საქართველოს ნაკრები ბათუმში ითამაშებს - ბილეთების გაყიდვა 2 მარტს დაიწყება

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს გამართავს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო თამაშს კი ჩვენი გუნდი 28 მარტს ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. წლის პირველი ოფიციალური თამაში კი ჩვენს გუნდს ნორვეგიის წინააღმდეგ ექნება. მარტში დაგეგმილი ორივე შეხვედრა ბათუმის არენაზე გაიმართება.

მატჩებზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინრეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 2 მარტს, 12 საათზე დაიწყება. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ მომხმარებელს თამაშის მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.

Sportall.Ge

25 მარტი | საქართველო - მონღოლეთი |
18:00


ბილეთის ფასი: 10, 25, 50 ლარი

VIP ტრიბუნა: 100 ლარი (ბილეთის საფასური მოიცავს VIP ზონაში არსებული საკვები სივრცის მომსახურებას).

28 მარტი | საქართველო - ნორვეგია | 20:00

ბილეთის ფასი: 10, 25, 50 ლარი

VIP ტრიბუნა: 100 ლარი (ბილეთის საფასური მოიცავს VIP ზონაში არსებული საკვები სივრცის მომსახურებას).

Nakrebi.ge

altრა სურს სანიოლს? - მონღოლთა ისტორია, დღევანდელობა და 0:14 იაპონიასთან

altკვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება

მკითხველის კომენტარები / 15 /
იმ ავბედითი შემოსევისას, მონღოლები ბათუმამდე არ მისულან.
დიმა
01 მარტი 2023 13:46
0
სანიოლს არ სცალია.ეს მოწვეული მწვრთნელები ძალიან გაზარმაცდნენ
დევი.
28 თებერვალი 2023 16:53
14
მონღოლეთის და ნორვეგიის ერთ სიბრტყეში დაყენება არასწორია, მონღოლეთან ორ ლარზე მეტი, არუნდა ღირდეს ბილეთი!!!! ნიადაგს ამოწმებენ თუ მონღოლეთან გაიყიდა დანარჩენ თამაშებში გაზრდიან ფასს ესე ხდება მარკეტინგში ამიტო ან უფასოდ მიდით ანდაც არიყიდოთ. მაინც რას უნდა უყურო :)) თავის მხრივ პოზიციც დაფიქსირდება
beqa
28 თებერვალი 2023 16:06
5
მონღოლეთთან რომ ვინმემ ტრავმა მიიღოს,მერე????
გასაგებია,რომ როგორც ჩვენ გვინდა ჩვენზე უფრო ძლიერ გუნდებთან ამხანაგური თამაშები,ისე უნდათ მონგოლებასც,გასაგებია და მისაღები,ოღონდ უმთავრეს თამაშებამდე ორიოდე დღით ადრე რა საჭიროა??
ადამიანი
28 თებერვალი 2023 15:55
0
არადა 25 მარტს ნორვეგიას გასვლაზე უწევს ესპანეთთან დაპირისპირება. ჩვენ კი ჩვენი ტექნიკური ფეხბურთი უნდა დავუპირისპიროთ ნორვეგიას და არაფრით არ უნდა ავყვეთ ტემპში. თუ ყველა ფეხბურთელი ჯანზე ვეყოლება ნორვეგია თავის მეორე მატჩსაც წააგებს!..
ლაშა
28 თებერვალი 2023 15:38
1
ესპანეთი ნორვეგია ნიჩია მთავრდება და ჩვენ ყველაზე მეტად ეგ შედეგი გვაწყობს,,ნორვეგიელებს თავში აუვარდებათ ესპანეთთან გასვლაზე აღებული ქულა და ნორმალური თამაში ისტორიასაც გადახედავენ სადაც ყველგან მოგებული აქვთ ჩვენთვის და ((რამდენიმე დიდი ანგარიშითაც)) შეეცდებიან ნახევარი ძალით მოგებას,,მაგას თუ დაუმატებთ იმას რო ნამგზავრები იქნებიან და ესპანეთთან თამაშში დიდ ენერგიას დახარჯავენ მაშინ შანსი გვექნება რო მოუგოთ თორე სხვა მხრივ რავიცი რა შანსი შეილება გვქონდეს გუნდთან რომელსაც 3-4 სუპერვარსკვლავი და დანარჩენიც პრემიერლიგის ესპანეთის და იტალიის გუნდების ძირითადის ფეხბურთელები ყავთ,,ჩვენ რო ვნატრობთ მაგათ მაგ დონის ფეხბურთელები ზამენაში უზით და რა ლოგიკით შეილება მოუგოთ არ მესმის,,ერთადერთი შანსი ისაა რაც თავში ავღნიშნე ჩვენთან ნახევარი ძალით მოუნდეთ მოგება და არ დაგვაფასონ თორე სამწუხაროდ გადაღლილებიც კი ჩვენზე ძლიერები იქნებიან და სულ რო არაძირითადის ხალხი დააყენონ მაინც ფავორიტები იქნებიან,,რეალობას არ უნდა მოვწყდეთ და რამდენიც შეგვიძლია იმდენი უნდა მოვითხოვოთ რო მერე გული არ დაგვწყდეს,,თუ ვინმეს საწინააღმდეგო აზრი გექნებათ გამოთქვით ოღონდ ზრდილობიან ფარგლებში და თანაც ფაქტებით რითი შეილება ვიყოთ ფავორიტები ნორვეგიაზე,,აქვე ვიტყვი ჩემზე დიდი გულშემატკივარის დედა ვატირე საქართველოსი მაგრამ რეალობა რეალობაა,,
ლაშას
01 მარტი 2023 18:07
0
სუსტი გუნდები პაუზის დროს სასპარინგოდ აუცილებელია! შემდეგ იკრებს ნაკრები თუ კლუბი ძალებს ნაკლოვანებების გათვალისწინებით. ასე მოიქცა მაგალითად ნაპოლი...
ლაშა
28 თებერვალი 2023 15:33
0
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
28 თებერვალი 2023 15:30
0
მინღოლეთთან 50 და 100 ლარი რომ ღირს ბილეთი, არავინ უნდა მოვიდეს სტადიონზე!
ქედო საკოხია
28 თებერვალი 2023 14:35
5
ტუტუცები არიან დეგენერატი უნდა იყო მონღოლებთან 5ლარზე მეტი გადაიხადო
giorgi 12
28 თებერვალი 2023 16:07
2
10 და 25 არ ღირს?
იოანე გოგოლაშვილი
28 თებერვალი 2023 15:52
0
მონღოლეთთან ორი ბილეთი შემინახეთ
gulshematkivari
28 თებერვალი 2023 14:13
0
მონღოლების დამარცხებით და მათი ქვეყნიდან გაყრით დაიწყო გიორგი ბრწყინვალემ ქვეყნის გაერთიანება და შემოიღო დღევანდელი ხუთჯვრიანი დროშა!
სხვათაშორის გიორგი ბრწყინვალის ძეგლი ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩის ცენტრალურ მოედანზე გაიხსნა 2021 წლის 25 დეკემბერს (მოქანდაკე კახა არუნაშვილი), ისტორიაში პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობიდან 30 წლისთავზე!
ღვთის შეწევნით, იმედია მონღოლეთის დამარცხებით დაიწყება საქართველოს ნაკრების გაბრწყინების პერიოდი ქვეყანასთან ერთად!
P.S. სიმბოლოებს უდიდესი დატვირთვა გააჩნია...
ლაშა
28 თებერვალი 2023 12:54
3
ამინ ამინ ამინ .
dato
28 თებერვალი 2023 18:19
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული