მოიგე თამაში!
პლეხანოვზე გაზრდილი
24 სექტემბერი 2022 00:54
0
მალადისვილი მალადისვილი რომ შეჭამეთ ტვინი,ძმურად გინახავთ ერთი თამაში მისი ბოლომდე მაინც?!)))
გიუშა
24 სექტემბერი 2022 00:49
15
იმედია მომავალ შეხვედრებში გამოასწორებთ იმ ჩავარდნებს, რომელიც საკმაოდ უხვად ჰქონდა ჩვენს ნაკრებს ამ თამაშში. აშკარაა ჩაკვეს გარეშე ბურთის ამოტანა და ცენტრის კონტროლი გვიჭირს. ყოჩაღ ზივზივაძეს. მადლობა მოგებისთვის.
WTF
24 სექტემბერი 2022 00:06
1
ფსიქოლოგიური წნეხი იყო დიდი. როცა კონკურენტს ეთამაშები და მოგების გარდა დიდი ანგარიშით გინდა მოიგო ვფიქრობ ძალიან რთულია. მაგრამ წნეხის მიუხედავად 2:0 ჩემის აზრით ძალია მაგარი შედეგია
გერმანია
24 სექტემბერი 2022 00:04
1
30 celicadshi pirvelad vnaxe, glaxad vitamashet da forit movigeet saocaria.!
Tbilis
23 სექტემბერი 2022 23:55
2
ერთი ადგილი გაანძრიონ ფედერაციაში და მარადიშვილი ჩამოიყვანონ ნაკრებში.

არ გვაქვს მისნაირი ფეხბურთელის დაკარგვის ფუფუნება.
jo
23 სექტემბერი 2022 23:54
27
მარადაშვილი კიარა მთლად აზანოვი ჩამოიყვანეს როცა მცირე შანსი გაჩდა და სურვილი გამოთქვა.ერთი ადგილი გაანძრიე რო ამბობ რაქნან თუ არუნდა მოიპარონ და ნაბადში გახვეული ჩამოიყვანონ?:))
მოსეხონელი
24 სექტემბერი 2022 07:15
0
ფსიქოლოგიური წნეხი ძალიან დიდი იყო. როცა ერთი ქულა გჭირდება პირველი ადგილისთვის ძალიან რთულია. მაგრამ ამ წნეხის მიუხედავად მაინც შეძლეს მოგება და თანაც ორით ნული.გილოცავთ ყველას.
გერმანია
23 სექტემბერი 2022 23:54
0
გადამწყვეტი შეხვედრის წნეხი აწვებოდა გუნდს და ერთმანეთს უყურებდნენ ვინ აიღებდა თამაშს თავის თავზე. ძველი სენია. კიდევ კარგფი ბოლოს ისევ კვარაცხელიამ გატეხა ნავსი. მერე ბუდუმ იმუშავა მაგრად. მეტი თავდაჯერება გვჭირდება. სანიოლი ის კაცია ვინც ამაზე მუშაობს. ჩაკვეტაძე გვაკლდა ძალიან. აწი, წარმატებები.
გიორგი
23 სექტემბერი 2022 23:47
0
ჩვენი გუნდის თამაში არ მომეწონა. მაკედონია გვარიანად გვჯობდა. პირველი შემთხვევა ხომ არაა, როცა ანგარიში არ ასახავს რეალურ სურათს. რაღაც შესაცვლელია.
ამო
23 სექტემბერი 2022 23:42
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული