"შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. მას ზუსტად ასეთი გუნდი სჭირდებოდა. ერთხელ სანტიაგო კანისარესის შვილი გიორგისთან მივიდა და უთხრა: "მამაჩემს ისე უყვარხარ, ოჯახში სულ შენზე ლაპარაკობსო", როდესაც გიორგის "დინამოდან" ესპანურ გუნდში გამოსყიდვის პროცესი გაჭიანურდა, თავად ლეგენდარულმა მეკარემ თქვა, თუ "ვალენსია" მასზე უარს იტყვის, ამ ბიჭს მე გამოვისყიდიო.
როდესაც "ღამურებთან" კონტრაქტს ვაფორმებდით, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე მალე ძირითადის მეკარე გახდებოდა. მხოლოდ ის
იყო პერიოდი, როცა სათადარიგოთა სკამზე გადაჯდომა მოუწია, თუმცა ეს დრო გიორგიმ კარგად გამოიყენა, ფსიქოლოგიურად უკეთ მოემზადა, იყო ენის ბარიერიც... თუ იქ ესპანურად არ საუბრობ რთულია, რადგან ინგლისურად არავინ გელაპარაკება.
კარგია, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონს შეადგენს, რადგან ამხელა თანხას მხოლოდ გრანდები გადაიხდიან, მაგრამ თუ წინადადება "ბაიერნისგან" იქნება უარს ვიტყვით, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა "რეკორდმაისტერის" კარს ნოიერი იცავს. გიორგი კი არ წავა კლუბში, სადაც სათადარიგოთა სკამზე იჯდება" - განაცხადა დავით მამარდაშვილმა.
მამარდაშვილის "მშრალი მატჩი" და "ვალენსიას" ნანატრი გამარჯვება [VIDEO]
წინსვლა და წარმატებები მამარდას!