სანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს

AutoSharing Option
გიბრალტარში რთული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ვილი სანიოლმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"თქვენ მკითხეთ - მეორე ტაიმში ნაჩვენები ცუდი თამაში მხოლოდ მოედნის ხელოვნური საფარის ბრალი იყო, თუ მოთამაშეების მხრიდან მობილიზების ნაკლებობის? მატჩის დაწყებამდეც ვიცოდით, რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე რთული მატჩი გველოდა. ასევე ვიცოდით, რომ განაღდებული გვქონდა ქვეჯგუფში პირველი ადგილი.

პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, გიბრალტარის ნაკრებს შანსი არ ჰქონია, თუმცა, სამწუხაროდ, ცვლილებაზე შესულმა მოთამაშეებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს. აქამდე გამართულ თამაშებში, ჩვენი პლუსი სწორედ ის იყო, რომ მოედანზე თუნდაც
5-10 წუთით შესული ფეხბურთელებიც პროფესიულად უდგებოდნენ საქმეს და ბოლომდე იხარჯებოდნენ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენს თამაშობენ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეთამაშებიან, ყველა მოწინააღმდეგე სათანადოდ უნდა დააფასო.

საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ, თანაც, C ლიგის ოთხივე ჯგუფს შორის საუკეთესო მაჩვენებლით და ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებს ჩვენს მოედანზე ვუმასპინძლებთ.

რაც შეეხება ლორიას მდგომარეობას, გიორგიმ მუხლი დაიშავა, თუმცა, ამ ეტაპზე, დაზიანების სირთულის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს. უახლოეს დღეებში, მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება და მედიკოსების დასკვნა მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცნობილი. დიდი იმედი გვაქვს, რომ სერიოზული არაფერია და გიორგი ნოემბერში ჩვენთან ერთად იქნება.

დიახ, არ მოგესმათ - მატჩის ბოლო წუთებზე ჩემს მოთამაშეებზე მართლა ვთქვი, რომ „ჩაეძინათ“. კონკრეტულ ფეხბურთელებს ვგულისხმობდი, მათ ვინაობას თქვენ არ გაგიმხელთ, მაგრამ დღეს, სანამ მართლაც დაიძინებენ, ჩემგან შეიტყობენ - ვის ვგულისხმობდი".

რატი შელეგია, sportall.ge-სთვის - გიბრალტარიდან

მკითხველის კომენტარები / 18 /
Kazaishvili
Oqri
27 სექტემბერი 2022 09:29
2
ეგრეც უნდა და თუ გასაშვებია, ნაკრებიდანაც გაუშვი, ყოველთვის ხვიჩა ვერ გაკეთებს გოლს
გოგა
27 სექტემბერი 2022 09:11
0
დავამატებ
რამდენიმე ფეხბურთელს ვურჩევდი
გადით საღამოობით მოედანზე და ივარჯიშეთ კარში დარტყმებში, როგორც
კვარა არ ეშვება სანამ ისეთ გოლს არ გაიტანს როგორიც უნდა.
გამოგდით შეგიძლიათ დარტყმა და ამიტომ გირჩევთ უფრო დახვეწოთ.
იმუშავეთ თქვენ თავზე. წინსვლა არ გინდათ?
თენგო
27 სექტემბერი 2022 08:36
0
მე ჩვენს კალათბურთელებს ვურჩიე,იგივე!იმედია ისინიც და ესენიც,რჩევას გაითვალისწინებენ.ზაფხულში ბათუმის დინამო მაგარ მოტივაციაზე იყო და იქიდან დაძახებული ფეხბურთელები,ნაკრებშიც ქმნიდნენ კონკურენციას.ევროტურნირებზე მძიმე მარცხმა დეპრესიაში ჩააგდო ბიჭები და ეს საქართველოს პირველობაზე მათ გამოსვლასაც დაეტყო და ნაკრებსაც.ზაფხულის თამაშებმა,გუნდი ისედაც დაარწმუნა,რომ ჯგუფიდან თითქმის გასულები იყვნენ და იოლმა გამარჯვებებმა,ამ თამაშებისათვის მობილიზება,სხვა ბიჭებსაც შეუმცირა.შედეგად კი,ნაკრები უკვე გაცილებით უფრო დაბალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობდა.ეს მხოლოდ ჩვენ არ დაგვმართნია.თურქებმაც,ყაზახებმაც და ბერძნებმაც წააგეს თამაშები,როგორც კი ჯგუფში გამარჯვება გაინაღდეს.ასე რომ, აქ არაფერი მომხდარა მოულოდნელი.კარგია,რომ მაინც შევძელით და ორივე შეხვედრაში გავიმარჯვეთ,თუმცა უკმარისობის დიდი განცდა,ორივე თამაშმა დაგვიტოვა და თვითონ სანიოლიც,სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს.კვარა ყოველთვის ვერ გაიტანს მხსნელ გოლებს და ბ ლიგაშიც,გაცილებით უფრო მძიმე თამაშები გვექნება,რომ მხოლოდ მისი თამაშის იმედად იყოს ნაკრები.სხვებმაც უნდა ისწავლონ,პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება,თუმცა საკუთარი შესაძლებლობებიც არ უმდა შეაფასონ გადაჭარბებულად და ნაკრებს პირიქით არ ავნონ.ვფიქრობ წიტაიშვილს,დავითაშვილს,ჩაკვეტაძეს,მკვეთრად მომატების რესურსი აქვთ,მცირე დროში.კიტეიშვილს კი,უბრალოდ ჯანმრთელობა სჭირდება.თუ ლოჩოშვილმა სიხისტეს,გააზრებულობა შეჰმატა,მისგანაც დიდ სარგებელს ნახავს ნაკრები.დღეს შეუძლია ბრწყინვალედ ითამაშოს ეპიზოდში,მაგრამ მუდმივად შიშის განცდა მაქვს,რომ შეუძლია ბარათი აიკიდოს და ღმერთმა დაიფაროს,ეს საჯარიმოში მოხდეს.
სოსო
27 სექტემბერი 2022 13:55
0
ო ო ოოო. სანიოლი ბიძია გაბრაზდა?
roma bejanidze
27 სექტემბერი 2022 08:30
1
ბატონებო, ფეხბურთელებს მივმართავ, თქვენც უნდა ივარჯიშოთ და თავი ჩააკლათ კვარასავით, თორემ რამდენჯერ გაქაჩოთ ერთმა კაცმა?
ყოველთვის ხომ ვერ შეძლებს?
რამდენიმე თამაში რომ გამოტოვის კვარამ, ისევ ძველებურად ტანჯვა წამება უნდა გამეორდეს?
მარტო კვარასთან ერთად თამაშობთ, კვარა გავა და თითქოს თქვენი სულებიც გაიყოლიაო!!!
თენგო
27 სექტემბერი 2022 08:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული