საგრძნობი წინსვლა - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
6 ოქტომბერს ფიფამ ახალი საფეხბურთო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებს წინსვლა აქვს. 

ვილი სანიოლის გუნდი 82-ე პოზიციაზე იმყოფებოდა, ახლა 4 საფეხურით წაიწია წინ და 78-ე ადგილს იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში ჩრდილოეთ მაკედონიას 2:0, ხოლო გიბრალტარს 2:1 სძლია.

მსოფლიო რეიტინგს ბრაზილია ლიდერობს, შემდეგ კი ბელგია, არგენტინა, საფრანგეთი და ინგლისი მოდიან.
მკითხველის კომენტარები / 16 /
საუდის არაბეთი, ბურკინა ფასო, ჩრდ. ირლანდია, პანამა, იამაიკა, ალბანეთი, მაკედონია, ემირატები, კაბო ვერდე, ბულგარეთი, სალვადორი, ომანი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტუნისი და ა.შ.
ეს გუნდები გვისწრებენ.
ეს ფიფა კოკა-კოლას რეიტინგი მაგარი შაშაკოლა რეიტინგია, არანაირად არ გამოხატავს ზუსტ სიტუაციას. რაც ზემოთაა ჩამოთვლილი, დიდი ალბათობით ყველას ჯობია საქართველოს ნაკრები
zaz197
07 ოქტომბერი 2022 11:44
0
ვიდრე კიდევ ერთი კვარაცხელიას კლასის ფეხბურთელი არ გამოჩნდება ნაკრებში მაინც ყველაზე სუსტებთან შეხვედრის იმედად უნდა იყოთ და რაღაზე წვალობთ ტყუილად
1.2.3.4.5.6.
06 ოქტომბერი 2022 22:59
15
წადი შენი...
ზურა
07 ოქტომბერი 2022 18:34
1
თქვენ თვითონ რა მოხელე ნაჩალნიკები ხართ და რამდენად წარმატებული ამათ რომ ეცინით
მმმმმ
06 ოქტომბერი 2022 22:47
4
დაიწყება ნამდვილი შესარჩევი ევროპის და ჩაგვაჩოჩებენ ისევ.... ან რა გვიხარია ბ ლიგაში გადასვლა?
ზურა
06 ოქტომბერი 2022 19:33
23
ნეტა ბულგარეთი და მაკედონია რომელზეა? ვიყოთ ისევ ას რაღაცა და ვაცამტვეროთ ჯუჯა ტოპ გუნდები ;)
roni
06 ოქტომბერი 2022 18:25
8
ბიჭები წყალობით რომ გაგვახარონ თქვენ კი ქილიკობთ მათზე ბრავო.შვედეთი ჯუჯაა
მმმმ
06 ოქტომბერი 2022 22:43
0
ამ ბელგიას გაუფორმეს რომ აუცილებლად პირველზე ან მეორეზე უნდა იყოს?რა აბსურდია.ათი წელია ეს ნაკრები ან პირველზეა ან მეორეზეყირგიზეთი და ომანი როგორ გვისწრებს საოცრებაა
Master
06 ოქტომბერი 2022 17:22
2
დაწინაურება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია და ცოტა სხვა რამეს ნიშნავს - უბრალოდ წინ წავიწიეთ...
ვოოტ
06 ოქტომბერი 2022 15:56
2
სისულელეა ეს რეიტინგი, ყირგიზეთი და რაღაც გაურკვეველი ნაკრებები გვისწრებს, ლოგიკურად და ობიექტურად 50ეულში ყოფნას თავისუფლად ვიმსახურებთ
გოგა
06 ოქტომბერი 2022 15:20
4
ყირგიზეთის ნაკრები სულაც არაა ხელწამოსაკრავი გუნდი, ახლახან რუსეთთან ამხანაგურ მატჩში ბოლო წუთებზე გაუშვეს მეორე გოლი 1-2. თან მათ კვარაცხელია არ ჰყავთ.ჩვენ კიდევ გიბრალტარს მოვუგეთ ძლივს! მაკედონიასთან გაგვიმართლა. ამ შემთხვევაში ვერ იტყვი რომ ძლიერებს უმართლებთ. სრულიად ლოგიკურია ეს რეიტინგი! შედეგების მიხედვით დგება რეიტინგი და არა ვის როგორი გუნდი ყავს. იმ აფრიკის და აზიის გუნდებს უფრო მეტი მოგებები აქვს, ვიდრე საქართველოს და ამიტომაც წინ არიან. და რატომ გიკვირთ?
დავით 67
07 ოქტომბერი 2022 18:23
1
კაბო ვერდემ ან სალვადორის ნაკრებმა განა ვის მოუგეს ამისთანას,რომ ჩვენზე წინ არიან რეიტინგში.
qomagi
06 ოქტომბერი 2022 13:55
0
ფლეშსკორეზე ვეძებე და იქაც ვერ ვნახე ვის მოუგეს :D მემგონი საერთოდ არ უთამაშიათ და შესაბამისად არც წაუგიათ. ამდენი წელია ვერ დავადგინე ბოლოსდაბოლოს რისი მიხედვით დგება ეს რეიტინგი რა კრიტერიუმებით ემატება ან აკლდება ქულები.11 წაუგებელი მატჩის შემდეგ ნამდვილად უფრო მეტის იმედი მქონდა.
qomagi
06 ოქტომბერი 2022 16:08
1
ალბათ ერთმანეთს...
დდდ
06 ოქტომბერი 2022 15:52
0
მაგარია, მარა ამ რეიტინგის შემდგენლების ლოგიკა რანაირია, ალბათ 10 წელი დიდი ანგარიშით უნდა მოვუგოთ ესპანეთს, ბრაზილიას და არგენტინას, რომ 21 ე პოზიციაზე მოვხვდეთ?
კაპიტან გარდენბურგი
06 ოქტომბერი 2022 13:54
0
აი, ერთი ეგენი დაგვაწიოკებინა ტაშხოშიანად და რეიტინგის ოხერი დედაც და მისი მომგონისაც...
დდდ
06 ოქტომბერი 2022 18:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული