0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
დავითაშვილს ან პასი ასწავლეთ ან დასვით სკამზე თავი მესი რომ ჰგონია
რაბუ
17 ნოემბერი 2022 22:26
1
მართლა მაინტერესებს,ეს ,,კომენტატორები'' თქვენც გაღიზიანებთ თუ მხოლოდ მე?
I
17 ნოემბერი 2022 23:33
4
მე საერთოდ არ ვუყურებ ქართულ არხებზე არანაირ სპორტს ! ქართული გუნდების თამაშებსაც უცხოურ არხებზე ვუყურებ ! მაგარი ნერვების მომშლელები არიან ყველ;ანი აბსოლუტურად ! არადა ობოლაძეს დავცინოდით და ის ამათთან შედეარებით ბრუნო პიცული და ეროსი მანჯგალაძეა !
zura222
17 ნოემბერი 2022 23:51
5
რომელი უფრო ნერვებისმომშლელი იყო დღეს ვერ მივხვდი, თამაში თუ კომენტირება. პირველი არხისგან მეტს რას უნდა ელოდე. ლეპტოპში ვუყურე მეორე ტაიმს არაბების კომენტირებით
ჯდჯდ
17 ნოემბერი 2022 23:45
1
ყველა გამოხმაურება
ელხა მიდით კიდევ დამიწერეთ დისლაიქები - ჩამოიყვანეთ ის ბიჭი რუსეთიდან, ჩამშლელი! ვერ ვიხსენებ რა ქვია, იქნებ იმან მოახერხოს რამე. აბურჯანია და კვეკვესკირი ვერ გახსნიან ნაკრებს. პ.ს. კვეკვესკირს მინდა ვკითხო, პროფესორის სახით რომ კარგავს ბურთს დიდი პაუზის მერე, ან უკან რომ აბრუნებს და მაგრად დასტოინად რომ იყურება, არ უტყდება? ინიესტა და მესი თამაშობს თავმდაბლად და ეს რატომ იყურება ქორივით? :)
კაპიტან გარდენბურგი
17 ნოემბერი 2022 22:19
4
რა ზუსტად შენიშნე კვეკვესკირზე,ნაღდი თქვი,დავითაშვილი კიდე ერთი ეგოისტი ფეხბურთელია,კიდე დაცვაში რომ დგას ზვინი,პენალი რომ აიკიდა,კაშია კიდე რას ცოდვილობდა,მეორე გოლი მისი დამსახურებაა,და საერთოდ ვინ ივარგა დღეს,2-0 -ზე თუ აგებდა გუნდი არ ეტყობოდა,უკან პასი,არანაირი მოგების ჟინი,დაკუნტრუშებდნენ მოედანზე,თავმოყვარეობა ნული!!!არაა საშველი კვარა თუ არ თამაშობს.
თაზო
17 ნოემბერი 2022 22:39
2
მარადიშვილი მაგის გვარი
მოსკოვის ლოკომოტივში თამაშობს , 21 წლისა და მართლა კარგია
ჯონი
17 ნოემბერი 2022 22:34
1
ყველა გამოხმაურება
კვარას გარეშე დამფრთხალ ქათმებს გვანან! ერთი წიტაიშვილის იმედი მქონდა და ეგეც რატო შეცვალეს ასე ადრე ვერ მივხვდი, თან ბიჭი შემტევია და აქ დაცვაში დააყენეს... პ.ს. შეცვლებიდან ყველაზე დასტოინი საზონოვი იყო!!!
ლადო
17 ნოემბერი 2022 22:08
4
გეთანხმები ძმაო და ვინ არ მოიწონა შენი კომენტარი ეგაა საინტერესო, სამარცხვინო იყო უმეტესობის ნათამაშები ვითომ ფეხბურთი. საერთოდ რატომ უძახიან ნაკრებში კვირკელიას, აბურჯანიას, კვეკესკირს,ქვილითაიას...
alex
17 ნოემბერი 2022 22:30
0
კიტეს დღეს მეტი მოეთხოვებოდა და ვერ ითამაშა სათანადოდ. კვერკველიას და ლოჩოშვილის ადგილი არაა ნაკრებში. კაშომ ცუდი თამაში ჩაატარა თუმცა ნაკრებს ის ჭირდება იმიტომ რომ მაგაზე კარგი მცველები არ გვყავს. საზანოვი მომეწონა გამოჩნდა რომ ფიზიკურად კაი ჯანზეა და მოედანზე გადაადგილებაც კარგად შეუძლია. გოჩოლეიშვილსაც იბრძოლა და რამდენიმე კარგი პასი გააკეთა. დავითაშვილი გაერთო ინდივიდუალური მოქმედებებით და არ გამოუვიდა არაფერი. ვოლკოვს და ქვილითაიას ნაკრებში რა უნდა? ბერიძემ რამდენჯერმე გაამწვავა თუმცა მაინც სუსტად ითამაშა. შენგელიამაც ვერ ითამაშა. კვეკვესკირი და აბურჯანიაც ძალიან სუსტები იყვნენ. მამარდას ბრალი გოლი ნაკლებად არის რა შენ ფეხბურთელს რომ აქვს ბურთი და უცბად აბარებს მეტოქეს და ის იდეალურად ურტყავს არა მარტო მეკარის ბრალი, რამდენჯერმე გადაგვარჩინა. რეალურად ამ ნაკრებს მარტო კვარას იმედზე ყოფნა უწევს, მაგრამ მარტო კვარას ძალიან გაუჭირდება, სხვებმაც თუ არ აუბეს მხარი. ჩვენმა ნაკრებმა რომ მომავალ შესარჩევში იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის ფორმაში მყოფი კვარა და ასევე კარგ ფორმაში მყოფი ჩაკვე გვინდა სხვანაირად არაფერი არ გამოვა!
zaza
17 ნოემბერი 2022 22:49
2
ასეთ მძიმე გუნდს ევროპაში სადმე ნახავთ? სუფთა კუები:კვირკველია,ლოქოშვილო,კაშია,კვეკე,აბურჯანია,გოჩოლეიშვილი.... 6 ფეხბურთელი უფრო ნელი როა ვიდრე ზღვის კუ რაღაზეა საუბარი????? თუ ასეთი მეორე ხარისხოვანი ფეხბურთელების გამოცდა უნდოდათ რაღა მაროკო შეარჩიეს??? ტაბიძე დაამწნილეს.. საზონოვს 10 წუთი არგუნეს ისე თამაშობდა დაცვა იქამდე ვერ შეეხებოდნენ... ქვილითაიაზე საუბარიც ზედმეტია.... ვილი აქ ჩანს შენი მწვრთნელობა რა..... თორე ხვიჩას მეც შევუშვებ მოედანზე და ისევ ის ხვიჩა იქნება და ისევ ისე იფრენს როგორც ლოვერპულთან იფრინა და ამიტომ მაგარი ვარ ხო? ))) საცოდავი კვარა ამ ჯუნგლების შემყურე
გლეხუნა
17 ნოემბერი 2022 22:21
5
მართლა გლეხუნა ხარ რა!
კოტე
17 ნოემბერი 2022 22:24
20
კვარა მენანება ასეთ უნიჭო ნაკრებში
geo
17 ნოემბერი 2022 22:17
5
ჩვენი ნაკრების თამაშის სტილი მაგონებს 70-80 წლების თამაშებს, ტემპი ნელი, არანაირი გრძელი პასები, პასები მხოლოდ უკან, თქვე დალოცვილებო რით ვეღარ განვითარდით, ასეთი უმუღამო ხალხი როგორც ჩვენი ფეხბურთელები არიან არ მინახავს, დარწმუნებული ვარ არავინ(იშვიათი გამონაკლისის გარდა) ინდივიდუალურად არ ვარჯიშობს, მივლენ ბაზაზე, დამთავრდება ვარჯიში და მოდიან სახლში, ფიზიკურად ხომ უსუსტესები არიან და ტაქტიკურადაც განვითარება ნულის ტოლია. ერთმა კაცმა როგორ უნდა ათრიოს 10 მკვდარი
მამუკა
17 ნოემბერი 2022 22:55
2
ზუსტად ეგერეა
beqa
17 ნოემბერი 2022 23:03
1
ამათ საერთოდ ერთად ივარჯიშეს? რას აკეთებს გუნდი ვარჯიშებზე ძალიან მაინტერესებს. გუნდური თამაში არ არის საერთოდ არანაირი. დაიწყება ახლა ფეხბურთელები არ გვყავს ეს არ გვყავდა ის არ გვყავდა. ვინც გვყავდა სწორად გამოვიყენეთ? საერთოდ არ მოძრაობს გუნდი. პასები მარტო უკან, წინ თუ წავიდნენ უკან არ ჩამოდიან , ტაქტიკა არანაირი. რა დავალება მისცა მწვრთნელმა არ ჩანს. ან არ ასრულებენ ან ვერ ასრულებენ. ორივე შემთხვევაში მწვრთნელის ბრალია. მოკლედ საშველი არ ჩანს . წაგება არაა ტრაგედია, ტრაგედიაა ასეთი მდარე ხარისხის თამაში.
ტტტ
17 ნოემბერი 2022 23:08
1
კვეკვესკირი-აბურჯანიას წყვილი უნდა დაიშალოს ცენტრში, საბოლოოდ. ცენტრალური ნახევარმცველი არ მოძრაობდე ბურთის გარეშე, ეგეთ რამეს იშვიათად თუ ნახავ.თან ისიც მიკვირს, სექტემბრის თვეში ამ წყვილმა დიდი კრიტიკა მიიღო და ამათ დღეს კიდევ უარესად ითამაშეს. კვარაცხელიას იმედი რო გვაქვს, სახიფათო ზონაში უნდა მიიღოს ბურთი და მაგისთვის ნორმალური ნახევარმცველებია საჭირო. ან კიტეიშვილი ჩამოწიონ უკან, ან გაგნიძე რომ ჩადგება ფორმაში დააყენონ ნაკრებში, ან ალთუნაშვილი ათამაშონ, ამათზე უარესი რატომ იქნება. სხვა პოზიციების კრიტიკაც საჭიროა, მაგრამ იმათ მეტნაკლებად ეშველება, ხოლო აქ ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.
იო-იო
17 ნოემბერი 2022 23:03
0
სულ ეს მახსენდება ტვენტეს მწვრთნელის გმონათქვამი ,,ვინ ოხერია ეს აბურჯანია:) და მოქისტა გუნდიდან. სამაგიეროდ ნაკრებში ყავს ალბათ მფარველი.
ირაკლკ
18 ნოემბერი 2022 00:34
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული