საქართველოს ნაკრები გიბრალტარში ჩაკვეტაძის გარეშე ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბოლო შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენმა გუნდმა თბილისიდან მალაგაში ჩარტერული რეისით იმგზავრა, შემდეგ კი გიბრალტარში ჩავიდა.

ვილი სანიოლის გუნდი გიბრალტარში 22 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. მაღალი ტემპერატურის გამო გიორგი ჩაკვეტაძე გიბრალტარში გუნდთან ერთად ვერ გაემგზავრა და ბოლო ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

25 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარში პირველ ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, მთავარი მწვრთნელის ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა C დივიზიონის მეოთხე ჯგუფი მეხუთე ტურში, ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხების
შემდეგ მოიგო და ამ დროისთვის 13 ქულა აქვს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი)

25 სექტემბრის განრიგი (თბილისის დროით)

12:00 გიბრალტარის ნაკრების ვარჯიში

13:15 გიბრალტარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

19:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

20:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში

გიბრალტარსა და საქართველოს შორის მატჩი 26 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 18 /
ამ ბიჭს რა ჭირს ძლივს დაიწყო თამაში და ეხლა სიცხე აქვსო,ჩაკვე ფორმაში + კვარა ნებისმიეე ნაკრებს შეგვიძლია მოვუგოთ
gio77
26 სექტემბერი 2022 10:06
0
პენსიამდე პერსპექტიული იქნება.
სამართალი
25 სექტემბერი 2022 20:33
3
თუ მოინდომეს, ქართველი ჟურნალისტები შუბლით ამტვრევენ რკინის კარებს და შტურმით იღებენ მავთულხლართშემოვლებულ ღობეს... განა რა გახდა ერთი ინტერვიუ ან ობიექტური ინფორმაცია ჩაკვეტაძეზე, სახელმწიფო საიდუმლოებაა?!...თბილისშია ბიჭი ჩამოსული, ბრაზილიაში ხომ არ უნდა ეძებოთ კარნავალებზე?!...
ვანდა ნარა
25 სექტემბერი 2022 20:05
0
მე მგონია რომ ეს იყო ერთგვარი “დასჯა” რაღაცის გამო. რა მოხდა მატჩის წინ არ ვიცით, მაგრამ სანიოლის ნათქვამი პრესკონფერენციაზე მომეჩვენა გაფრთხილებად ჩაკვეტაძის მიმართ. თუ სიცხემ არ გაუარა, გიბრალტარშიც მის გარეშე წავალთო. რა სიცხე ხალხო, მომაკვდავ ადამინს აცოცხლებს დღევანდელი მედიცინა, ვის გაუგია სიცხის გამო 4-5 დღის გაცდენა. რაღაც მოხდა

ნეტავი ვცდებოდე
არ ჰგავს სამსუხაროდ სიცხეს
25 სექტემბერი 2022 11:22
21
ანუ ძალით მოწამლეს? ვაი შენს პატრონს.
ეეე
25 სექტემბერი 2022 18:11
1
რამე საშუალება არ არსებობს, რომ პირველმა არხმა სიგნალი არ დაბლოკოს? ან ხალხის მოთხოვნა ან პეტიცია ან საჩივარი არვიცი რაიმე არ არსებობს?
რუსთავი
25 სექტემბერი 2022 11:04
2
პირველი არხის აპი ჩამოტვირთე მეგობარო. მანდ არ იბლომება და ტელეფონში ვუყურებ თუ კომპთან არ ვარ
აპი ჩამოტვირთე
25 სექტემბერი 2022 12:04
0
მოკლედ რა ჭირს ამ კაცს.არადა ერთი კარგი შემტევი ნახევარმცველი როგორ გვჭირდება.ძველი ჩაკვე გვინდა.ხვალ უნდა ვეცადოთ კარგი ანგარიშით მოვიგოთ.და ყაზახეთის მოგება გვაწყობს.ჩვენ ვიქნებით მეორე შედეგის მქონე პირველ ადგილოსანი ყაზახეთი მესამე.სახლში მივიღებთ ყაზახეთს.თურქეთს და საბერძნეთს დაუხოციათ ერთმანეთი.
ლევანი
25 სექტემბერი 2022 10:54
0
კვარაცხელიას გამოყენება ამ მატჩში არ არის საჭირო, უნდა დაისვენოს.
რიკი
25 სექტემბერი 2022 10:47
12
ჩაკვეს ყოველივეს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა ნაკრების შესახებ. ჩრდ. მაკედონია ნამდვილად ძლიერი ნაკრებია. მათ დაამარცხეს გერმანია, ხოლო იტალია ჯგუფში ჩატოვეს... მაგრამ მოხდა ისე, რომ მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა! ჩვენმა ნაკრებმა განიცადა საგრძნობი პროგრესი... რაც ნამდვილად გასაცნობიერებელია.
ლაშა
25 სექტემბერი 2022 09:57
0
იტალია ჯგუფში არ ჩაუტოვებიათ, პლეი ოფის ნახევარფინალში მოუგეს.,.
ვოოტ
25 სექტემბერი 2022 19:34
0
ლობჟანიძე ძირითადში უნდა ათამაშოს
gio
25 სექტემბერი 2022 09:53
5
ველით კარგ თამაშს და ბევრ გოლს მეტოქის კარში.აღმასვლის გაგრძელებას!
მერაბი
25 სექტემბერი 2022 09:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული