"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის С4 ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარს 2:1 სძლია.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი წიტაიშვილის ჩინებული დრიბლინგითა და გოლით დაიწყო. თამაშის სურათი
არც ამის მერე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უტევდა, ხოლო გიბრალტარი კონტრიერიშებით გვპასუხობდა და ანესლიმ ანგარიში შეამცირა. ამას მოწინააღმდეგის მორიგი სახიფათო შეტევა მოჰყვა, როდესაც პენალტს ითხოვდნენ (ბურთი ხელზე კაკაბაძეს მოხვდა), თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ სწრაფი შეტევისას ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია და არცთუ დამაჯერებელი თამაშით არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფი პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა და თუ ვის უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის პლეი-ოფში, 27 სექტემბერს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ისტორიაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავისი რეკორდი დაამყარა. გურამ კაშიამ „ჯვაროსნებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“
გიბრალტარი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (49), 1:2 ანესლი (77)

გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერგენტი 73), რონანი (სტიჩი 63), უოკერი, ბრიტო (ჯ. ჩიპოლინა 84), კაშიარო

საქართველო: ლორია (მამარდაშვილი 46), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 89), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)

მკითხველის კომენტარები / 103 /
კარგია რომ თურქეთს ავცდით ვისურვებდი რომ ყაზახეთი შეგვხდეს და არაა საბერძნეთი ნახევარ ფინალში 2024 წლამდე ჯერ შორია იქამდე იმედი მაქვს ჩაკვეტაძე კიტეიშვილი შევლენ ფორმაში ათამაშდებიან და დღეს ვინც არიან 18-19 წლის პერსპექტიული ბიჭები ისინიც მოუმატებენ აგერ რამდენიმე თავის წინ მიუხენის ბაირნმა წაიყვავა 17 წლის ქართველი თუ ეგ ბიჭი ათამაშდა 2024 წლისთვის უკვე 19 წლის იქნება და იმედი მაქვს ითამაშებს ძაან ნიჭიერია ასევე არის ბევრი კარგი ახალგაზრდა ვინც წესით უნდა განვითარდეს 2024 წლამდე იქამდე ჯერ შორია პროგრამა მინიმუმ აესრულებულია ჯგუფი მოვიგეთ. ახლა დაველოდოთ ამ ევროპის წილისყრას და ამ საკვალიფიკაციოზე უკვე გამოჩნდება რეალურად რა დონეზეც ვართ და ა.შ
გიო
27 სექტემბერი 2022 03:50
0
ნახევარ გუნდს, მოედნის ხედვა და პასის უნარი არ გააჩნია. ვილის მაგარი ბედი აქვს ბოლო ორი თამაში რომ მოვიგეთ. კვარა, ბუდუ, წიტა, კაშია და მამარდა, მხოლოდ ამათ დავტოვებდი გუნდში, დანარჩენი.......... დავიჯერო ამ ქვეყანაში 11 კაცი ვერ გვიპოვია ??????????
სტალინი
27 სექტემბერი 2022 01:47
3
Kazaishvils rato idzaxian 0 ia
Tbilis
27 სექტემბერი 2022 01:01
6
მექვაბიშვილი ვისი ფავორიტია???
Tbilis-ს
27 სექტემბერი 2022 01:03
2
გამარჯვება კარგია ვულოცავ ნაკრებს მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის რომ განვიცდით კლასის მქონე ფეხბურთელების ნაკლებობას კვარაცხელიაზეა ეს გუნდი თავიდან ბოლომდე დამოკიდებული შეტევაში აგერ გავიდა კვარაცხელია და მაშინვე გაგვიტანეს რა თამაშებიც მოვიგეთ გინდა ამ ჯგუფში და გინდა შესარჩევში გოლების 90% კვარაცხელიამ გაიტანა ის ამწვავებდა და კვარას შიშით აქტიურად შეტევაში ვერ გვეთამაშებოდნენ კვარას გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ყველაზე ცუდი ის არის რომ ერთადერთი ფეხბურთელი ვისაც აქვს იმის ნიჭი და პოტენციალი რომ კვარას დონეზე ითამაშოს ნაკრებში არის ჩაკვეტაძე რომელიც ვერა და ვერ შევიდა ფორმაში ახლა ვიცი რომ კლუბი შეიცვალა ახალ კლუბში თამაშობს აქვს სათამაშო პრაქტიკა და ძალიან მაინტერესებდა მისი თამაში როგორი იქნებოდა ნაკრებში მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლო ასევე კიტეიშვილია კარგი ფფეხბურთელი სათამაშო ინტელექტი და კლასი აქვს მაგრამ ისიც ძალიან ტრამვიანობს პრობლემები ბევრიაა მაგრამ მე ვხედავ იმას რომ დღეს დღეისობით ამ მოცემულობითკ ვარაზე ვართ დამოკიდებული რაც არ არის კარგი იმედი მაქვს რომ კიტეც და ჩაკვეც ჩადგებიან ფორმაში და ასევე გამოჩნდებიან ახალი კარგი ფეხბურთელები ნაკრებში და განსაკუთრებით მოედნის ცენტრში 2024 წლამდე დიდი დროაა მაგრამ თავის დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს ამ მატჩის ბოლო 20 წუთმა ცალსახად აჩვენა რომ უამრავი პრობლემა გვაქვს ნაკრებში.
ზურა
27 სექტემბერი 2022 01:35
1
ზუროსი და სანიოლი ორივე გასაშვებია. სპალეტი გვჭირდება. ძველი თაობა გასაშცებია ან მაქსიმუმ სათადარიგოზე. წოტაიშვილი ყოჩაღ, ყველაზე მეტი ირბინა, ეტყობა უკრაინული სკოლა.
აბო
27 სექტემბერი 2022 01:27
13
მეორე გუნდია სასწრაფოდ შესაქმნელი საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებიდან, რომ ცოტა მაინც გამოჩნდეს კონკურენტუნარიანი მოთამაშეები რომლებიც შეცვლიან ზოგიერთ გადაღლილ მოთამაშეებს ძირითად ნაკრებში ასეთ თამაშებში როგორიც გიბრალტარია!
მწრთვნელი
27 სექტემბერი 2022 00:55
2
ამ გათამაშებაში ერთა ლიგაზე ყველაზე მეტი ქულა აიღო ნიდერლანდებმა და საქართველომ 16 ქულა. ბურთების შეფარდება ნიდერლანდები 14:6, საქართველო 16:3. თუმცა ნიდერლანდებს ჯგუფში ყავდა ბელგია, პოლონეთი და უელსი...
სტატისტიკა
27 სექტემბერი 2022 01:09
1
ვულოცავ საქართველოს!!!! 11 წაუგებელი მატჩი მადლობა ღმერთს!!!მადლობა ბიჭებს!!! მადლობა მწვრთნელს!!! დამაჯარებელი თუ არა დამაჯერებელი ხომ მოვიგეთ,ნუ გვავიწყდება,ახლო წარსულში ერთ თამაშსაც კი ვერ ვიგებდით.წარმატებები და წინსვლა ჩვენს ნაკრებს!!!
გულშემატკივარი
27 სექტემბერი 2022 00:52
10
მადლობა ფორტუნას რომ გადავრჩით
[[[სანიოლი არ არის მწვრთნელი]]]
27 სექტემბერი 2022 00:55
11
დავითაშვილზე იძახდნენ ვიღაცეები 2 წლის წინ აუჰ ეგ არი ჩამოყალიბებული მზა ფეხბურთელიო, ჩამოყალიბებულია კაცია კაცოო და სადღეგრძელოები. ხვიჩა ჯერ არაო სუსტი გამოუცდელიო მაგას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასტავლიო და ა.შ. ეს იყო როცა ახალი გადასულები იყვნენ რუბინში. შეიძლება კარგი ფეხბურთელია დავითაშვილი მაგრამ ამ ქვეყანაში ძაან დეგრადირებული აქვს ზოგს აზროვნება და განსჯის უნარი.
Nw
27 სექტემბერი 2022 04:03
13
ეხლა არ არის ეგეთი და მაშინ ვინ იძახდა ამას? უბრალოდ ესეთი ხალხი ვართ - პატარა გამონათებაზე ლეგენდებს ვთხზავთ, მერე პატარა შეცდომა და ლანძღვა იწყება.
: )))))))
27 სექტემბერი 2022 09:10
0
Ზოგს არა, 90%-ს
Georgian
27 სექტემბერი 2022 05:16
3
ეს ორი თამაში იყო სამარცხვინო ტანჯვა-წამება. მონდომებით, წინ და უკან არ ირბენს ფეხბურთელი და ეგრევე წითელი მიეცი ვილი, თუ ამის თავი არა გაქვს, ჯობია ეხლავე გადახვიდე სხვაგან, შიშით უყურებდა ისევ ხალხი ამ ორ თამაშს. ხვიჩა გამოვაკლეთ ადრე გუნდს და რაც მივიღეთ დავინახეთ. სხვა ქვეყნიდან რომ არ ატარო კაცი, მაგალითად ყაზაიშვილი, მაგნაირი აქვე კონა აბაზია, ესეთი თამაშით გასვლას ჯობია არ გავიდეთ და არ შევრცხვეთ
kaxa
27 სექტემბერი 2022 02:18
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული