"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გააკეთეს.

გიორგი გოჩოლეიშვილი: "დაძაბულ მომენტში შემოსვლა მომიწია. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყავი. მეორე ტაიმში მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ.

შესაძლოა, მარცხენა ფლანგზე ნაკლებად კომფორტულად ვარ, თუმცა, სადაც მთავარი მწვრთნელი დამავალებს, იქ უნდა ვითამაშო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს."

ზურიკო დავითაშვილი: "პირველ ტაიმში შეცდომები იყო, რაც მეორე 45 წუთში გამოვასწორეთ. კარგი იქნებოდა, გამარჯვება მოგვეპოვებინა. 3 ქულის მოპოვება შეიძლებოდა, თუმცა მაინც ნორმალური შედეგია. იმედია, შემდეგ მატჩებში გამოვასწორებთ".

გიორგი აბურჯანია: "გაგვიჭირდა, იმ ტემპით თამაში ვერ
დავიწყეთ, რასაც მწვრთნელი გვთხოვდა და ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ნახევარში გამოვასწორეთ".

გიორგი მამარდაშვილი: "შედეგი დადებითია. მეორე ნახევარში გაცილებით კარგად ვითამაშეთ."

ნიკა კვეკვესკირი: "პირველ ტაიმში საკუთარი თამაში ვერ ვიპოვეთ. მეორე 45 წუთში ყველაფერი ვცადეთ. ამ გუნდს ყველაფერი აქვს, რათა უკეთესი გახდეს".

გიორგი მიქაუტაძე: "მიხარია, რომ ამდენი გულშემატკივარი გავახარეთ. იოლად გასატანი ბურთი არ იყო და მიხარია, რომ ეს მოვახერხე."

მკითხველის კომენტარები / 35 /
აცდენილები ხართქო რომ დავწერე ვიღაც კვერცხი განიმუხტა რა გაგვიჭირდა გაგვიჭირდა კიარა ბურთი დაგვიმალეს კიდე კარგი ჰოლანდი არ ყავდათ კაშია გააჩერებდა უეჭველი წადი სახლში დაბერდი თუმცა არც ახალგაზრდობაში წყვეტდა ვარსკვლავებს.P.S jlaviatura da muce ar maqvs
კახა
29 მარტი 2023 00:01
17
მწვრთენილი და მისი საბჭო გვყავს უკეთეს ვერ ინატრებ შეუცვალე ფლანგი მითუმეტეს ორივეზე მაგარია მოკლედ ფედერაცია და საერთოდ სადმე პროფესიონალი ხო არ გვეღირსა
კახა
28 მარტი 2023 23:54
12
2 ფეხბურთელს გამოვარჩევდი მამარდაშვილი და.მეორე მიქაუტადზე გოლი სეაგდო მთავარი გოლია!დანაღჩენს არ მიწყინოთ და ვერაფერი ვნახოდ კიპრთან.
NESTA:)))
28 მარტი 2023 23:33
3
გოჩოლიანი ნეტა ვინაა? ან რომელ თამაშს უყურე?
ზაკო
28 მარტი 2023 23:28
13
ჩაკვემ მაინც აჩვენა თავისი კლასი. კარგად შემოვიდა.
გენა
28 მარტი 2023 23:21
8
ბევრად კომფორტულ ტაქტიკაზე გადაეწყო გუნდი როცა ბუდუ და საბა გამოვიდნენ და ფლანგებზე ხვიჩა და საბა გადანაწილდნენ. პირველ ტაიმში სამი მცველით გაგვიჭირდა. მთელი ფლანგის ჩაბარება აზაროვზე და კაკაბაძეზე ამ დონის გუნდთან გაუმართლებელი იყო.

მეტი დამაჯერებლობა გუნდს, ჟილკიანი თამაში და რაღაც უნდა გამოვიდეს. რესურსიც არის მაგრამ ამ ცენტრით ამ ჯგუფში მაგრად გაგვიჭირდება.

დამენანა ჩაკვეს რო არ მიეცა სათამაშო დრო მაგრამ როცა გავუთანაბრეთ უკვე მისი გამოსვლა ნაკლებად სავარაუდო იყო.

გოჩოლეიშვილი მიუხედავად იმისა რო არაა მარცხენა მცველი ნომინალურად ბევრად უფრო ეფექტური იყო აზაროვზე. სამწუხაროა რო ირაკლის არ ეძლევა სათამაშო დრო ცრვენა ზვეზდაში.

წარმატებები მომავალში. მამარდას დროა უკვე აღარაა საჭირო მეკარების ცვლა. ლორიას ვენაცვალე ძალიან კარგი კარიერა შექმნა ნაკრებში მაგრამ მამარდას უნდა დაეთმოს უკვე დრო. როტაციების დრო აღარ არის
ბაჩო
28 მარტი 2023 23:16
0
მიქაუტაძეეე
Juve
28 მარტი 2023 23:14
0
ბედნიერი ტურისტი აბურჯანიას გაბრწყინებული სიფათი ნაკრების ძირითაში
Rodemde
28 მარტი 2023 23:11
6
ზურიკო! მარტო არ თამაშობ და ისწავლე პასის კეთება, თორემ ასე გაგრძელებით ნაკრებსაც დაემშვიდობები და დიდ ფეხბურთსაც!
შაკო
28 მარტი 2023 23:11
0
ნორვეგიის ნაკრებს ფრეზე ჰქონდა დადებული... კვეკვეს, აბუს და კიდევ რამოდენიმეს წაგებაზე
rigiti
28 მარტი 2023 23:10
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული