საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
ეს ერთი ქულა არის ღვთის და მიქაუტაძისგან ბოძებული საჩუქარი. არ ვიმსახურებდით.
vaaaah
28 მარტი 2023 22:09
10
რა კარგი ბიჭია გოჩოლეიშვილი. როგორ შეიძლება სათადარიგოთა სკამზე გეჯდეს ერთი საათი?
muro
28 მარტი 2023 22:56
3
აი, ძაააალიან ქუდბედიანი უნდა იყო, რომ დავითაშვილის დონის ფეხბურთელი ბორდოში გაიჩითო. ტიპი საკუთარ თავს ემატავება, პასი რაა, არც სმენია მგონი.
ქომაგი
28 მარტი 2023 22:08
13
100% ტიპი ვერაფერს ხედავს თავისი ფეხების გარდა. ჭ-კლასია დავითაშვილი.
გიორგი
28 მარტი 2023 22:23
3
გაზრდილხარ ეს კარგია,აწი შეიძლება…
ქომაგ-ს
28 მარტი 2023 22:17
2
ყველა გამოხმაურება
თავიდანვე ოთხი მცველით რომ დაგვეწყო უკეთესი იქნებოდა, 5 მცველიანმა ტაქტიკამ ხვიჩა დაკარგა ფაქტობრივად. გოჩოლეიშვილმა და მამარდამ დაგლიჯეს იმდენად რამდენადაც აბურჯანიამ დაგვაგლიჯა ნერვები, მააინტერესებს ნახევარმცველს რამდენი პასი აქვს გაკეთებული.
დიმა
28 მარტი 2023 22:07
1
აბურჯანია 0
ჯონი
28 მარტი 2023 22:15
1
ყოველთვის ვაქებდი სანიოლს...ეს რა ქნა დღეს? რა აზრი ქონდა მონგოლებთან თამაშს, იმ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებს - გაგნიძეს, ჩაკვეტაძეს და გოჩოლეიშვილს თუ ან ცოტა დროს მისცემდი, ან საერთოდ არ ათამაშებდი? ორი უპრაქტიკო ფეხბურთელი აზაროვი და აბურჯანია გამოიყვანა და ორივე გაიტრამვა....არ ჯობია 20 წლის საზონოვი შეცდეს და პრაქტიკა მიიღოს (თან მაღალია, თავით მაგრად თამაშობს ორივე საჯარიმოში, პირველ პასს კარგად აკეთებს), ვიდრე 30 წლის ტაბიძემ ითამაშოს და მერე შესაცვლელი გაგიხდეს? ლობჟანიძე გამოიყვანე თავიდან და თუ არ გაამართლა, მერე შემოიყვანე ის ფაფხურა ზურიკო....ეჰ, ვილი, ვილი, შენც აურიე...ეს უნიკალური შანსი იყო, უჰოლანდო ნორვეგიისთვის უნდა მოგვეგო და კინაღამ წავაგეთ....
zaz197
28 მარტი 2023 22:30
1
იმ დღეს მომასწრო კაკაბაძემ წესიერად ჩააწოდოს საჯარიმოში მეტი არ მინდა
რაბუ
28 მარტი 2023 22:57
5
ეჰ ძამია, მაგ დღეს მე და შენ მემგონი ვერ მოვესწრებით))
მეგრელი
28 მარტი 2023 23:41
1
ჩაკვეტაძე რომ გყავს გუნდში და აბურჯანიას ათამაშებ ამას რა ჰქვია თქვენი აზრით
გია
28 მარტი 2023 22:27
3
ეჰ, ჩაკვერაძე სპორტსმენი არაა, მებრძოლი არაა. ნორვეგიელი ვიკინგები გადათელავდნენ.
გიორგი
28 მარტი 2023 22:37
24
გუნდი პრაქტიკულად ნახევარდაცვის გარეშე თამაშობს(კვეკვესკირი, აბურჯანია ძალიან სუსტები არიან: ვერც თავდამსხმელებს ამარაგებენ და ვერც მეტოქის შეტევებს შლიან, ადვილად კარგავენ ბურთს და მერე ვეღარ ასწრებენ დაცვაში)ბოლო წუთზეც კვეკვესკირმა დაკარგა ბურთი და კინაღამ პენალტი ავიკიდეთ. მოკლედ ეს უმთავრესი პრობლემაა ამ ეტაპზე. მათი ალტერნატივა უნდა მოიძებნოს სასწრაფოდ. ისე ფრე ღმერთმა გვაჩუქა,და კარგია რომ შენზე ობიექტურად ძლიერ მეტოქეს ქულა ავართვით.
david
28 მარტი 2023 22:26
0
არც ერთი კარგი კომბინაცია;
არც ერთი რეალური საგოლე მომენტი, მიქაუტაძის გოლის გარდა;
უაზრო ცვლილება 87-ე წუთზე;
გაგნიძის და გოჩოლეიშვილის არგამოყვანა თავიდანვე;
უსუსტესი აბურჯანია ძირითადში...
და კიდევ უამრავი "იაღლიში".
მოკლედ, ანგარიშში გაგვიმართლა.

ILIA
28 მარტი 2023 23:55
2
არვამბობ ამა პირველად, აბუ-კვეკვე მადლობა ძმებო, მაგრამ არახართ ძირითადი 11-ეულის ბიჭები, სანიოლი უნდა ხვდებოდეს ამ ყველაფერს. კვარას თუარწუვიდა თამაში ვხედავთ რადღეში ვვარდებით, მოკლედ რომ ვთქვათ ბევრია სამუშაო, ამ თამაშით 1 ქულა ჩვენთვის არის დიდი წარმატება! მადლობა ბოლმდე ბრძოლისთვის ბიჭებო!
ჯიი
28 მარტი 2023 22:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული