"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გააკეთეს.

გიორგი გოჩოლეიშვილი: "დაძაბულ მომენტში შემოსვლა მომიწია. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყავი. მეორე ტაიმში მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ.

შესაძლოა, მარცხენა ფლანგზე ნაკლებად კომფორტულად ვარ, თუმცა, სადაც მთავარი მწვრთნელი დამავალებს, იქ უნდა ვითამაშო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს."

ზურიკო დავითაშვილი: "პირველ ტაიმში შეცდომები იყო, რაც მეორე 45 წუთში გამოვასწორეთ. კარგი იქნებოდა, გამარჯვება მოგვეპოვებინა. 3 ქულის მოპოვება შეიძლებოდა, თუმცა მაინც ნორმალური შედეგია. იმედია, შემდეგ მატჩებში გამოვასწორებთ".

გიორგი აბურჯანია: "გაგვიჭირდა, იმ ტემპით თამაში ვერ
დავიწყეთ, რასაც მწვრთნელი გვთხოვდა და ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ნახევარში გამოვასწორეთ".

გიორგი მამარდაშვილი: "შედეგი დადებითია. მეორე ნახევარში გაცილებით კარგად ვითამაშეთ."

ნიკა კვეკვესკირი: "პირველ ტაიმში საკუთარი თამაში ვერ ვიპოვეთ. მეორე 45 წუთში ყველაფერი ვცადეთ. ამ გუნდს ყველაფერი აქვს, რათა უკეთესი გახდეს".

გიორგი მიქაუტაძე: "მიხარია, რომ ამდენი გულშემატკივარი გავახარეთ. იოლად გასატანი ბურთი არ იყო და მიხარია, რომ ეს მოვახერხე."

მკითხველის კომენტარები / 35 /
კიტე,ხოჭოლავა და ლოჩოშვილი აუცილებელია ნაკრებისთვის,ძალიან ჭირს,როგორც მოედნის ცენტრში ასევე დაცვის ცენტრში, ფლანგებზე გვყავს აზაროვი,კაკაბაძე,აგერ გოჩოლეიშვილი ძალიან მაგარი ბიჭია და ორივე ფლანგის გაძლიერება შეუძლია,ლობო,აბრეზიჩი,კვარა,ჟორჟი,ბუდუ, და პლიუს ახალგაზრდები,აქვს ამ გუნდს პერსპექტივა და დასანანი იქნება თუ ვერც ამჯერად ვერ მოვახერხებთ ევროპაზე თამაშს, შესარჩევიდან თუ არა ერთა ლიგიდან მაინც
საქართველო
28 მარტი 2023 23:06
1
ირაკლი ამპლუით მარცხენა მცველია და ალბათ ამიტომ ენდო,უთამაშებლობის მიუხედავად.ეტყობოდა ფორმაში არ ყოფნა და მეტოქემაც,დარწმუნებული ვარ,სწორედ ამიტომ დატვირთა მისი ფლანგი.ამით,ნაწილობრივ ხვიჩაც აიძულეს უკან დაეწია,მის დასახმარებლად და თვითონ ირაკლისაც ძალიან გაუჭირდა იმხელა ხალხთან ჭიდაობა.იმედია სერიოზული არაფერი იქნება.გოჩოლეიშვილი,ფიზიკურადაც გაცილებით მძლავრია და უკეთესადაც გამოუვიდა,თუმცა მაინც აჰკიდეს გაფრთხილება.კარგი ბიჭი იზრდება გოჩოლეიშვილი.
სოსო
29 მარტი 2023 15:16
0
რა გინდა კაცი ყოფილა ჟორჟი თქვენ კიდევ ენასტირნებოდით
გულშემატკივარი
28 მარტი 2023 23:05
0
ღვთისავარ შემადგენლობა გამოიცანი! ყოჩაღ!
მწრთვნელი
28 მარტი 2023 23:02
0
გიორგი კარგი ფეხბურთელი ხარ,მალე დაგაფასებენ,რომ მიხვდებიან რაც შეგიძლია,მადლობა კარგი თამაშისათვის!!!
ზაზა
28 მარტი 2023 22:59
0
Კარგი ფეხბურთელი დგება , ეტყობა კოჭებში.
Რერო
28 მარტი 2023 22:55
0
Გოჩოლეიშვილი ვიგულისხმე!
დაზუსტება
28 მარტი 2023 23:00
0
დაგლიჯა ამა მაგარმა კაცმა
დიმა
28 მარტი 2023 22:53
1
გამოაღვიძეთ ეს გოჩოლიანი…
გია
28 მარტი 2023 22:49
60

სიახლეები პოპულარული