"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის С4 ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარს 2:1 სძლია.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი წიტაიშვილის ჩინებული დრიბლინგითა და გოლით დაიწყო. თამაშის სურათი
არც ამის მერე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უტევდა, ხოლო გიბრალტარი კონტრიერიშებით გვპასუხობდა და ანესლიმ ანგარიში შეამცირა. ამას მოწინააღმდეგის მორიგი სახიფათო შეტევა მოჰყვა, როდესაც პენალტს ითხოვდნენ (ბურთი ხელზე კაკაბაძეს მოხვდა), თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ სწრაფი შეტევისას ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია და არცთუ დამაჯერებელი თამაშით არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფი პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა და თუ ვის უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის პლეი-ოფში, 27 სექტემბერს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ისტორიაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავისი რეკორდი დაამყარა. გურამ კაშიამ „ჯვაროსნებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“
გიბრალტარი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (49), 1:2 ანესლი (77)

გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერგენტი 73), რონანი (სტიჩი 63), უოკერი, ბრიტო (ჯ. ჩიპოლინა 84), კაშიარო

საქართველო: ლორია (მამარდაშვილი 46), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 89), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)

მკითხველის კომენტარები / 103 /
გილოცაქვთ ყველას ასეთი კარგი შესარჩევის ჩატარებას გუნდის მიერ, ვულოცავ სამწვრთნელო შტაბს და ყველა ფეხბურთელს. დიდი სამუშაოა კიდევ წინ გუნდის შუა ხაზის დასკომპლექტებლად, რომ შემდგომ ეტაპზე უკეთესი და უფრო შეკრული გუნდი იყოს. იმედია ჩაკვეტაძე კარგად იქნება და კიტეიშვილიც, მაგრამ მათ გარდა საჭიროა ფიზიკურად მუშა და ძლიერი შუა ხაზელების ყოლა რომელნიც დაცვშიც უშეცდომოდ ითამაშებენ, ბურთსაც გააჩერებენ როცა საჭიროა, კარგი ზუსტი პასებით და ასევე თავდასხმასაც დაეხმარებიან. შაერთოდ ვერ ვუტევთ საჯარიმოს გარედნა და ეს ძუსტად შუა ხაზის სამუშაოა უფრო ვიდრე თავდამსხმალების, რომელნიცე ყვლლა წერტილიდან კარზე უნდა იყვნენ დაგეშილები. ზურიკოს უფრო მეტი ფიზიკურიმომზადება შწირდება რომ დაცვაშიც სარგებლიანი იყოს. კვეკვესკირს ცოტა სისწრაფის მომატება სჭირდება, რადგან აგვიანებს პოზიციაზე თუ წინ მიდის, მაგრამ მისი წლოვანებაში სიწრაფის მომატება უკვე ძნელია. ჩემპიონატში არის ერთი ორი და ახალგაზრდებშიც. მოკლედ იმედია ყველას გადახედავენ და რაგბის ფედერაციასავით ნეპოტიზმით არ იქნებიან დაკავებული, შეაზიზღეს ზოგ დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდას სპორტი. ბოდიშით რაგბის ფეხბურთთან გარევისთვის მაგრამ ფაქტებია ბევრი და არ შეიძლება ასე.
simartle
27 სექტემბერი 2022 04:26
12
ჩემიაზრით ზედმეტად აპიარებენ და აქებენ დავითაშვილს სადაც კი რამე გადაცემა მინახია სულ კვარასთან ერთად დავითაშვილი და დავითაშვილი ყველა ექსპერტი და ჟურნალისტი ახსენებს თითქოს და კვარას დონის იყოს არადა მე რასაც ვუყურებ ქუჩის ფეხბურთს თამაშობს დავითაშვილზე კარგი ფეხბურთელი 1-2 ვიცი ეროვნულ ლიგაში ჩემი შეხედულებით ბოლო 2 თამაშში დავითაშვილის და კვეკვესკირის თამაში იყო კატასტროფაა აზაროვს რაც შეეხება არ აქვს სათამაშო პრაქტიკა ზვეზდაში არ არის აშკარად ფორმაში და დაეტყო ეგ ნაკრებშიც. რაც შეეხება კვარაზე დამოკიდებულებას შეტევაში რათქმაუნდა კვარაზე ვართ დამოკიდებული და დაცვაში კაშიაზე რომელიც აშკარად უკვე მოკლებაზეა წასული ასაკიდან გამომდინარე.
გელა
27 სექტემბერი 2022 02:31
5
მადლობა სანიოლს და ბიჭებს. ბოლო 2 თამაში რაც ითამაშეს მაგ თამაშებით პლეიოფებში შანსი არგვაქვს.
გიორგი777
27 სექტემბერი 2022 01:39
2
ასეთი პრინციპული ხასიათის შეხვედრა და ასეთ მეტოქესთან ასეთი თამაშით, მე არ ვიცი.ძალიან ვინერვიულე, ძალიან.ერთი სული მქონდა როდის ჩასტვენდა მსაჯი საფინალოს.არადა, მატჩამდე 2-3 დღით ადრე კალკულატორი გვეჭირა და ვითვლიდით რამდენი ბურთის სხვაობით უნდა მოგვეგო გიბრალტარისათვის.აჰა ესეც,მიდი და მოუგე.თითქოს მარილი ეკლო ჩვენების თამაშს, ეს კვეკვესკირი ხომ საერთოდ რაა, ძალიან სუსტია.რა მექვაბიშვილი, რის აზაროვი, ლობჟანიძე ხომ თითონაც არ იცოდე რას აკეთებდა.
ქობულეთიდან
27 სექტემბერი 2022 01:33
1
ასეთი ცუდი თამაში კარგა ხანი არ მინახავს. ვიმედოვნებ მეტი არ მოხდება და მოტივაციის პრობლემა იყო.
ლომი
27 სექტემბერი 2022 00:53
4
ამ კომენტატორებს აკრძალული აქვთ ჩვენების კრიტიკა?

ILIA
27 სექტემბერი 2022 01:39
1
ხიზან-სანიოლ-აი-ჭკვააოხრებულები-თუ-არა-ხართ-შეიძლება-ის-ქვაბი-მექვაბიშბვილი-ათამაშო-და-არაბიძე-არა?!
agmsarebeli
27 სექტემბერი 2022 01:52
6
მე ვფიქრობ რომ არაფერ შუაში არ არის სანიოლის "კარგი მუშაობა"... სამ მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა და ასე შემდეგ... საქართველოს ნაკრები არის ხვიჩა კვარაცხელია და ამას დამატებული... თუ კარგ ფორმაში არიან, კარგად თამაშობენ და თუ ცუდ ფორმაში არიან, მაშინ ცუდად.. ა, სულ ესაა სანიოლის "კარგი მუშაობა" და ჩვენი ნაკრები თავი და ბოლო.
ქუთაისი
27 სექტემბერი 2022 01:51
10
გილოცავთ!

ცენტრი ფაფუ!
ლაკონურად
27 სექტემბერი 2022 01:14
0
რათქმაუნდა ძალიან კარგი სტატისტიკა და შედეგი აქვს ნაკრებს 11 თამაში წაუგებელი სერია და 8 მოგება ჩინებული შედეგია პლიუს B დივიზიონში გადავედით მაგრამ ჯანსაღი კრიტიკაც და შეცდომებზე აქცენტის გაკეთებაც და მითითებაც აუცილებელია ჩრდილო კორეა ხოარ ვართ რომ მარტო კარგი ვილაპარაკოთ და კრიტიკის და პრობლემების დანახვა და ამაზე კითხვების დასმის უფლება არ გვქონდეს რაც არი კარგი იმასაც ვაფასებთ დაა გვიხარია და რაც არის ცუდი და გამოსასწორებელი იმსაც ვამბობთ გიბრალტართან ასე არ უნდა ითამაშო და განსაკუთრებით მე-2 ტაიმი გიბრალტარმა ბურთი არ უნდა გაგიგოროს ცენტრში კარში ამდენჯერ არ უნდა დაგირტყას და გოლი არ უნდა გაგიტანს თუ რამეზე გაქვს პრეტენზია და ისეთ ნაკრებს აშენებ რომ ამბიცია გაქ სადმე გახვიდე მარტო კვარაცხელია და მარტო მის იმედზე ყოფნა არ ეყოფა გუნდური თამაში ორგანიზებული და სწორი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ აწყობილი და კარგად შეთამაშებული სამწუხაროდ მოედნის ცენტრში საკმაოდ სერიოზული პრობლები გვაქს და გვიჭირს დაცვა ასაკშია სამწუხაროდ კაშია 36 წლის არის ხოჭოლავა კვერკველია 30-30 აქაც გვჭიდება ახალგაზრდები გრძელ ვადიან პერსპექტივაში ახალი ფეხბურთელები გვჭირდება ბევრია სამუშაო ბევრი პრობლემაა.
ლევან
27 სექტემბერი 2022 03:15
2
ჩვენზე უკეთ იციან მწვრთნელებმაც და ბიჭებმაც, თუ რა არის გამოსასწორებელი. თავს ზემოთ ძალა არაა. უკეთესი შედეგი მაშინ იქნება, ბევრი ფეხბურთელი რომ გვეყოლება ნაპოლის დარ გუნდებში. მოეშვით ზედმეტ კრიტიკას და მივულოცოთ ერთმანეთს. ნახევარი ძალით და კლასით იგებს უკვე გუნდი. ადრე მახსოვს - "კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ"...
შოთა
27 სექტემბერი 2022 09:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული