"ხვიჩა მთავარი გმირი იყო" - "ნაპოლი" და იტალიური მედია კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან თავისი საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ პრაგმატულად თამაშით კლასის ხარჯზე გაიმარჯვა და მიზანს მიაღწია. ხვიჩა კვარაცხელიამ შეიძლება ბევრჯერ დაკარგოს ბურთი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს აუცილებლად ისეთ რამეს მოიმოქმედებს, თამაშს რომ "გააკეთებს" და მნიშვნელოვან მომენტში თავის გუნდს დაეხმარება. ასეა კლუბშიც და ასეა ნაკრებშიც. მან ერთა ლიგის 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ნორვეგიელ ერლინ ჰოლანს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 5 გოლია.

ჩვენებურის კარგ ასპარეზობას "ნაპოლის" საიტი გამოეხმაურა: "კვარაცხელია და ელმასი პირისპირ. "კვარა" გოლებში და დიდი
გმირი. მთავარი გმირის მიერ ჩაწოდებული ბურთი ჯერ მიოვსკიმ საკუთარ კარში ჩაჭრა, შემდეგ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კვარაცხელიამ და ელმასმა შეუცვლელად ითამაშეს".

Napoli Today წერს, რომ ნეაპოლელმა ფეხბურთელებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ერთა ლიგაზე მოგებულ შეხვედრებში და მთავარი გმირები გახდნენ - იტალიამ მილანში ინგლისს ჯაკომო რასპადორის გოლით 1:0 სძლია, ხოლო კვარაცხელიასა და ელმასის დერბიში საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა. ქართველმა პირველი ავტოგოლის "პროვოცირება" მოახდინა და თავადაც გაიტანა.

ქართველმა "ნაპოლიში" ადაპტაციაზე კომენტარი Football Italia-სთან გააკეთა:

"როდესაც მივედი, ყველა ფეხბურთელი გუნდში არ იყო. ამიტომ თავიდან მარიო რუისთან ვურთიერთობდი. ყველამ ინგლისური არ იცის, მაგრამ მან ამიხსნა, როგორ უნდა მოვიქცე და რა უნდა ვაკეთო ვარჯიშებზე. პირველი დღე ყოველთვის რთულია. თბილად შემხვდნენ. აქ ყველასგან შეგიძლია ისწავლო, მხოლოდ მოედანზე კი არა, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მაგარი სტადიონი აქვთ და მაგარი გულშემატკივრები ჰყავთ. ეს წარმოუდგენელია. თუ ქალაქში გახვალ და ნებისმიერ ადამიანს დაელაპარაკები, 80 წლის ქალს ან ბავშვს, "ნაპოლიზე" ყველამ ყველაფერი იცის. იტალიურის სწავლას ვცდილობ, თავისუფალ დროს ვიყენებ, რათა გაკვეთილებზე ვიარო.

სპალეტიმ მითხრა, რომ კარგად ვმოქმედებ, როდესაც მეტოქესთან ერთი ერთზე ვრჩები, მაგრამ გუნდზე მუშაობაზე უკეთესი უნდა გავხდე. რასაც მწვრთნელი მეუბნება, ყველაფერს ვაკეთებ.

ყოველთვის მეგონა, რომ ვარჯიშებზე დიდ დროს ვხარჯავდი, თუმცა "ნაპოლიში" მისვლისას მივხვდი, რომ ეს ასე არ არის. აქ დონის ამაღლებაა საჭირო. გუნდისთვის მეტი უნდ გავაკეთო. სერია A მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა. კარგად ვადაპტირდები, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მოკლედ კვარა მართლა "ცხელია' მარცხენა ფრთიდანაც მაგარია და მარჯვნიდანაც
ბადრი
13:58 24-09-2022
0
მᲗავარი გმირი არის ბუდუ
გოᲩა
11:54 24-09-2022
4

სიახლეები პოპულარული