მატჩის დღე - საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობითა და მე-12 წაუგებელი შეხვედრისთვის!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო წლის დასასრულებლად ემზადება და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მაროკოელებს დაუპირისპირდება, სადაც ფართო გულშემატკივრებისთვის ცნობილი რამდენიმე ფეხბურთელი გამოდის - ჰაკიმ ზიეჩი, აჩრაფ ჰაკიმი, ნასირ მაზრაუი, სოფიან ამრაბატი...

Sportall.Ge

ვილი სანიოლის გუნდი შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება. მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის დასახელებაც საკმარისი იქნება. "ჯვაროსნებში" თავის გამოჩენის საშუალება ბევრ ფეხბურთელს უნდა მიეცეს, მათ შორის, დებიუტანტებსაც (საბა საზონოვი, გიორგი გოჩოლეიშვილი).

Sportall.Ge

Sportsmole:

"მაროკოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ქალაქ შარჯაში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირებით მოემზადება. ვილი სანიოლის გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და
მის გაგრძელებას ეცდება.

მაროკოელები მსოფლიო ჩემპიონატზე 20 წლის განმავლობაში ვერ გადიოდნენ, ახლა ზედიზედ მეორედ მონაწილეობენ, რუსეთში განცდილი ფიასკო კი უნდა გამოასწორონ.

მაროკოს ნაკრებსაც ოფიციალურ დაპირისპირებებში 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში, აფრიკის თასის მეოთხედფინალში, მოჰამედ სალაჰის ეგვიპტესთან დამატებით დროში (1:2) წააგო. ისე კი, შემდეგ მხოლოდ აშშ-სთან (0:3) დამარცხდნენ.

"ჯვაროსნების" უახლოესი მეტოქე ფიფას რეიტინგში 22-ე ადგილს იკავებს და ეს აფრიკულ ქვეყნებს შორის მეორე შედეგია."

Sportall.Ge

Sportskeeda:

"საქართველოს ნაკრები 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ არ დამარცხებულა და ამ პერიოდში, 8 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, ბოლო 6 მატჩიდან 5-ში კი 2 ან მეტი გოლი გაიტანა. მათ "ნაპოლის" მოულოდნელი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ, რომელიც ახლა ტრავმირებულია, რაც ქართველებისთვის სერიოზული დარტყმაა.

სავარაუდო ანგარიში - 2:2".

Sportall.Ge

101greatgoals:

"მას შემდეგ, რაც მაროკომ მუნდიალზე თამაში გაინაღდა, უაღრესად არაპოპულარული ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს და ვალის რეგრავუი დანიშნეს. მათ ბელგიის, ხორვატიისა და კანადის სახით სერიოზული მეტოქეები ჰყავთ, თუმცა საქართველის ნაკრები მშვენიერი გენერალური რეპეტიციაა, დიდი შანსია, ეს გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვიხილოთ.

როცა ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია, ვილი სანიოლის ნაკრებს საუკეთესო თვისებების გამოვლენა გაუჭირდება."

დღევანდელი, 17 ნოემბრის დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია ("ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი ("კრემონეზე", კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე ("ჰატაისპორი", ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია ("პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო", თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია ("ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), სანდრო ალთუნაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო", საფრანგეთი), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი ("საბურთალო", თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი ("საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი)

altსანიოლი: უჩვეულო სიტუაციაში ვართ - ახალ ფეხბურთელებს გუნდში სიახლე შემოაქვთ

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა მაროკოსთან - ლიდერების გარეშე

altროგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები კვარაცხელიას გარეშე? - როცა ჩაკვეტაძეც საეჭვოა...

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩაკვე ტრენაჟორებზე ივარჯიშე რომ კუნთური მასა დაიყენო და ადვილად არ დაიტრამვები. (რა კუნთური მასა გქონდა ტრამვამდე იგივე გაქვს ახლაც და როგორ დავიჯერო რომ შენ ფიზიკაზე მუშაობ). ჩაკვე შენ გაქვს დიდი ნიჭი და თავდაუზოგავად შრომის შემთხვევაში იქნები მსოფლიო ვარსკვლავი. მე პირადად მჯერა რომ შენ დიდ ფეხბურთს ითამაშებ.
გია
18:54 17-11-2022
0
ჩაკვე ტრენაჟორებზე ივარჯიშე რომ კუნთური მასა დაიყენო და ადვილად არ დაიტრამვები. (რა კუნთური მასა გქონდა ტრამვამდე იგივე გაქვს ახლაც და როგორ დავიჯერო რომ შენ ფიზიკაზე მუშაობ). ჩაკვე შენ გაქვს დიდი ნიჭი და თავდაუზოგავად შრომის შემთხვევაში იქნები მსოფლიო ვარსკვლავი. მე პირადად მჯერა რომ შენ დიდ ფეხბურთს ითამაშებ.
გია
18:51 17-11-2022
0

სიახლეები პოპულარული