სანიოლი: დღეს უნდა ვიზეიმოთ - მეტოქემ შეიძლება გარკვეულ ასპექტებში გვაჯობა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღეს მთავარია ის ვიზეიმოთ, რასაც მივაღწიეთ, ის პროგრესი აღვნიშნოთ, რაც უკანასკნელი 6-8 თვის განმავლობაში გვაქვს. ერთა ლიგის პლეი-ოფამდე საკმაოდ დიდი დროა და მასზე ლაპარაკი ცოტა ადრეა.

დაგეგმილი ნამდვილად არ გვქონდა, რომ მეტოქისთვის ბურთი დაგვეთმო. ჩრდ. მაკედონიამ წინა მატჩებისგან განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა და ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდა, მისთვის ალღო აგვეღო. ალბათ, გარკვეული წნეხიც არსებობდა, რადგან ჯგუფში გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. იმის შემდეგ, რაც გოლი გავიტანეთ, უფრო თამამად ავთამაშდით.

ჩრდ. მაკედონია კარგი გუნდია, გარკვეულ ასპექტებში იქნებ გვაჯობეს კიდეც, მაგრამ ეს კარგი გამოცდილებაა, რათა გუნდმა პროგრესი განაგრძოს.

ამ ეტაპზე გიბრალტართან შეხვედრის შემადგენლობასა და შესაძლო როტაციაზე არ ვფიქრობ. დავაკვირდები, როგორ განვითარდება აღდგენის პროცესი. მე ვალდებული ვარ არა მაქსიმალურად ყველას მივცე თამაშის საშუალება, არამედ საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო.

ფეხბურთში ხშირად გარკვეული ტაქტიკით იწყებ, მაგრამ შესაძლოა, გადაწყობა დაგჭირდეს. გატანილი გოლის შემდეგ უფრო თამამად ავთამაშდით. ფეხბურთი ისეთი ლოგიკური თამაში არაა, როგორიც მაგალითად, ჭადრაკი. შესაბამისად, ყოველთვის შეიძლება, გარკვეულ ეპიზოდებში მეტოქემ შენზე უკეთ ითამაშოს და ტაქტიკურადაც გაჯობოს.

გიორგი ჩაკვეტაძეს ტემპერატურა და მუცლის ტკივილი აწუხებდა. თუკი გიბრალტარში გაფრენამდე ვერ მომჯობინდა, მაშინ ის ჩვენთან ერთად არ იქნება. ის ახლა თამაშს ნამდვილად იმსახურებს".

მკითხველის კომენტარები / 27 /
30 celicadshi pirvelad vnaxe, glaxad vitamashet da forit movigeet saocaria.!
Tbilis
23 სექტემბერი 2022 23:55
2
ჩვენი გუნდის თამაში არ მომეწონა. მაკედონია გვარიანად გვჯობდა. პირველი შემთხვევა ხომ არაა, როცა ანგარიში არ ასახავს რეალურ სურათს. რაღაც შესაცვლელია.
ამო
23 სექტემბერი 2022 23:42
6
ერთი ადგილი გაანძრიონ ფედერაციაში და მარადიშვილი ჩამოიყვანონ ნაკრებში.

არ გვაქვს მისნაირი ფეხბურთელის დაკარგვის ფუფუნება.
jo
23 სექტემბერი 2022 23:54
27
მარადაშვილი კიარა მთლად აზანოვი ჩამოიყვანეს როცა მცირე შანსი გაჩდა და სურვილი გამოთქვა.ერთი ადგილი გაანძრიე რო ამბობ რაქნან თუ არუნდა მოიპარონ და ნაბადში გახვეული ჩამოიყვანონ?:))
მოსეხონელი
24 სექტემბერი 2022 07:15
0
მალადისვილი მალადისვილი რომ შეჭამეთ ტვინი,ძმურად გინახავთ ერთი თამაში მისი ბოლომდე მაინც?!)))
გიუშა
24 სექტემბერი 2022 00:49
15
როცა გუნდს თამაში არ მიდის და იგებს ესა დისიპლიმა და მწრვთენელი დამსახურება.ხვიჩა მის გემოზე არ იცვლიდა მხარეებს ის პროფესიონალია და უსმენ მწრვთნელს.ასევ დაცვა იყო დისიპლინის მაგალით მიუხედავად დი წნეხისა თითქმის უშეცდომონიყო.ასე იგებდა იტალია თასებს ელოდა შანს და იყენებდა.მადლობა სანოს:))ეგ ყოფილა ადრე სანოძე მერე გადასულან ხვსურეთში და გადაუკეთებიათ გვარი გამხდარან სანოულები
მოსეხონელი
24 სექტემბერი 2022 08:45
0
ვულოცავ ბიჭებს და მთლიანად საქართველოს.
ანგარიში მშვენიერი, თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. მესმის წნეხი, ნერვიულობა, მაგრამ ასევე კარგად ჩანდა ცენტრში სუსტი თამაში, ბურთის თრევა. სანიოლმაც ხაზი გაუსვა ,,რიგ ასპექტებში შესაძლოა მეტოქე გვჯობდა,,- ო. ყოჩაღ ბუდუს, მამარდას, კვარას...
იმედი მომავლის
baggio
24 სექტემბერი 2022 09:30
0
რა ვთქვა. ხვიჩა არის ფენომენი.
ერთ კაცს ამხელა გავლენა ქონდეს მე არ მახსენდება.
ნაპოლიშიც იგივეა. თამაშების 90% ხვიჩას თამაშით მოიგო.
მამარდა უბრალოდ უმაღლესი დონე.
ბუდუ კარგია. მაგრამ რა ქნას სისწრაფე აკლია. მემგონი 2 ფორვარდით უნდა ვითამაშოთ.
ზოგადად გუნდის ხერხემალი ნახევარდაცვაა.
- მოდრიჩი, ვალვერდე, კაზემირო, კროოსი -
აი რის ხარჯზე იგებს რეალი ჩემპიონთა ლიგას.
შეხედეთ ჩვენი ნაკრების შუა ხაზსს და ტირილი მოგინდება.
ისევ ხვიჩა ეს პატარა ბიჭი ზიდავს მთელი ნაკრების ტვირთს
Las
24 სექტემბერი 2022 06:24
0
მე მეჩვენება თუ მართლა აგვიანებს შეცვლებს? 60ე წუთზე ხო შეიძლება შეცვალოს ფეხბურთელები? თან როცა ვერ გამოდის რაღაც ან დაღლილობა იგრძნობა, ყოველ თამშზე ასე შვრება
გიგა
24 სექტემბერი 2022 01:46
30
შენ ეტყობა ვაისი არ გინახავს. მაგას დამატებით დროში უყვარს ცვლილებების გაკეთება
დავით 67
24 სექტემბერი 2022 04:28
1
პირველი ნახევარი საათის ცუდი თამაში ფსიქოლოგიური წნეხის ბრალია, ამ მხრივ მუშაობა გვმართებს. სამი მცველით თამაში მაშინ ამართლებს, როდესაც აქტიური ფლანგები გყავს (ორივე პასიური იყო, კაკაბაძეც და წიტაც), შედეგად მივიღეთ, რომ დაგვჩაგრეს ნახევარდაცვაში. მარჯვენა ფლანგზე რომ დაეყენებინა ლობჟანიძე, მივიღებდით ძალიან მობილურ მარჯვენა ფლანგს და ალიოსკი იძულებული იქნებოდა დაცვაძე ეფიქრა, არადა გაილაღა გუშინ. მთავარია, არანაირი ავტორიტეტის აღარ გვეშინია, აღარ გვიკანკალებს მუხლები მატჩის დაწყებამდე. წარმატებები ბიჭებო, თქვენ გაიხარეთ ჩვენი გახარებისთვის
ძველი გულშემატკივარი
24 სექტემბერი 2022 13:53
0
არაბიძე მოუხდებოდა ამ ნაკრებს ძალიან
geo
24 სექტემბერი 2022 04:48
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული