მატჩის დღე - რა შეგვიძლია დიდი ფეხბურთელით და გუნდურად - პროგრესის განმტკიცების დროა!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებით იწყებს. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ქართული ფეხბურთის მიმართ როგორც სამშობლოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, ინტერესი ძალიან გაიზარდა. "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამ მიზეზით იტალიელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას არ უპასუხა, რომელიც მხოლოდ "კვარას" ეხებოდა. რა შეგვიძლია ერთიანობით, ამის დამტკიცება დღეს, 28 მარტს, 20 საათზე შეგვიძლია!..

Sportall.Ge

ბათუმში მართლაც დიდი ფეხბურთელები იქნებიან. კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მონაწილეობა 22 გოლში (10 გოლი, 12 შედეგიანი პასი)
მიიღო, მისმა თამაშმა კი მთელი კონტინენტი აალაპარაკა. მეორე მხარეს მარტინ ოდეგორია, რომელიც ლონდონის "არსენალს" მონატრებული ტიტულისკენ მიუძღვება. ის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე შემოქმედებით ნახევარმცველად მიიჩნევა. ნორვეგიელებს ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფორვარდები ჰყავთ. მათგან ერთ-ერთმა, ალექსანდრ სორლოტმა, თქვა, რომ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ბევრი არაფერი სმენია. შესაძლოა, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ხერხიც კი იყო. "ვალენსიას" მეკარე დღეს სასტარტოში იქნება და იმედია, სორლოტს მისი სახე დიდხანს არ დაავიწყდება.

Sportall.Ge

თუკი ამ შეხვედრას ჩვენი გუნდი მონღოლეთის ნაკრებთან ერთგვარი გავარჯიშებით (6:1) ხვდება, ნორვეგიელები ჯგუფის ფავორიტ ესპანელებთან (0:3) დამარცხდნენ. ჩვენი სტუმრებისთვის ზედიზედ ორი მარცხი კატასტროფა იქნება, თუმცა საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის წარმატებით დაწყება და ამავდროულად, ევროპირველობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტთან გამარჯვება ძალიან სჭირდება. მოგეხსენებათ, ჯგუფში შოტლანდიისა და თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებიც არიან.

Sportall.Ge

სტუმართა თავკაცმა სოლბაკენმა მატჩის წინ ის დრო გაიხსენა, როცა საკუთარ ნაკრებს კაპიტნობდა. ნორვეგიელებს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა (3-0) აქვთ. ჩვენ თუ დიდ ფორუმებზე არასდროს გვიასპარეზია, ისინი ბოლოს ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ. ჩვენმა მეტოქეებმა უკანასკნელ 5 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვეს, "ჯვაროსნებს" კი ბოლო ერთ წელიწადში საოცარი პროგრესი აქვს. მას განმტკიცება სჭირდება!.. შეხვედრას ლატვიელი ტრეიმანისი განსჯის.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ან საზონოვი) - კაკაბაძე, აბურჯანია (ან გაგნიძე), კვეკვესკირი, აზაროვი - დავითაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

altსანიოლი: ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მზად უნდა ვიყოთ!

altკაშია: იმედია, ჩემს მთავარ ამოცანას შევასრულებ და მეტოქის შემტევებს შევაჩერებ

altსოლბაკენი: ზუსტად ვიცით, კვარაცხელიასგან თუ დავითაშვილისგან რას უნდა ველოდოთ

altსიორლოტი: გამარჯვება გვსურს და საქართველოსთან ბურთის ფლობას დიდი მნიშვნელობა ექნება

მკითხველის კომენტარები / 36 /
მე აზაროვის ნაცვლად გოჩოლეიშვის დავაყენებდი
დავითაშივლის მაგივრად ჩაკვეს

რავიცი დავითაშვილის პროგრესი არ ჩანს მეორე ლიგის მოთამაშეა ბოლო ბოლო და იქაც ვერ წყვეტს ვარსკვავებს
las
28 მარტი 2023 10:08
2
ჩაკვეტაძე წყვეტს ვარსკვლავებს ყაზახეთან მონხოლეთან და ლატვიასთან. ძლიერ გუნდთან მაგი კაპიკად არ ვარგა. ვინც ეს ვერ ნახა ის ფეხბურთის ბაიბურში არაა
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
28 მარტი 2023 12:02
16
ჩემი პირადი აზრია და აზაროვი ძირითადში არამგონია კარგი იდეა იყოს ფიზიკურად ძლიერ ნორვეგიელებთან. ფიზიკურად სუსტია და პრაქტიკის ნაკლებობა აქვს
dd
28 მარტი 2023 10:02
1
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სანიოლი გამოძახებულთაგან ვის დააყენებს, პოზიციების მიხედვით და კვარას გარდა რა თქმა უნდა,რადგან ყველა ერთი ყალიდრის იგროკებია-საშუალოსთან მიახლოვებული. თამაშის მოგება მხოლოდ ხვიჩას ოსტატობის და მისი სუპერ ტალანტის ხარჯზე შეიძლება, როგორც შვედებთან, თორემ გაიხსენეთ იმ თამაშის სტატისტიკა, რამდენი მომენტი შეგვიქმრეს და რამდენი კარში დარტყმა ქონდათ,მაგრამ კვარას ორი აფეთქება და 2-0....
ციმაკო
28 მარტი 2023 11:59
6
1 თვის წინ ეთამაშა ვალენსია სოსიედადს და 1-0 მოუგო,სორლოტმა 2ჯერ დაარტყა კარში 90წუთის მანძილზე და ორივე აუღო მამარდამ,ბევრი არაფერი სმენია თურმე გიოზე :დ თუ იცის რა რთულია მის წინააღმდეგ კარის ხაზზე თამაში და მაგიტომ საუბრობს ასე? ბოლობოლო ძირითადში იქნება ისი ც და მოუწევს მამარდასთან პაექრობა.
მეზღვაური
28 მარტი 2023 10:46
0
Rogor minda dges damajereblad gamarjveba!!!
Givi
28 მარტი 2023 09:50
1
...მარტინ ოდეგორი, რომლის არსენალი ევროპა ლიგიდან გამოვარდა?!
ჩვენს ნაკრებს, როგორც არასდროს უდიდესი პოტენციალი აქვს და უკვე არა ნორვეგიას, არამედ გრანდებს უნდა უწევდეს ღირსეულ წინააღმდეგობას (და დარწმუნებული ვარ გაუწევს კიდეც), როგორც სერბეთის ნაკრები, რომელმაც ამავე ნორვეგიას თავის ჰალანდიანად 5 თვის წინ 3-0 მოუგო ნორვეგიაში!
რაც შეეხება ჩვენ ნაკრებს, კვარას გარდა, აუცილებლად ითამაშებს მამარდა, კაშია და მიქაუტაძე და უნდა ითამაშოს: გაგნიძემ, კვეკვესკირმა, ჩაკვეტაძემ, ასევე საზანოვმა, რომელიც მაღალია და ნორვეგიასთან საჭირო სამუშაოს გასწევს და მარჯვენა ფლანგზე ლობჟანიძე. ეს ფეხბურთელები 100%-იანი უნდა იყვნენ.
ლაშა
28 მარტი 2023 12:42
7
საზონოვი და არა საზანოვი,
სხვებსაც ეწერათ ასე, ანუ ფეხბურთელების გვარები არ იციან და პროფესორობენ ტაქტიკა-სტრატეგიაზე, დივანის მხედართმთავრები
ბს
28 მარტი 2023 15:23
1
როგორ არ მინდა დღეს მიწაზე მწარედ დავენარცხოდ ნუ ქმნით დიდ ზეწოლას გუნდზე გამოჩნდება სად ვართ და რა დონეზე ვართ დღეს, ისე ყველა მაღალ ბურთზე საჯარიმოში ვინ უნდა ითამაშოს ერთი კვირკველია გვყავს მაღალი. წარნატებები ბიჭებო მთელი გულით ქომაგობთ
სოსო
28 მარტი 2023 09:53
3
დღეს დაცვაში საზონოვი უნდა იყოს,ტანმაღალია და სუფთათ თამაშობს,ასევე გაგნიძეც,ძალიან ძლიერი ბიჭი ყოფილა,და ამავდროულად გაბედული,კიდევ აუცილებლად გოჩოლეიშვილი,მაგარი ფეხბურთელი ყოფილა,პატივისცემა მას!დანარჩენი ხვიჩამ და მიქაუტაძემ უნდა შეუსრულონ ნორვეგიელებს
ზაზა
28 მარტი 2023 11:32
2
აზაროვით და აბუჯანია კვეკვეებით გინდათ თამაშის მოგება? ძლივს გადაადგილდებიან! შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ წიტა და საბა მარჯვნივ მარცხნივ გოჩო. ცენტრში კვეკვე იმიტო რომ სხვა გზა არაა და მას გაგნიძე შეუწყვილდება...წინ კვარა და მიქაუტაძე. ეს შემადგენლობა რაც თქვენ დაწერეთ სუფთა ავტობუსი იქნება.. ავტობუსადაც არ ივარგებს....... კიდევ კაი სანიოლიც თქვენსავით არ ფიქრობს
რომა
28 მარტი 2023 11:09
3
დავითაშვილის მაგივრად აუცილებლად ჩაკვე სასტარტოში. გაგნიძეც უნდა ათამაშოს.
kicha
28 მარტი 2023 10:25
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული