"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის С4 ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარს 2:1 სძლია.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი წიტაიშვილის ჩინებული დრიბლინგითა და გოლით დაიწყო. თამაშის სურათი
არც ამის მერე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უტევდა, ხოლო გიბრალტარი კონტრიერიშებით გვპასუხობდა და ანესლიმ ანგარიში შეამცირა. ამას მოწინააღმდეგის მორიგი სახიფათო შეტევა მოჰყვა, როდესაც პენალტს ითხოვდნენ (ბურთი ხელზე კაკაბაძეს მოხვდა), თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ სწრაფი შეტევისას ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია და არცთუ დამაჯერებელი თამაშით არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფი პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა და თუ ვის უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის პლეი-ოფში, 27 სექტემბერს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ისტორიაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავისი რეკორდი დაამყარა. გურამ კაშიამ „ჯვაროსნებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“
გიბრალტარი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (49), 1:2 ანესლი (77)

გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერგენტი 73), რონანი (სტიჩი 63), უოკერი, ბრიტო (ჯ. ჩიპოლინა 84), კაშიარო

საქართველო: ლორია (მამარდაშვილი 46), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 89), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)

მკითხველის კომენტარები / 103 /
რათქმაუნდა ძალიან კარგი სტატისტიკა და შედეგი აქვს ნაკრებს 11 თამაში წაუგებელი სერია და 8 მოგება ჩინებული შედეგია პლიუს B დივიზიონში გადავედით მაგრამ ჯანსაღი კრიტიკაც და შეცდომებზე აქცენტის გაკეთებაც და მითითებაც აუცილებელია ჩრდილო კორეა ხოარ ვართ რომ მარტო კარგი ვილაპარაკოთ და კრიტიკის და პრობლემების დანახვა და ამაზე კითხვების დასმის უფლება არ გვქონდეს რაც არი კარგი იმასაც ვაფასებთ დაა გვიხარია და რაც არის ცუდი და გამოსასწორებელი იმსაც ვამბობთ გიბრალტართან ასე არ უნდა ითამაშო და განსაკუთრებით მე-2 ტაიმი გიბრალტარმა ბურთი არ უნდა გაგიგოროს ცენტრში კარში ამდენჯერ არ უნდა დაგირტყას და გოლი არ უნდა გაგიტანს თუ რამეზე გაქვს პრეტენზია და ისეთ ნაკრებს აშენებ რომ ამბიცია გაქ სადმე გახვიდე მარტო კვარაცხელია და მარტო მის იმედზე ყოფნა არ ეყოფა გუნდური თამაში ორგანიზებული და სწორი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ აწყობილი და კარგად შეთამაშებული სამწუხაროდ მოედნის ცენტრში საკმაოდ სერიოზული პრობლები გვაქს და გვიჭირს დაცვა ასაკშია სამწუხაროდ კაშია 36 წლის არის ხოჭოლავა კვერკველია 30-30 აქაც გვჭიდება ახალგაზრდები გრძელ ვადიან პერსპექტივაში ახალი ფეხბურთელები გვჭირდება ბევრია სამუშაო ბევრი პრობლემაა.
ლევან
27 სექტემბერი 2022 03:15
2
ჩვენზე უკეთ იციან მწვრთნელებმაც და ბიჭებმაც, თუ რა არის გამოსასწორებელი. თავს ზემოთ ძალა არაა. უკეთესი შედეგი მაშინ იქნება, ბევრი ფეხბურთელი რომ გვეყოლება ნაპოლის დარ გუნდებში. მოეშვით ზედმეტ კრიტიკას და მივულოცოთ ერთმანეთს. ნახევარი ძალით და კლასით იგებს უკვე გუნდი. ადრე მახსოვს - "კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ"...
შოთა
27 სექტემბერი 2022 09:16
1
გიბრალტართან 2:1 მოგება არაა პრობლემა. პრობლემა ისაა რომ გაუმართავ 80-იანი წლების ფეხბურთს ვთამაშობთ რომელსაც ეზოს ფეხბურთის აქცენტებიც აქვს. ჩამქოლეთ და მე არც სანიოლის დიდი მწვრთნელობის არ მჯერა. მადლობა ღმერთს ვიგებთ მაგრამ ძირითადად ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე და ასე სერიოზულ გუნდებთან ვერაფერს ვერ ვიზამთ. თანამედროვე სწრაფი ფეხბურთი და ინფივიდუალიზმი უნდა იყოს შეჯერებული ერთად რომ კარგი გუნდი გერქვას.
ნუ იმასთან შედარებით რა შედეგებიც გვქონდა ბოლო 20 წელში ეს შედეგი ზღაპრულია მაგრამ სამწუხაროდ ეს გაუმართავი ფეხბურთი მე პირადად დიდი იმედებით არ მავსებს.
გუჯი
27 სექტემბერი 2022 03:07
8
ჩვენ სწრაფი თანამედროვე ფეხბურთი კი არ უნდა ვითამაშოთ, ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვეულებრივი ქართული ფეხბურთი. რომელია ქართული ფეხბურთი?! აი ხვიჩა რომ თამაშობს ის არის! ჩვენ დაცვაში გვჭირდებიან გივი ჩოხელი, ძოძუაშვილი, ხურცილავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე.... ))) დიდებული ქართული გენი აუცილებლად მოგვცემს ასეთ ნაყოფს, კიდევაც გაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი! დიდება ქართულ გენს, დიდება საქაართველოს!
aburjga
27 სექტემბერი 2022 10:26
0
ჩემიაზრით ზედმეტად აპიარებენ და აქებენ დავითაშვილს სადაც კი რამე გადაცემა მინახია სულ კვარასთან ერთად დავითაშვილი და დავითაშვილი ყველა ექსპერტი და ჟურნალისტი ახსენებს თითქოს და კვარას დონის იყოს არადა მე რასაც ვუყურებ ქუჩის ფეხბურთს თამაშობს დავითაშვილზე კარგი ფეხბურთელი 1-2 ვიცი ეროვნულ ლიგაში ჩემი შეხედულებით ბოლო 2 თამაშში დავითაშვილის და კვეკვესკირის თამაში იყო კატასტროფაა აზაროვს რაც შეეხება არ აქვს სათამაშო პრაქტიკა ზვეზდაში არ არის აშკარად ფორმაში და დაეტყო ეგ ნაკრებშიც. რაც შეეხება კვარაზე დამოკიდებულებას შეტევაში რათქმაუნდა კვარაზე ვართ დამოკიდებული და დაცვაში კაშიაზე რომელიც აშკარად უკვე მოკლებაზეა წასული ასაკიდან გამომდინარე.
გელა
27 სექტემბერი 2022 02:31
5
იმედია ჩაკვეტაძე 2024 წელს მაინც გვეყოლება ძირითადში. იშრომე გიო იშრომე ბურთის დამჭერი და გამანაწილებელი არ გვყავს ცენტრში
რაბუ
27 სექტემბერი 2022 02:27
0
მართლა ვერ ვხდები თუ მექვაბიშვილს იძახებ და მამუჩაშვილს იძახებ რატომ არ შეიძლება გამოიძახო ლუკა გაგნიძე მითუმეტეს რომ ცენტრში აშკარად პრობლემები გვაქვს კვეკვესკირი აღარ არის ნაკრების დონის ფეხბურთელი წინაწლებთან შედარებით გვილიასავით მანაც ძალიან მოუკლო მეტ-ნაკლებად კარგია აბურჯანია თუმცა არაა სასურველი უფრო კრეატიული ფეხბურთელები გვჭირდება ნეტავ მოხერხდეს რუსეთიდან (რუსეთუმე არ მეძახოთ მართლა ძაან გვჭიდება) მარადიშვილის ჩამოყვანა ეს ბიჭი ძაან გაგვაძლიერებდა ცენტრში ცენტრში გვჭირს ძალიან დაცვა გყავს გამოცდილი და კლასის მქონე შეტევაც კარგია მაგრამ ცენტრში კატასტროფა ხდება.
ლევან
27 სექტემბერი 2022 02:22
1
ეს ორი თამაში იყო სამარცხვინო ტანჯვა-წამება. მონდომებით, წინ და უკან არ ირბენს ფეხბურთელი და ეგრევე წითელი მიეცი ვილი, თუ ამის თავი არა გაქვს, ჯობია ეხლავე გადახვიდე სხვაგან, შიშით უყურებდა ისევ ხალხი ამ ორ თამაშს. ხვიჩა გამოვაკლეთ ადრე გუნდს და რაც მივიღეთ დავინახეთ. სხვა ქვეყნიდან რომ არ ატარო კაცი, მაგალითად ყაზაიშვილი, მაგნაირი აქვე კონა აბაზია, ესეთი თამაშით გასვლას ჯობია არ გავიდეთ და არ შევრცხვეთ
kaxa
27 სექტემბერი 2022 02:18
4
იმედი მაქვს ლუკა გაგნიძე 2024 წლამდე თავს დააჰწევს რუსეთს წავა ევროპაში და მოედნის ცენტრში მივიღებთ იმ ფეხბურთელს რომელსაც ასე ვნატრობთ ასევე იმედი მაქვს კიტეც ძველებურად ათამაშდება და დაძლევს ტრამცებს ასევე ჩაკვეს დაბრუნების იმედიც მაქვს სხვაშემთხვევაში თავიდან ბოლომდე ხვიჩაზე ვართ Dაამოკიდებულიდ ა მარტო ხვიჩა ვერ "ათრევს" სამუდამოდ ნაკრებს.
ზურა
27 სექტემბერი 2022 02:18
1
ამ მარადიშვილმა რა გა***კა დაიშალა გაქრა რუსეთის ნაკრები და რაღას ელოდება ეგ ჩემისა? როდემდე უნდა ვიყოთ ამ კვეკვესკვირის და აბურჯანიას იმედზე..

ლუკა გაგნიძესი ძალიან მჯერა და უკვე იმსახურებს ნაკრებში თამაშს მექვაბიშვილის მაგივრად დაეყენებინა ეხალა ენახა..
.
27 სექტემბერი 2022 02:02
1
ხიზან-სანიოლ-აი-ჭკვააოხრებულები-თუ-არა-ხართ-შეიძლება-ის-ქვაბი-მექვაბიშბვილი-ათამაშო-და-არაბიძე-არა?!
agmsarebeli
27 სექტემბერი 2022 01:52
6
პასის კულტურა ბევრს არა აქვს და დაიღუპავენ თავს ღორობით. ორივე თამაში უსაზღრიზესი იყო. გამოაკელით გუნდს კვარა და მიიღებთ სამარყანდის სამგურალს..............
სამწუხაროდ
27 სექტემბერი 2022 01:52
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული