"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის С4 ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარს 2:1 სძლია.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი წიტაიშვილის ჩინებული დრიბლინგითა და გოლით დაიწყო. თამაშის სურათი
არც ამის მერე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უტევდა, ხოლო გიბრალტარი კონტრიერიშებით გვპასუხობდა და ანესლიმ ანგარიში შეამცირა. ამას მოწინააღმდეგის მორიგი სახიფათო შეტევა მოჰყვა, როდესაც პენალტს ითხოვდნენ (ბურთი ხელზე კაკაბაძეს მოხვდა), თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ სწრაფი შეტევისას ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია და არცთუ დამაჯერებელი თამაშით არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფი პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა და თუ ვის უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის პლეი-ოფში, 27 სექტემბერს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ისტორიაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავისი რეკორდი დაამყარა. გურამ კაშიამ „ჯვაროსნებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“
გიბრალტარი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (49), 1:2 ანესლი (77)

გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერგენტი 73), რონანი (სტიჩი 63), უოკერი, ბრიტო (ჯ. ჩიპოლინა 84), კაშიარო

საქართველო: ლორია (მამარდაშვილი 46), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 89), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)

მკითხველის კომენტარები / 103 /
მე ვფიქრობ რომ არაფერ შუაში არ არის სანიოლის "კარგი მუშაობა"... სამ მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა და ასე შემდეგ... საქართველოს ნაკრები არის ხვიჩა კვარაცხელია და ამას დამატებული... თუ კარგ ფორმაში არიან, კარგად თამაშობენ და თუ ცუდ ფორმაში არიან, მაშინ ცუდად.. ა, სულ ესაა სანიოლის "კარგი მუშაობა" და ჩვენი ნაკრები თავი და ბოლო.
ქუთაისი
27 სექტემბერი 2022 01:51
10
ნახევარ გუნდს, მოედნის ხედვა და პასის უნარი არ გააჩნია. ვილის მაგარი ბედი აქვს ბოლო ორი თამაში რომ მოვიგეთ. კვარა, ბუდუ, წიტა, კაშია და მამარდა, მხოლოდ ამათ დავტოვებდი გუნდში, დანარჩენი.......... დავიჯერო ამ ქვეყანაში 11 კაცი ვერ გვიპოვია ??????????
სტალინი
27 სექტემბერი 2022 01:47
3
საქართველოში გამართული შეხვედრების დროს დავითაშვილი როგორც კი მიიღებს ბურთს მთელმა სტადიონმა იყვიროს პასი-პასი-პასი!!!
გამოსავალი 1
27 სექტემბერი 2022 01:42
1
ყაზაიშვილიც კი გაკვირვებული იყო:)))
სასწაული
27 სექტემბერი 2022 03:07
0
მექვაბიშვილზე ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ ნულია თქო, მაგრამ აბურჯანიას მგონი არაფრით სჯობს. ყველა ვხედავთ რომ შუა ხაზში კატასტროფული მდგომარეობაა. გიბრალტარი რომ დაგაჯდება 20 წუთი და ამდენ მომენტს შეგიქმნის იქ ევროპაზე გასვლის პრეტენზია ცოტა უხერხული მოსასმენია. ყაზაიშვილის რა ვალი აქვთ ასეთი მაცოდინა, გამოდის საძუნძულოდ, ვითომ არის და ამ დროს არ არის. საბა ლობჟანიძე არის იმ ტიპის ფეხბურთელი რაღაცას რომ ფხაკურობენ და მარგი ქმედების კოეფიციენტი რომ აქვთ ნულის ტოლი. დავითაშვილი თამაშობს ქუჩის ფეხბურთს, მასე მაგ ბიჭს “ბორდოში” ძალიან გაუჭირდება, მიცემენ ერთ ორ შანსს და მერე დასვამენ სკამზე. რეალურად ვინც თამაშობს და კლასი ეტყობა ეს არის ლორია, მამარდა, ხვიჩა, ხოჭოლავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, ზივზივაძე, მიქაუტაძე, კაშია და დიიდი იმედი მაქვს რომ ჩაკვეც ათამაშდება. დანარჩენები არის ის რასაც ქვია ვაკუუმის ამოვსება ბალასტით.
ირაკლი
27 სექტემბერი 2022 01:40
2
ამ კომენტატორებს აკრძალული აქვთ ჩვენების კრიტიკა?

ILIA
27 სექტემბერი 2022 01:39
1
მადლობა სანიოლს და ბიჭებს. ბოლო 2 თამაში რაც ითამაშეს მაგ თამაშებით პლეიოფებში შანსი არგვაქვს.
გიორგი777
27 სექტემბერი 2022 01:39
2
აშკარაა სანიოლი პრინციპულ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს! ვიღაც აფათურებს ხელებს გუნდის მართვაში! თამაშის დასრულების შემდეგ ვიდეო-განხილვა აღარ არსებობს??? ობიეტური მწვრთნელი წინა თამაშში დავითაშვილის ეგოისტური მოქმედების შემდეგ კიდევ დააყენებდა ძირითადში??? ვინმემ აუხსნა, რომ ასე არ შეიძლება??? დააყენა და იგივე ქმედება... ამას ვერავინ ხედავს გულშემატკივრების გარდა???
გულშემატკივარი
27 სექტემბერი 2022 01:37
5
თამაშს თუ უყურე სად ნახე დავითაშვილი ძირითადში? ბოლო ნახევარი საათი ათამაშა
გულშემატკივარს
27 სექტემბერი 2022 01:49
0
ძირითადში არ ყოფილა დავითაშვილი. იმედია მიიღებს სასტიკ საყვედურს, და თუ მასე გააგრძელებს აღარ გამოიძახებენ
გულშემატკივარს
27 სექტემბერი 2022 01:42
0
გამარჯვება კარგია ვულოცავ ნაკრებს მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის რომ განვიცდით კლასის მქონე ფეხბურთელების ნაკლებობას კვარაცხელიაზეა ეს გუნდი თავიდან ბოლომდე დამოკიდებული შეტევაში აგერ გავიდა კვარაცხელია და მაშინვე გაგვიტანეს რა თამაშებიც მოვიგეთ გინდა ამ ჯგუფში და გინდა შესარჩევში გოლების 90% კვარაცხელიამ გაიტანა ის ამწვავებდა და კვარას შიშით აქტიურად შეტევაში ვერ გვეთამაშებოდნენ კვარას გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ყველაზე ცუდი ის არის რომ ერთადერთი ფეხბურთელი ვისაც აქვს იმის ნიჭი და პოტენციალი რომ კვარას დონეზე ითამაშოს ნაკრებში არის ჩაკვეტაძე რომელიც ვერა და ვერ შევიდა ფორმაში ახლა ვიცი რომ კლუბი შეიცვალა ახალ კლუბში თამაშობს აქვს სათამაშო პრაქტიკა და ძალიან მაინტერესებდა მისი თამაში როგორი იქნებოდა ნაკრებში მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლო ასევე კიტეიშვილია კარგი ფფეხბურთელი სათამაშო ინტელექტი და კლასი აქვს მაგრამ ისიც ძალიან ტრამვიანობს პრობლემები ბევრიაა მაგრამ მე ვხედავ იმას რომ დღეს დღეისობით ამ მოცემულობითკ ვარაზე ვართ დამოკიდებული რაც არ არის კარგი იმედი მაქვს რომ კიტეც და ჩაკვეც ჩადგებიან ფორმაში და ასევე გამოჩნდებიან ახალი კარგი ფეხბურთელები ნაკრებში და განსაკუთრებით მოედნის ცენტრში 2024 წლამდე დიდი დროაა მაგრამ თავის დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს ამ მატჩის ბოლო 20 წუთმა ცალსახად აჩვენა რომ უამრავი პრობლემა გვაქვს ნაკრებში.
ზურა
27 სექტემბერი 2022 01:35
1
აი ეს ვართ ჩვენ,ქართველები. თავში აუვარდათ,ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა და ამათმა,ეუფ ჩვენ რა მაგრები ვართ,მაკედონიას და გიბრალტარს ხომ საერთოდ რას ვუზამთო...
თავში ნუ აგივარდებათ ბიჭებო. ბოლო პერიოდის აჟიოტაჟი ფეხბურთში უკავშირდება ერთადერთ ბიჭს და ყველამ ვიცით ვინ არის ის!
მწვრთნელებზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტად მიმაჩნია!
zustad!
27 სექტემბერი 2022 01:35
3
ასეთი პრინციპული ხასიათის შეხვედრა და ასეთ მეტოქესთან ასეთი თამაშით, მე არ ვიცი.ძალიან ვინერვიულე, ძალიან.ერთი სული მქონდა როდის ჩასტვენდა მსაჯი საფინალოს.არადა, მატჩამდე 2-3 დღით ადრე კალკულატორი გვეჭირა და ვითვლიდით რამდენი ბურთის სხვაობით უნდა მოგვეგო გიბრალტარისათვის.აჰა ესეც,მიდი და მოუგე.თითქოს მარილი ეკლო ჩვენების თამაშს, ეს კვეკვესკირი ხომ საერთოდ რაა, ძალიან სუსტია.რა მექვაბიშვილი, რის აზაროვი, ლობჟანიძე ხომ თითონაც არ იცოდე რას აკეთებდა.
ქობულეთიდან
27 სექტემბერი 2022 01:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული