პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მონღოლეთს ვერ ამარცხებს...

AutoSharing Option
ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და მონღოლეთის ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელმაც თავიდანვე შეუტია და კობახიძის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ვოლკოვმა ბურთი ძელს გაარტყა, ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრიერიშისას მეკარისა და ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, თუმცა ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი
მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - მონღოლეთი
გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბალჯინიამი (31)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40)

საქართველო: ლორია, კობახიძე, დვალი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია, გაგნიძე, წიტაიშვილი, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, ვოლკოვი

მკითხველის კომენტარები / 29 /
ამ ჩაკვეტაძეს იმედზე ვართ ჩვენ ?????
ვაი ჩვენს პატრონს !!!
ხვიჩას მოვეფეროთ კიდევ !!
ჯონი
25 მარტი 2023 18:56
7
გაჩუმდი რა, არ არის საჭირო ყბედობა
ss
25 მარტი 2023 20:56
0
ემიგრანტებს "გვიცავს" პირველი არხი , ყველგან გათიშული აქვთ ტრანსლაცია და ვერ უყურებს ადამიანი თამაშს.
მიხაელ
25 მარტი 2023 19:07
3
მიხაელ,
პირველ არხს აქვს ნაყიდი საავტორო უფლებები მატჩის ტრანსლირებაზე მხოლოდ(!) საქართველოს ტერიტორიაზე. არ აქვთ უფლება, მაგალითად იუთუბზე ტრანსლირება რომ გახსნილი იყოს უცხოეთშიც. სწორედ ამ მიზეზის გამო, ყურება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიიდანაა შესაძლებელი.
Burton
25 მარტი 2023 20:13
0
გაგნიძეს ერთი თამაში უნდა კიდე და ძირითადის კაცია. დიდი რესურსი აქვს. ბურთთან კარგადაა, ფლობს, პასებს ანაწილებს. ნუ ცოტა მორიდებულადაა, რადგან ჩაკვეს ათამაშებენ, უნდათ რო გოლი შეაგდოს და მოეხსნას ეს კომპლექსი ბოლობოლო. მარა, რავიცი. დვალი კაია. ლორია მაინცდამაინც კარებსი უნდა შეუსრულდეს 100 წელი? დაეყენებია ყარაბახის მეკარე, რაღად უნდა ლორია. კაროჩე. კობახიძე სუსტია. საზონოვი ჩაჯდება სასტავში, ცოტა მორიდებითაა. გაგნიძეს აშკარად მეტი შეუძლია. ეტყობა რო ძლიერია და ცოტა მეტს რო აიღებდეს თავის თავზე, კარგია. გოცოლეიშვილიც მომწონს.
ლევან მაღლაკელიძე
25 მარტი 2023 19:03
1
ჩაკვეტაძე არი ნოლი გამქრალია საერთოდ ასე რამ ჩააქრო ამხელა ტალანტის ფეხბურთელი ერთი ნაპერწკალი აღარ აქვს და არც ჟინი ფეხბურთის თამაშის
სოსო
25 მარტი 2023 19:16
16
კარგი რა,სეხნიავ!თავდაჯერებულობა აკლია,იმ ტრავმის მერე,კონტაქტების შიშიც იგრძნობა,ჯერ კიდევ.მაგასაც გადალახავს.დრო უნდა და რამდენიმე გოლი.დღეს დუბლი გააკეთა,მაგრამ პენალტი გააფუჭა და ის ერთი გოლიც თამაშგარედან იყო,თორემ ეგ ორივე რომ გაემართლებინა,სამ დღეში,უკვე თითქმის ძველ ჩაკვეს ვნახავდით.დრო და გატანილი გოლებია,ჩაკვეს წამალი.
სოსო
25 მარტი 2023 23:55
0
ეს თამაში თუ მინიმუმ 3 ბურთით არ მოვიგეთ მთელი ფედერაცია უნდა გადადგეს სრული შემადგებლობით
ტტტ
25 მარტი 2023 19:17
14
სანამ ფედერაცია ღლაბუცს და ჩალიჩს არ მოეშვება, სამარცხვინო სიტუაციები სულ გვექნება. რა დროს ლორიაა და ან კობახიძე როგორ უნდა ამჯობინო სერია ა-ს მცველს. მწვრთნელს მიეცით სრული თავისუფლება!!!
ქომაგი
25 მარტი 2023 19:04
7
ნუ არცხვენთ " ჯვაროსნებს" ამ ნაგვებთან შედარებით
gia
25 მარტი 2023 18:57
7
ჩვენი ბიჭი დამანახეთ ნაკრებში 15-20 წუთი თორემ 28-მდე გული მიმდის ისე მენატრება ნაკრებში.

პ.ს. 2 ბურთი თამაშგარედან გავიტანეთ.
G.LA
25 მარტი 2023 19:28
12
სომეხ სუდიას მაღარიჩი უკისრეთ
Xo da
25 მარტი 2023 19:43
4
Xo da-ს

გადაახვიე ნახე პირველი და მეორე გოლი. ნეტავ ასეთები ნორვეგიასთანაც 5 გოლი ჩაგვითვალონ, მარა იქ ვარი იქნება.
G.LA
25 მარტი 2023 23:30
0
მოკლედ.. ყველაფერია გუნდის გარდა.. საშვილიშვილო სირცხვილია უკვე ეს როგორც არ უნდა დამთავრდეს..
ალექს
25 მარტი 2023 18:56
6
ალბათ ნორვეგიას არ უნდა აჩვენონ ტაქტიკა და სტრატეგია))
დათო
25 მარტი 2023 19:07
1
გეთანხმები, პრაგმატულად მოქმედებენ:-)
სრული ჭეშმარიტებაა
25 მარტი 2023 19:27
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული