პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მონღოლეთს ვერ ამარცხებს...

AutoSharing Option
ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და მონღოლეთის ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელმაც თავიდანვე შეუტია და კობახიძის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ვოლკოვმა ბურთი ძელს გაარტყა, ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრიერიშისას მეკარისა და ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, თუმცა ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი
მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - მონღოლეთი
გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბალჯინიამი (31)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40)

საქართველო: ლორია, კობახიძე, დვალი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია, გაგნიძე, წიტაიშვილი, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, ვოლკოვი

მკითხველის კომენტარები / 29 /
გუნდში ჯერჯერობით გაგნიძე,წიტაიშვილი,საზონოვი,გოჩოლეიშვილი,დანარჩენები სუსტად გამოიყურებიან!!!
ზაზა
25 მარტი 2023 19:05
2
სანამ ფედერაცია ღლაბუცს და ჩალიჩს არ მოეშვება, სამარცხვინო სიტუაციები სულ გვექნება. რა დროს ლორიაა და ან კობახიძე როგორ უნდა ამჯობინო სერია ა-ს მცველს. მწვრთნელს მიეცით სრული თავისუფლება!!!
ქომაგი
25 მარტი 2023 19:04
7
გაგნიძეს ერთი თამაში უნდა კიდე და ძირითადის კაცია. დიდი რესურსი აქვს. ბურთთან კარგადაა, ფლობს, პასებს ანაწილებს. ნუ ცოტა მორიდებულადაა, რადგან ჩაკვეს ათამაშებენ, უნდათ რო გოლი შეაგდოს და მოეხსნას ეს კომპლექსი ბოლობოლო. მარა, რავიცი. დვალი კაია. ლორია მაინცდამაინც კარებსი უნდა შეუსრულდეს 100 წელი? დაეყენებია ყარაბახის მეკარე, რაღად უნდა ლორია. კაროჩე. კობახიძე სუსტია. საზონოვი ჩაჯდება სასტავში, ცოტა მორიდებითაა. გაგნიძეს აშკარად მეტი შეუძლია. ეტყობა რო ძლიერია და ცოტა მეტს რო აიღებდეს თავის თავზე, კარგია. გოცოლეიშვილიც მომწონს.
ლევან მაღლაკელიძე
25 მარტი 2023 19:03
1
გაგნიძე
საზანოვი.
მგონი ჯობია დუმაში გააგრძელონ თამაში კრასნი პლოშადზე
არაა ნაკრები მაგათი საქმე
Las
25 მარტი 2023 19:03
22
საზონოვს რას ერჩი თუ დუმა არ გიდევს მართლა თავში
erti
25 მარტი 2023 19:17
1
ძირითადი შემადგენლობა უნდა გამოიყვანოს მეორე ტაიმში ! ესენი არაფრის მაქნისები არ არიან @ გაგნიძე და გოჩოლეიშვილი უნდა დატოოვოს და დანარჩენები შეცვალს !
zura222
25 მარტი 2023 19:03
4
Ლორიას მადლობა და წადი.კობახიძეს იმედია აღარასოდეს ვნახავ ნაკრებში
jordan beli
25 მარტი 2023 19:02
2
გოლი,აშკარა თამაშგარიდან გაიტანა.ჩაკვეტაძე საკუთარი თავის აჩრდილია,წიტაიშვილს აშკარად ეტყობა სათამაშო პრაქტიკის არ წონა,ლობჟანიძეც სუსტად გამოიყურება,გაგნიძეს არაუშავს,ართმევაზე კარგია.ლორია უნდა შეეგუოს მეორეობას,და ზოგადად ასეთი ცენტრით ძალიან გაგვიჭირდება.
ვოლკოვმა
25 მარტი 2023 19:00
0
ლიჩოშვილი უთამაშებელიაო და კობახიძე რო თამაშობს რაა მერე? ზურგ უკან ისეთი პასი გაუძვრა რამის ბეჭი ამოიგდო ჩაჭრას რო ცდილობდა. სანიოლის სამწვრთნელო კვალიფიკაციაც იშიფრება უკვე რა დონეზეც აქვს. ეხლა კვარას გამოიყვანს მოიგებს თამაშს გამოვლენ მერე ვაზელინა ვეტერანი ფეხბურთელები და დაიწყებენ ნაკრებზე და სქნიოლზე სადღეგრძელოებს.
a a
25 მარტი 2023 18:59
10
ნუ არცხვენთ " ჯვაროსნებს" ამ ნაგვებთან შედარებით
gia
25 მარტი 2023 18:57
7
ამ ჩაკვეტაძეს იმედზე ვართ ჩვენ ?????
ვაი ჩვენს პატრონს !!!
ხვიჩას მოვეფეროთ კიდევ !!
ჯონი
25 მარტი 2023 18:56
7
გაჩუმდი რა, არ არის საჭირო ყბედობა
ss
25 მარტი 2023 20:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული