ნორვეგიელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების დამარცხება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ესპანეთის

AutoSharing Option
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 28 მარტს ბათუმში ნორვეგიასთან გამართავს. ნორდები იქამდე, 25 მარტს, მალაგაში ესპანეთს დაუპირისპირდებიან და მომავალი შეხვედრისთვის მარბელაში ემზადებიან.

ორშაბათს ნორვეგიის ეროვნულმა გუნდმა პირველი ვარჯიში ჩაატარა და მისმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სოლბაკენის თქმით, მიზნად ევროპირველობაზე გასვლა აქვთ დასახული, ზეწოლას განიცდიან, გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ "ფურია როხასთან" დომინანტები იქნებიან, ბურთს ერლინ ჰოლანი და მარტინ ედეგორი იმდენჯერ ვერ მიიღებენ, როგორც კლუბში და ამ ფუფუნებას მოკლებული იქნებიან.

"ჰოლანი და ედეგორი მსოფლიო ფეხბურთში გამორჩეულები
არიან. ადრე ასეთი ლიდერები ბევრი არ გვყავდა. თუმცა მხოლოდ მათი იმედი არ მაქვს, მთელი გუნდი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ერთდროულად ორ მატჩზე ვფიქრობთ. ბათუმში ჩასასვლელად ხანგრძლივი მგზავრობა მოგვიწევს და აღდგენისთვის ორიოდ დღე გვექნება. ორი მძიმე შეხვედრა გველის, მაგრამ საქართველოსთან სამი ქულის მოპოვება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ესპანეთთან. ეს ჩვენთვის საკვანძო თამაშია. ამოცანაა: ფრე მალაგაში და მოგება ბათუმში. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივესთან ვა-ბანკზე წავალთ.

ჰოლანი მაგარ სეზონს ატარებს, ნაკრებშიც მის მიმართ სასაყვედურო არაფერი გვაქვს, სოლიდური იყო, ბოლო 8 მატჩში 9 თუ 10 გოლი გაიტანა", - განაცხადა სოლბაკენმა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვინც წინასწარ დაიწყო ჩვრნთან 3 ქულაზე საუბარი, კი დავტოვეთ მერე უქულოდ:)
გოგა
21 მარტი 2023 13:22
0
კიტეიშვილზე მინდა დავწერო რაღაც: რამდენი წელია გვესმის,რომ ნიჭიერია,კარგი მოედნის ხედვით,რომ გადავა ტოპ ლიგაში.წლები გადის,მაგრამ ტოპ ლიგა არ ჩანს...27 წელი უსრულდება კიტეს,აღარაა პატარა ბიჭი.მიზეზი რომ ისევ შტურმშია არის ტრავმებისკენ მიდრეკილება! Წლევანდელი და შარშანდელი სეზონები ლამის გამოტოვა დაზიანებების გამო.ევროპა ლიგაზეც ვერ წარმოაჩინა თავი ტრავმების გამო,თან ზედიზედ 2 სეზონი...ზალსბურგიც კი არ ყიდულობს მას,რადგან ყველამ იცის მისი ქრონიკული ტრავმები და იკავებენ თავს ტრანსფერებისგან.ძაან კაი ბიჭია კიტე და გული მწყდება მასზე,მარა არამგონია ტოპ ლიგაში მოხვდეს,ტრავმების გამო თორე კლასით ისეთი ნახევარმცველები არიან ტოპლიგებში რომ კიტე ჯიბეში ჩაისვამს მათ.
Მეზღვაური
21 მარტი 2023 11:55
1
მარადიშვილი მას საერთოდ ამოაგდებს ძირითადიდან
ლაშა
21 მარტი 2023 13:52
3
სანიოლმა საქართველო თუ ევროპაზე გაიყვანა, დიდი შანსი აქვს საფრანგეთის მესაჭეობას გამოჰკრას ხელი. ერთი ამათ მოუგეთ და მართლა საღოლ თქვენ, გველნაკბენივით მახსოვს მაგათი 1:4 დინამოზე
ირაკლი ვარძიელი
21 მარტი 2023 11:00
1
ჩვენმა ბიჭებმა უნდა გაგვახარონ ბოლო ბოლო,დადგა ამის დროც!საქართველო ერთ ერთი ფავორიტია ჯგუფის!გამოკვეთილი ფავორიტი არც ესპანეთია,შანსები მათთან თანაბარია,სახლში ყველასთან შევძლებთ მოგებას,ყველასთან უნდა ვითამაშოთ პირველ ნომრათ,ამის ფუფუნებას გვაძლევენ ჩვენი თავდამსხმელები: კვარა და მიქაუტაძე,დავითაშვილი და ბუდუ,ესეთი ბიჭები ბევრს არა ჰყავთ,არ ვიცი ამას თუ წაიკითხავენ,მაგრამ სწორედ ამათ უნდა გაიტანონ,იმიტომ რომ ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა,ამ ბიჭებისა ყველა გუნდის მცველებს უნდა ეშინოდეთ,მათ შეუძლიათ,ვიმეორებ:მათ ეს შეუძლიათ,რომ არ შეეძლოთ არც დავწერდი,ახლა ჯერი მათზეა,ნორვეგიას გახევენ!მერე,მერე კი ყველაფერი დალაგდება, კალაპოტში ჩადგება და ყველა ერთად ვისიამოვნებთ მათი წარმატებებით,მთავარია შეტევით ვითამაშოთ პირველივე წუთებიდან ბოლომდე!!!
ზაზა
21 მარტი 2023 16:45
2
მეგობარო ფუჭი ოპტიმიზმი და მკვეხარა ქოთნობა არ ვარგა, ჩემზე დიდი ქომაგი არ ყავს ჩვენს ბიჭებს , მაგრამ კვარას, მამარდას და ჩაკვეს გარდა საშუალოზე დაბალი კლასის მოთამაშეები გვყავს(რამდენიმეს შეუძლია თამაშიდან, თამაშამდე, გახდეს მაღალი კლასის ფეხბურთელი). სხვა საქმეა გუნდური სულისკვეთება და საკუთარი ქვეყნის გულისთვის თავდადება, თუ ამ კომპონენტებში ბიჭები თავგანწირულები იქნებიან და მოედანზე თითო გოჯისთვის იბრძოლებენ, მაშინ შედეგი ნამდვილად მოვა. ასე რომ მეტი სიდინჯით და ნაკლები ტრიპაჩით უფრო მოვა შედეგი ვიდრე პირიქით.
თორელი
22 მარტი 2023 09:39
0
ალბათ დედამიწაზე არ არსებობს ქართველზე გულმავიწყი და ტრაბახა ერი, ასევე ტრიპაჩობისკენ უსაშველოდ მიდრეკილი. სულ ცოტა 7-8 შესარჩევ ციკლს ჩაუვლია ჩემს წინ და ყოველთვის გადაჭარბებული და გაზვიადებული მოლოდინებით გაჟღენთილები ვიყავით, სადღაც ევროპის ჭ ლიგაში ქართველი გაიფაფხურებდა და მორჩა ჯიბეში გვედო საგზური. მადლობა ღმერთს ამ შესარჩევის წინ ზომიერი ოპტიმიზმის საბაბი გვაქვს კვარას და მამარდას წყალობით, ასევე კიდევ არის გუნდში ორი სამი ფეხბურთელი , რომელთაც მოედანზე განსხვავების შექმა შეუძლიათ, ამას პლიუს თავდადება და თავგანწირვა და შეიძლება ნანატრი შედეგიც დადგეს, მაგრამ წინასწარ ნუ ვიქმნით ამ წყალწყალა და ბრტყელ-ბრტყელ ილუზიებს , რომ თითქოს ჯგუფში ფავორიტები ვართ და მსგავსი ზღაპრები, თუ ბიჭები ყოველ თამაშს ისე მიუდგებიან , როგორც უკანასკნელს და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ აი მერე მოვა შედეგი. სხვა დანარჩენი საუბარი ბაქი-ბუქი და ნაცარქექიაობაა.
თორელი
22 მარტი 2023 09:50
0
ორივეს წააგებენ...იქ რთულად,ჩვენ კიდე მგონია რომ მარტივად მოვიგებთ. 2 ან 3 0ს
რობი
21 მარტი 2023 11:18
4
ფრე არა მგონია ცუდი შედეგი იყოს.
ავხსნი. ჩემი აზრით წელს ახალგაზრდებმა უნდა მოუმატონ. თუნდაც ახალგაზრდულ ტურნირში მონაწილეობის ხარჯზე, კვარას და მამარდას მაგალითზე. ანუ ვფიქრობ, თუ პირველ სამ შეხვედრას ნაკლები დანაკარგით გავივლით (3 თამაშში 5 ქულა დიდებული იქნება. თან გაითვალისწინეთ 2 თამაში ზაფხულშია, როცა ტრადიციულად ცუდად ვთამაშობთ.) შემოდგომაზე ძლიერი ფინიშის მოლოდინი მაქვს. სამი თამაში სახლში, ორი გასვლა-მინიმუმ 9 ქულა გაასწორებს.) 14 ქულა, თუ შოტლანდიაც და ქეცბაც ივაჟკაცებენ ნორვეგიასთან შეიძლება გამსვლელი იყოს.
ჰაჰა
21 მარტი 2023 11:53
8
სანიოლი კი არა ევროპაზე თუ გავედით ხვიჩა გაგვიყვანს
Baduri
21 მარტი 2023 11:44
9
და ვის გეპარებათ ეჭვი რომ ჩვენი ბიჭები თავს დადებენ რომ ქვეყანა გაახარონ?მე დარწმუნებით გეტყვით ეს ასე იქნება!სხვანაირათ ვერც მოიქცევიან,იმიტომ რომ ძალიან ჯიგრიანი და მოტივირებულები არიან უკლებლივ ყველანი!შეხედეთ სახეებზე მათ და მიხვდებით!!!
ზაზა
23 მარტი 2023 13:23
0
აი შენ თუ ვერ მოიგე, შენი ...!
ლაშა
21 მარტი 2023 10:46
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული