"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის С4 ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარს 2:1 სძლია.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი წიტაიშვილის ჩინებული დრიბლინგითა და გოლით დაიწყო. თამაშის სურათი
არც ამის მერე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უტევდა, ხოლო გიბრალტარი კონტრიერიშებით გვპასუხობდა და ანესლიმ ანგარიში შეამცირა. ამას მოწინააღმდეგის მორიგი სახიფათო შეტევა მოჰყვა, როდესაც პენალტს ითხოვდნენ (ბურთი ხელზე კაკაბაძეს მოხვდა), თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ სწრაფი შეტევისას ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია და არცთუ დამაჯერებელი თამაშით არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფი პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა და თუ ვის უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის პლეი-ოფში, 27 სექტემბერს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ისტორიაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავისი რეკორდი დაამყარა. გურამ კაშიამ „ჯვაროსნებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“
გიბრალტარი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (49), 1:2 ანესლი (77)

გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერგენტი 73), რონანი (სტიჩი 63), უოკერი, ბრიტო (ჯ. ჩიპოლინა 84), კაშიარო

საქართველო: ლორია (მამარდაშვილი 46), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 89), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)

მკითხველის კომენტარები / 103 /
როგორი ცუდი მატჩიც არუნდა ყოფილიყო,მოგებულებს არ სჯიან და გულშემატკივტებმა შევირგოთ და ეს 11 მატჩიანი წაუგებელი სერია,კრიტიკა 20 წელია ისედაც არ აკლდა ნაკრებს.
qomagi
27 სექტემბერი 2022 10:57
10
როცა დინამომ 1981 თასი მოიგო მაშინ გუნდი ერთ კაცზე არ იყო დამოკიდებული!!!
მაშინ იყო: ყიფიანი, გუცაევი, დარასელია, ჩივაძე, სულაქველიძე, შენგელია,....
ორი წლის წინ იყო ჩაკვე, ეხლა კვარა...
დღეს რა მდგომარეობაა?
მე არ ვამბობ, რომ სხვებს ვერ დაეყრდნობი, მაგრამ აქ უკვე მწვრთნელის საქმეა...
კარგი იქნებოდა 3-4 თამაში კვარას გარეშე, რომ გაირკვეს რა დონეზე ვართ, მაგრამ როგორ?
თემური
27 სექტემბერი 2022 09:07
1
მაშინაც კი,ვარსკვლავებით სავსე გუნდში,წავიდა დათო ყიფიანი და დინამოს ჩავარდნა დაეწყო...ზამთარში, დაიღუპა ცხონებული ვიტალიც და დინამო,თითქმის მთლიანად მოიშალა.მას შემდეგ,დინამო წელში ვეღარ გაიმართა.დინამოს თამაშს,პირველ რიგში ისინი ქმნიდნენ და იმიტომ.მომდევნო წლებში,რამაზ შენგელია,კიდევ უფრო ძლიერი იყო,მაგრამ ვეღარც იმდენი გოლი გაჰქონდა და ვეღარც დინამო იგებდა.ახლაც თვალწინ მიდგა,სტანდარტების დროს,რამაზს,მთელი დაცვის ცენტრი,თავისზე გადაჰყავდა და ზონას ტოვებდნენ,მაგრამ,ახალგაზრდა ბიჭებიდან, ჭკუა არავის ჰყოფნიდა,იქ შესულიყო, ბურთი მიეღო და კარში დაერტყა.უნიჭიერესი და საოცრად ტექნიკური გრიგორი ცაავა,რომელსაც მომავლის გამთამაშებლად მოიაზრებდნენ,მათ გვერდით უნდა გაზრდილიყო,მაგრამ მათ გარეშე ზრდა შეწყვიტა და უბრალოდ,საკმაოდ კარგი ფეხბურთელის დონეზე დარჩა.
სოსო
28 სექტემბერი 2022 14:21
0
ნელ-ნელა შემცვლელები უნდა კაშოს,კკეკვეს,ყაზაიშცილს.ძალიან სუსტად ითამაშეს.კიდევ ერთი რამ.საბიოლს ბოლომდე არა აქვს ხელში აღებული სადავეები,ან ვიღაცას ანგარიშს უწევს,ან კიდევ....ღმერთმა ქბას ვცდებოდე.მაგრამ თუ ასეა,დაივიწყეთ ყველანაირი წარმატება,ასე ვერაფერს ვერ იზამენ.მამარდაშვილზე იჩალიჩეთ,ნუ გიტყდებათ ზედმეტი დალაპარაკება
კახა ქ.
27 სექტემბერი 2022 03:58
11
მოგესალმებით ყველას, გილოცავთ გამარჯვებას....
კომენტარებს იშვიათად ვწერ, მოკლედ, როგორც 2-3 წლის წინ ჩაკვემ გვათრია, ასევე ახლა კვარა ათრევს გუნდს. ცუდია, როცა ერთ კაცზეა ბევრი რამ დამოკიდებული... ნახევარ-ფინალში ან ფინალში კვარა რომ ვერ იყოს, შედეგი ადვილი გამოსაცნობია.... ღმერთმა დაგვიფაროს... მეორე, ძალიან სუსტები ვართ მაღალ სტანდარტულებში. გიბრალტარი ზედიზედ 4-ჯერ რომ ჩამოგაწვდიის, სხვა რაღას გიზაავს? იქნებ, ფული ავაგროვოთ და ბიჭებს სახტუნაოები ვუყიდოოთ?... და ბოლოს, არ მინდა გვარებით, მაგრამ ზოგიერთი ფეხბურთელი ნაკრებიდან აპირებს პენსიაში გასვლაას? ადრე სულ ვამბობდით ხოლმე, წავაგეთ, მაგრამ ღირსეულადო, ახლა ვიგებთ, მაგრამ აშკარა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვრჩება...
გიორგი 50
27 სექტემბერი 2022 14:13
2
კვეკვე მექვაბიშვილი ამათ ადგილზე ნებისმიერი თუნდაც მეორე ლიგიდან აიყვანეთ და ჩასვით სასტარტოში იგივეს მივიღებთ.. აზაროვი ვაბშე არაა ფორმაში და გიორბელიძეს რატო არ მიეცა შანსი?? ყაზაიშვილს ამხელა გზაზე რას დაატარებენ აღარაა ევროპაში მისი სათამაშო... გაგნიძეს აქვს პოტენციალი რო ჩაჯდეს ნაკრებში ასევე სამუშაო გვაქვს მარიდაშვილზე რომ ნაკრებს გამოადგეს.. ხვიჩა როცა არაა მოედანზე გიბრალტარის დონის გუბდი ვხდებით.. კიდე კაი 2ბურთიანი უპირატესობის შემდეგ გავიდა თორემ... ბერიძეც დასამატებელია ნაკრებს..ტაბიძის თამაშიც საინტერესო იქნება და ასევე საზანოვის კარგი მცველი ჩანს სტაბილური.... ჩაკვემ და კიტეოშვილმაც რომ აღიდგინონ ფორმა მართლა მაგარი ნაკრები გვეყოლება
რონი
27 სექტემბერი 2022 11:09
5
საქართველოს ნაკრები იგივე დონეზეა რაც წინა წელს . ერთი კაცი იგებს თამაშს და არა გუნდი. დასვით სკამზე ხვიჩა და ნახავთ შედეგს. ნახევარდაცვა ფაქტიურად 0-ია
დავით67
27 სექტემბერი 2022 05:10
1
მადლობა ბიჭებს! ნახევარი ძალით ვითამაშეთ დღეს. მესმის ბიჭების. ამ არაფრის მომცემ თამაშში, ამ საშინელ მინდორზე(ხელოვნურზე), დაზოგეს ცოტა თავი და ძალიანაც კარგი. მაინც რამხელა უპირატესობა გვქონდა. რამდენი კარში დარტყმა. წინ დიდი გამარჯვებები გველოდება!
მისია შესრულებულია
27 სექტემბერი 2022 09:24
9
Jogi
Aleko
27 სექტემბერი 2022 09:13
4
მოგესალმებით ყველას, გილოცავთ ჯგუფიდან გასვლას თან ძალიან კარგი შედეგით, კრიტიკა აუცილებელია მაგრამ ერთ რამესაც მივაქციოთ ყურადღება, 4 წლის წინ სად ვიყავით? უეცრად ჭ კლასიდან უმაღლეს კლასში გადასვლა შეუძლებელია, კი მართალია შეცდომებით,წვალებით მივდივართ მაგრამ მივდივართ! ხომ არ ვდგავართ? რაღაც ხომ მოვიგეთ, რაღაც დონეზე! ამისათვისაც დიდი მადლობა მთელ კოლექტივს......გამარჯვებები იქნება, უკეთესია ნელ ნელა დავიბრუნოთ ის კლასი, ის ადგილი სადაც ვიყავით ოდესღაც, დინამომ მიგვაჩვია უმაღლესი კლასის ფეხბურთს მაგრამ ქვეყანაში სადაც დინამო თბილისი დაიბადა, შეუძლებელია არ გამოჩნდეს გამგრძელებელი და მიმდევარი, მწამს და იმედი მაქვს ისევ დავინახავ გახარებული ხალხით გადაჭედილ დინამო არენას, გამარჯვებით გევლოთ ბიჭებო მთელი თქვენი ცხოვრება,გნადლობთ ამ სიხარულისათვის!
Ანზორი
27 სექტემბერი 2022 20:11
1
Didebuli shedegi 21 wlamdelta nakrebit gilocavt!!! 2 welshi es bichebi daizrdebian movitminot...gushindel matchs rac sheexeba shoridan wesieri damrtkmeli ar gvkavs da saertodac dzalian ishviatad vurtkavt,stantartulebidan veravitar xifats ver vqmnit chven kartan kidev piriqit an vushvebt an ris vaivaglaxit gamogvaqs burgi...da kidev lobjanidzeze adrec vtqvi da isev vambob am biwma kargi sirbili icis da mand morcha...
Givi
27 სექტემბერი 2022 11:32
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული