ცოტა რამ მონღოლეთზე
შუა საუკუნეებში მონღოლებმა შექმნეს
მონღოლებმა საქართველო უმეფობის ხანაში 8 დუმნად დაჰყვეს... მონღოლთა ბატონობისგან გათავიუფლება გიორგი V ბრწყინვალეს მეშვეობით შევძელით - გარკვეული ჩავარდნის შემდეგ ისევ გამოჩნდა ძლიერი და წარმატებული მეფე...
საფეხბურთო მონღოლეთი
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ ეტაპზე მონღოლეთის ნაკრები იაპონიასთან კატასტროფული ანგარიშით დამარცხდა - 0:14. სტუმრად წაგება გაცილებით საპატიო იყო - 0:6. მათ სულ 6 ქულა დააგროვეს, მიანმარსა და ყირგიზეთს აჯობეს.
მონღოლეთის ნაკრებს 2021 წლიდან იაპონელი იჩირო ოსუკა ავარჯიშებს. ეროვნული გუნდის მთავარი მეგოლე 22 წლის განბაიარ განბოლდია, რომელიც კარიერას უნგრეთში, "პუშკაშ აკადემიაში" იწყებდა, სადაც ერთ დროს ბაჩანა არაბულიც გამოდიოდა. ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს, 29 წლის ოიუნბაატარ ოტგონბაიარს, სავარაუდოდ, რთული მისია დაეკისრება, ხვიჩა კვარაცხელიას ნეიტრალიზება. ის, ისევე, როგორც მონღოლეთის ნაკრების უმეტესობა, ადგილობრივ "ულსანბაატარ სიტიში" გამოდის.
რა გვსურს ჩვენ?
როცა ამა თუ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ამხანაგური მატჩი იგეგმება, ხშირად ამბობენ, რომ მეტოქე მისი დონისა და სტილის მიხედვით შეარჩიეს. არსებობს მეორე ვარიანტი, როცა მოწინააღმდეგეს გუნდის ხასიათზე მოსაყვანად, გოლების გასატანად თუ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის იოლად დასანერგად ირჩევენ. საქართველოს ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი, როგორც ჩანს, სწორედ მეორე გზით წავიდა და სურს, მოთამაშეებში ამაღლებული განწყობა შეიტანოს. უკანასკნელად გამართულ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონის მომავალ აღმოჩენასთან, მაროკოს ნაკრებთან, მართალია, გადახალისებული შემადგენლობით, თუმცა უშანსოდ (0:3) დავმარცხდით. შესაძლოა, თვითრწმენის ამაღლება მნიშვნელოვანი იყოს, მანამდე ხომ ხანგრძლივი წაუგებელი სერია გვქონდა. რამდენად გაამართლებს ფრანგი მთავარი მწვრთნელის ჩანაფიქრი, ამას ნორვეგიასთან დაპირისპირება გამოაჩენს.
თუკი ცოტა ხნის წინ აფრიკულ ქვეყანას ვეთამაშეთ, დიდი დრო არც აზიელებთან ამხანაგურის შემდეგ გასულა, როცა უზბეკეთის ნაკრებს კიდევ ერთხელ დავუპირისპირდით და გორში დავამარცხეთ (1:0).
ახლა მთავარია, მონღოლეთის ნაკრები უხეში გუნდი არ გამოდგეს, რათა ამ ურთულესი მატჩის წინ პრობლემები არ შეგვიქმნას და ასევე, დამაჯერებელ და იოლ გამარჯვებას მივაღწიოთ, რათა მთავარი მიზანი მიუღწეველი არ დარჩეს და ნეგატიური ემოციური განწყობა არ მივიღოთ.
უფრო ძლიერი ტაილანდი
დაველოდოთ მარტის ბოლოს. ბათუმის ულამაზესი და წმინდა საფეხბურთო სტადიონი მართლაც მშვენიერია, თუმცა აბსოლუტურად გვესმის იმ ადამიანების, რომლებიც ნორვეგიასთან მატჩის "დინამო არენაზე" არგამართვის გამო უკმაყოფილონი იქნებიან, რადგან აქ მატჩზე დასწრების შესაძლებლობა გაცილებით მეტ (56 ათასი) გულშემატკივარს ექნებოდა; თუმცა, მოგეხსენებათ, მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რომლებიც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამო რამდენიმე სტადიონზე უნდა ჩატარდეს.
საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
ჩაკვეტაძე ფორმაშია - რამდენად მოხერხდება მისი კვარაცხელიასთან ერთად თამაში ნაკრებში?
მიქაუტაძემ ნაკრებშიც უნდა გაიტანოს - როგორი იქნება კვარაცხელიასთან ურთიერთქმედება?
კვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება