"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის С4 ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარს 2:1 სძლია.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი წიტაიშვილის ჩინებული დრიბლინგითა და გოლით დაიწყო. თამაშის სურათი
არც ამის მერე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უტევდა, ხოლო გიბრალტარი კონტრიერიშებით გვპასუხობდა და ანესლიმ ანგარიში შეამცირა. ამას მოწინააღმდეგის მორიგი სახიფათო შეტევა მოჰყვა, როდესაც პენალტს ითხოვდნენ (ბურთი ხელზე კაკაბაძეს მოხვდა), თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ სწრაფი შეტევისას ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია და არცთუ დამაჯერებელი თამაშით არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფი პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა და თუ ვის უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის პლეი-ოფში, 27 სექტემბერს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ისტორიაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავისი რეკორდი დაამყარა. გურამ კაშიამ „ჯვაროსნებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“
გიბრალტარი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (49), 1:2 ანესლი (77)

გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერგენტი 73), რონანი (სტიჩი 63), უოკერი, ბრიტო (ჯ. ჩიპოლინა 84), კაშიარო

საქართველო: ლორია (მამარდაშვილი 46), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 89), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)

მკითხველის კომენტარები / 103 /
დასასრული კარგია მაგრამ...
ხვიჩას გარეშე ძალიან უჭირს გუნდს!
დავითაშვილი თავის ეგოისტურ სტიქიაშია...
ვერაფერს სწავლობს...
არ შეიძლება გუნდში ვინმემ მიუთითოს???
ქომაგი!
27 სექტემბერი 2022 00:54
0
ლობჟანიძის საფეხბურთო ინტელექტზე ადრეც დამიწერია. კვეკვესკირი იმედია დღესვე დაამთავრებს სანაკრებო კარიერას, რომ კლუბს ჩემპიონთა ლიგა მარტომ მოაგებინოს. დავითაშვილს ვფიქრობ ვინმე კომპეტენტურმა უნდა დაანახოს ფეხბურთის თვალსაზრისით სხვაობა რეალობასა და საკუთარ თავზე წარმოდგენის შორის. დღეს შემექმნა წარმოდგენა, რომ ბევრი ჩვენი მოთამაშე მეტოქეს არ აფასებდა და ვითომ მაგარ ფინტებს ჩალიჩობდნენ.

მოგება მიხარია. უბრალოდ დამღლელია ამდენი ათწლეულების განმავლობაში იმედგაცრუებები. სწორად იმათ გამო, ვინც თავის შესაძლებლობებს რეალურად არ აფასებს.
ერთიდაიგივე
27 სექტემბერი 2022 01:14
1
1000%
გიორგი
27 სექტემბერი 2022 01:16
1
კვარას გასვლის შემდეგ კოშმარი დაიწყო. მის გარეშე დაახლოებით გიბრალტარის დონის გუნდი ვართ,არავის ეწყინოს. ფაქტი აგერაა სახეზე.რამით ვჯობდით ბოლო 15 წუთში? სერიოზული პრობლემაა ეგ და თვალს ნუ დავხუჭავთ.
ბეგი
27 სექტემბერი 2022 01:28
1
მე მაქვს კითხვა ამ ჯგუფში რომ არ გვყოლოდა კვარაცხელია რომელ ადგილზე გავიდოდით??? სამწუხაროდ ეს ნაკრები თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია კვარაცხელიაზე გავიდა კვარაა და ნაკრები დაიშალაა იმდენი შეტევა გაგვიკეთეს გოლი გაგვიტანეს და კინაღამ პენალი აიღეს.
სამწუხარო რეალობა.
ზურა
27 სექტემბერი 2022 01:09
0
პასის კულტურა ბევრს არა აქვს და დაიღუპავენ თავს ღორობით. ორივე თამაში უსაზღრიზესი იყო. გამოაკელით გუნდს კვარა და მიიღებთ სამარყანდის სამგურალს..............
სამწუხაროდ
27 სექტემბერი 2022 01:52
4
მექვაბიშვილზე ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ ნულია თქო, მაგრამ აბურჯანიას მგონი არაფრით სჯობს. ყველა ვხედავთ რომ შუა ხაზში კატასტროფული მდგომარეობაა. გიბრალტარი რომ დაგაჯდება 20 წუთი და ამდენ მომენტს შეგიქმნის იქ ევროპაზე გასვლის პრეტენზია ცოტა უხერხული მოსასმენია. ყაზაიშვილის რა ვალი აქვთ ასეთი მაცოდინა, გამოდის საძუნძულოდ, ვითომ არის და ამ დროს არ არის. საბა ლობჟანიძე არის იმ ტიპის ფეხბურთელი რაღაცას რომ ფხაკურობენ და მარგი ქმედების კოეფიციენტი რომ აქვთ ნულის ტოლი. დავითაშვილი თამაშობს ქუჩის ფეხბურთს, მასე მაგ ბიჭს “ბორდოში” ძალიან გაუჭირდება, მიცემენ ერთ ორ შანსს და მერე დასვამენ სკამზე. რეალურად ვინც თამაშობს და კლასი ეტყობა ეს არის ლორია, მამარდა, ხვიჩა, ხოჭოლავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, ზივზივაძე, მიქაუტაძე, კაშია და დიიდი იმედი მაქვს რომ ჩაკვეც ათამაშდება. დანარჩენები არის ის რასაც ქვია ვაკუუმის ამოვსება ბალასტით.
ირაკლი
27 სექტემბერი 2022 01:40
2
დღეს სამეგობროში მხოლოდ მე ვიძახდი, რომ ამ თამაშს ადვილად ვერ მოვიგებდით ,რადგან გიბრალტარი ცოლ-შვილით დაცვაში დგება და ავტობუსს აყენებს, ეგ ისედაც ყველამ უნდა ვიცოდეთ წესით, ჩამოყარეს ანგარიშები ამ ვითომ გულშემატკივრებმა , იძახეს ათით ნოლს, შვიდით ნოლს მოვიგებთო და არიან ახლა გამწარებული და იგინებიან :)))
თან რაც ყველაზე მდაბიო საქციელია, ფეხბურთელებს აგინებენ, ვინც მართლა ყველაფერი დადო მოედანზე და ბოლომდე იბრძოლა.
ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა გულშემატკივრის უმრავლესობა.
ხვიჩას ხარჯზე წარმოიდგინა ყველამ, რომ გვყავს ძალიან მაგარი ნაკრები, სინამდვილეში არ გვყავს ძალიან მაგარი ნაკრები, უბრალოდ რაც შეუძლიათ შრომობენ და ყველაფერს დებენ ბიჭები, ამის არ დაფასება და დაუნახაობა როგორ შეიძლება მე არ მესმის.
ხვიჩამ ყველა თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშა, მისი დამსახურებაა ახლა სადაც ვართ და მოდი ნუ დავიწყებთ უაზროდ ღლიცინს და როცა დასაფასებელია დავაფასოთ ეგ ხალხი.
გვქონდა უკეთესი თამაშები, შვედეთთან მაგალითად, ასევე ბულგარეთთან 5:2, მაკედონიასთან გასვლა 3:0, სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებაც შეგვიძლია, როცა ბოლომდე დაცვაში არ გვიდგას მეტოქე, იქნება ეს ყველაფერი აუცილებლად და კიდე უფრო გაძლიერდებიან ჩვენები.
ვინმე იფიქრებდით, რომ 16 ქულა გვექნებოდა და პირველი ადგილით დავასრულბდით? ახლა თურმე ხარისხი არ მოეწონა ვიღაცას. ეს დივანზე წამოწოლილი ექსპერტები ხო არ გამოილია მოკლედ.

მადლობა ბიჭებო და უდიდესი წარმატებები!
იცოდეთ, რომ ვართ ხალხი, ვინც შედეგის და ხარისხის მიუხედავად თქვენს გვერდით ვიქნებით. ასეთი ხალხისთვის მოინდომეთ უფრო მეტი და არა ჩასაფრებულებისთვის!
Spain
27 სექტემბერი 2022 01:20
10
მხარდაჭერაში გეთანხმები მეგობარო, მაგრამ პოყვარეს პირში უძრახეო. დავითაშვილის უსაქციელობის შედეგი ფრე შეიძლება ყოფილიყო. ფეხბურთი გუნდური სპორტია.
გიორგი
27 სექტემბერი 2022 01:26
2
მართალი ბრძანდებით, თუმცა ბოლო 20-25 წუთი აშკარად მოდუნდნენ და აირივნენ ჩვენები, რაც კინაღამ ოქროს ქულების ფასად დაგვიჯდა. კინაღამ თავად გააგდეს საკუთარი ხელებიდან უკვე ფაქტობრივად მოპოვებული გამარჯვება. ვინ იცის, იქნებ დღევანდელ თამაშში მოგებასა და ფრეს შორის განსხვავება ევრო 2024-ზე გასვლა-არგასვლას შორის განსხვავებაა! ასეთი ლაფსუსები აღარ უნდა განმეორდეს. დანარჩენში 100%-ით გეთანხმებით.
gio
27 სექტემბერი 2022 01:30
2
ყველა გამოხმაურება
ძალიან სუსტი თამაში გვქონდა, ყველა თვალსაზრისით. მარტო ხვიჩას იმედზე ყოფნა არ შეიძლება. წიტაიშვილი ძალიან სასარგებლოა, ყოჩაღ! ბოლოში 3-2 ზე ვიყავით, მაგრამ დავითაშვილმა ბურთი ვერ გაიმეტა, თავად კი ჩაფლავდა. სანიოლმა აუცილებლად უნდა დასაჯოს და გუნდზე თამაში უნდა აიძულოს. თუ არადა, მისი ადგილი გუნდში არ უნდა იყოს.
გიორგი
27 სექტემბერი 2022 01:15
3
გეთანხმები მართალი ხარ. დავითაშვილმა ამ შეკრებაზე საერთოდ ვერაფერი შეძლო. არც ხედვა არ აქვს და არც გუნდურობა, ტყუილად აპიარებენ, იმის ნახევარიც არაა რასაც აქებენ.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
27 სექტემბერი 2022 01:38
0
კვარას გარეშე მუხლები აუკანკალდათ, რაიონის გუნდთან. მსაჯმა 100% პენალტისგან გვიხსნა. ზურიკო და კვეკვე პასის აზრზე არ არიან. ხოჭო ჭკვიანია.
Რაგბის ფანი
27 სექტემბერი 2022 01:04
0
საქართველოში გამართული შეხვედრების დროს დავითაშვილი როგორც კი მიიღებს ბურთს მთელმა სტადიონმა იყვიროს პასი-პასი-პასი!!!
გამოსავალი 1
27 სექტემბერი 2022 01:42
1
ყაზაიშვილიც კი გაკვირვებული იყო:)))
სასწაული
27 სექტემბერი 2022 03:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული