საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას მაროკოს წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში 17 ნოემბერს შედგება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნულ ნაკრებში მაროკოსთან მატჩისთვის 22 ფეხბურთელია გამოძახებული.

შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - 21 წლამდელთა ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგური მატჩისთვის მოემზადებიან. 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი თბილისში შეიკრიბება. 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრება.

გიორგი მიქაუტაძე და
დავით ხოჭოლავა საკლუბო მატჩების გამო წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია ("ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი ("კრემონეზე", კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე ("ჰათაისპორი", ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია ("პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო", თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია ("ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი ("საბურთალო", თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი ("საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი)

საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე, ქალაქ შარჯაში გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

14 ნოემბერს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მოახლოებულ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. სასტუმრო "შერატონში" პრესკონფერენცია 15:00 საათზე დაიწყება.

Nakrebi
მკითხველის კომენტარები / 44 /
გამიხარდა რომ ბერიძე გამოიძახა, ძალზედ საინტერესო თავდამსხმელია და უთუოდ გამოგვადგება.აი ეს ქვილითაია რამ გაახსენა მართლა არ ვიცი.
თომა
10 ნოემბერი 2022 16:39
1
ბარეღამ ლადო დვალიშვილიც გამოგეძახათ ფედერაციავ, მოგესინჯათ დუეტში ქვილითაიასთან ერთად.)))))))))))))))))))
ავოე
10 ნოემბერი 2022 16:27
7
იქნებ, მაროკოსთან მაინც ვნახოთ კვარა, უკვე სერიოზული ლომკები გვაქვს....
დდდ
10 ნოემბერი 2022 23:43
0
მოლდოვამ და აზერბაიჯანმა იპოვეს ორი მეტოქე და ამათ რა ჭირთ
Haaland
10 ნოემბერი 2022 16:43
7
Ganapira mcvelebi? gocholeishvili erti da...qvilitaia tavis klubshi ar tamashobs da...warmatebebi nakrebs
Givi
10 ნოემბერი 2022 14:49
0
ჩემი აზრით ჯობია დაისვენოს,მაროკო ხისტი გუნდია და არ ღირს გარის კვა.ისე კარგია გუნდთან ერთად რომ იქნება.წარმატებები ნაკრებს.
კახა ქ.
11 ნოემბერი 2022 01:39
2
საზონოვის თამაშები რაც ვნახე მომეწონა საიმედო მცველია და კიდევ მოუმატებს... ასევე ტაბიძის თამაში მაინტერესებს. ლოჩოშვილი ისე თამაშობს სულ მეშინია რამე არ წაუინდაუროს... ხოჭო უფრო სტაბილურია.. ბერიძის და ვოლკოვის გამოხებაც გამიხარდა... არაბიძე სკამზე ცუდი არიქნებოდა მაგნაირი ჯარიმის დამრტყმელი არ გვყავს და ერთი კაცი საჭიროა.. ქვილითაიაზე საუბარიც არ მინდა რისთვის მოდის მიდის თვითონაც ვერ გაუგია
რონი
10 ნოემბერი 2022 22:58
4
ლოჩოშვილს როგორ ადარებ ვიღაც რუსს..
roni-s
10 ნოემბერი 2022 23:50
14
უჩა ლობჟანიძე და გელაშვილი გამოეძახა ბარემ.
Გლახუნა
10 ნოემბერი 2022 17:42
5
ხვიჩამ დღეს არ ივარჯიშა.
ვიდეო
https://www.napolicalciomercato.it/wp-content/uploads/2022/11/kvaratskhelia.mp4
ქ. გ.
10 ნოემბერი 2022 16:46
1
Somxebis chemdami pativiscemis miuxedavad ara mgonia 0-9 an 1-9 wavagot rodesme,torem wagebac moxdeba ratqmaunda sul aravin moigebs...
G.LA_s
10 ნოემბერი 2022 22:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული